პარიზში 19 მაისს, 6 თვის შემდეგ, ღია კაფეები, რესტორნების ტერასები გაიხსნა. ადამიანები საყვარელ კაფეებს მეგობრებთან ერთად ესტუმრნენ. მათ შორის იყო ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც. მაკრონი პრემიერ მინისტრთან ერთად პარიზის ერთ-ერთ გარე კაფეში ყავის დასალევად მივიდა და ასე აღნიშნა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება. მედიამ კი გაავრცელა ფოტო და ვიდეო კადრები, სადაც ასახულია, თუ როგორ […]
კატეგორია: მსოფლიო
ისრაელმა დღეს დილას ჰამასის იარაღის საწყობი და სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურა
ისრაელის არმია აცხადებს, რომ დღეს დილით ავიაიერიშები მიიტანა და გაანადგურა ღაზას სექტორში, „ჰამასის“ მეთაურების სახლებში განთავსებულ იარაღის საწყობი და სამხედრო ინფრასტრუქტურა. მედიკოსების თქმით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ქალაქ ხან იუნისში 4 ადამიანი დაშავდა. ამასთან, დღეს დილით სარაკეტო სირენების ხმა გაისმა ისრაელის ქალაქ ბეერშევასა და ღაზას მოსაზღვრე რაიონებში. ჯერჯერობით დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ღაზას […]
ისრაელის ჩრდილოეთზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა
სირენები ისევ ჩაირთო ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში – განგაშის ზარი ამ წუთებში კონკრეტულად, აიფას, შფარამის, აკრეს და კრაიოტის რეგიონებში ისმის. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან, ცაში მხოლოდ ოთხი რაკეტა გამოჩნდა, ერთი მათგანის განეიტრალება “რკინის გუმბათებმა” შეძლო, მეორე რაკეტა დაუსახლებელ სივრცეში ჩამოვარდა, ხოლო დანარჩენი ორი კი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. როგორც ცნობილია, სარაკეტო თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა. მცირე დაზიანებები მიიღო ორმა ადამიანმა, რომლებიც ბუნკერებში ჩასვლას ცდილობდა. […]
სოხუმში ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი მოკლეს
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში იმამ შამილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. საოკუპაციო რეჟიმის მედიის ინფორმაციით მოკლული 1975 წელს დაბადებული ქემალ არძინბაა, რომელიც ვლადისლავ არძინბას ძმისშვილია. ქემალ არძინბა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ შს მინისტრის ბრძანებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების მიზნით სოხუმიდან გასვლა შეიზღუდა. ქალაქის […]
ნეთანიაჰუ – “ისრაელი სარაკეტო თავდასხმაზე ძალიან მკაცრ რეაგირებას მოახდენს”
სამხედრო ოპერაცია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც ისრაელი თითოეულ რაკეტაზე პასუხის გამკაცრებას დაიწყებს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. „ოპერაცია კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, ამის შემდეგ სარაკეტო ცეცხლზე ძალიან მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. შეგახსენებთ, ისრაელსა და პალესტინელებს შორის ორშაბათს დაწყებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 213 […]
ესპანეთმა სეუტაში ჯარი შეიყვანა
ესპანეთის ანკლავის, სეუტას ტერიტორიაზე მეზობელი მაროკოდან 6 000-მდე მიგრანტი შევიდა. მიგრანტების უმეტესობა მაროკოელია და მათ შორის 1.500-მდე არასრულწლოვანია. ესპანეთის ხელისუფლებამ სეუტაში ჯარისკაცები შეიყვანა, რომლებიც სასაზღვრო პოლიციას დაეხმარებიან და მაროკოსთან საზღვარზე პატრულირებას განახორციელებენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ფერნანდო გრანდ-მარლასკამ განაცხადა, რომ სეუტას სასაზღვრო ძალებს 200 ჯარისკაცი და 200 პოლიციელი დაეხმარება. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა სეუტაში შექმნილი კრიზისის გამო პარიზში […]
20 წლის გეი მამაკაცს ოჯახის წევრებმა თავი მოჰკვეთეს – რა მოხდა ირანში
ალირეზა ფაზელი მონფარედს, 20 წლის ირანელ მამაკაცს, ოჯახმა თავი მოკვეთა – მიზეზი ალირეზას სექსუალური კუთვნილება იყო. ალირეზას სურდა, თავი დაეღწია ირანის სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის, რომ სხვა ქვეყნებში თავშესაფარი მოეთხოვა. მონფარედი არაბულ-ირანული წარმომავლობის იყო და ქალაქ აჰვაზში ცხოვრობდა. ის დედისერთა იყო, თუმცა მამის წინა ქორწინებიდან ნახევარძმები ჰყავდა. ალირეზას ოჯახი ეკონომიკურად ძლიერი იყო, მის ინსტაგრამზე კი ჩანს, […]
ისრაელმა ღაზაში ისლამური ჯიჰადის მეთაური მოკლა
„ისრაელის თავდაცვის ძალებმა“ ღაზაში საჰაერო დარტყმების შედეგად „ისლამური ჯიჰადის“ მეთაურის, ჰუსამ აბუ ჰარბიდის ლიკვიდაცია განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. ჰუსამ აბუ ჰარბიდი ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფების ჩრდილოეთ დანაყოფს თითქმის 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ისრაელის ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებდა. „ისლამურ ჯიჰადს“ ჰუსამ აბუ ჰარბიდის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. […]
ირანში 5,5 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ირანის ჩრდილოეთ ნაწილში, ხორასანის პროვინციაში, მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა. თეირანის უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს, ადგილობრივი დროით 03:33 საათზე მოხდა. დაზარალებულების დასახმარებლად რეგიონში ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან.
ღაზადან გაშვებულმა რაკეტებმა აშკელონში რამდენიმე შენობა დააზიანა
გამოცემა Times of Israel-ის ბოლო ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქ აშკელონის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, რის შედეგადაც რამდენიმე შენობა დააზიანა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამავე გამოცემის მიხედვით, ღაზას სექტორიდან ისრაელის საზღვართან ახლოს მდებარე შენობებზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა, რომლის დროსაც ახალგაზრდობის ცენტრის შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა. აფეთქების მომენტში შენობა ცარიელი იყო და შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. […]










