საღამოს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, მინიმუმ 20 ადამიანი დაიჭრა ისრაელის ქალაქ აშკელონში – ინფორმაციას ისრაელის მედია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ისრაელის პოლიციამ ახლახანს განაცხადა, რომ აშკელონში 14 ობიექტი დაიბომბა, მათ შორის ცარიელი საბავშვო ბაღი. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ქალაქ სდეროთზე განხორციელებული პირდაპირი სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 6 წლის ბიჭი. […]
კატეგორია: მსოფლიო
სასწრაფოდ! ისრაელის ქალაქ ლოდში 20 საათიდან სრული ჩაკეტვა ცხადდება
საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, ქალაქ ლოდში სრული ჩაკეტვა ცხადდება, რის შემდეგაც საჯარისო დანაყოფები ყველაზე მკაცრ ზომებს გამოიყენებენ. “სასწრაფო!!! ქ. ლოდში 20:00 საათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა – კომენდანტის საათი! არ გახვიდეთ ქუჩაში! საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს!”- აღნიშნავს საელჩო გავრცელებულ ინფორმაციაში. ცოტა ხნის წინ, საქართველოს საელჩომ ისრაელში, საქართველოს […]
ისრაელის რკინის გუმბათმა 11 მაისს 600 რაკეტა გაანადგურა
11 მაისის საღამოს, ისრაელზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანეს. საერთო ჯამში ქვეყნის ტერიტორიას 600-ზე მეტი რაკეტა ესროლეს. მათი დიდი ნაწილი დაიჭირა საჰაერო თავდაცვის სისტემა “რკინის გუმბათმა“, მაგრამ რამდენიმე რაკეტამ მიზანს მიაღწია. სარაკეტო თავდასხმის სამიზნედ იქცა ქვეყნის დედაქალაქი თელ-ავივი, რომლის მიმართულებითაც 130 რაკეტაზე მეტი გაუშვეს. იერიშებისთვის პასუხისმგებლობა იკისრეს პალესტინის რადიკალურმა დაჯგუფებებმა: “ჰამასმა“ და “ისლამურმა ჯიჰადმა“. თავის მხრივ, […]
არაბთა ჯგუფები ისრაელის ქალაქებს არბევენ
ისრაელის მედიის ინფორმაციით, პალესტინელებთან დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, არაბთა ჯგუფები ებრაულ-არაბულ ქალაქებში სინაგოგებს, მაღაზიებს არბევენ და მანქანებს წვავენ. მედია კონკრეტულად ქალაქებში – რამლასა და ლოდში არეულობის შესახებ წერს. როგორც Channel 12 იუწყება, ლოდში სამ სინაგოგასა და რამდენიმე მაღაზიას წაუკიდეს ცეცხლი და ათობით ავტომობილი დაწვეს. არხის ცნობით, ებრაელ მაცხოვრებლებს გადაადგილებისას პოლიცია აცილებს. „ახალგაზრდა არაბთა ბანდები ქუჩა-ქუჩა დადიან, […]
პალესტინელებმა თელ-ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვეს
ისრაელში ვითარება კვლავ დაძაბულია. პალესტინელი მებრძოლების განცხადებით, ქალაქ თელ-ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვეს მას შემდეგ, რაც ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში კოშკის ბლოკი გაანადგურა. Reuters-ის ცნობით, 13 სართულიანი შენობა თავდასხმის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც იქიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ისრაელის სამხედროების განცხადებით კი, ღაზას სექტორში განთავსებულ მებრძოლებს თავს სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ ესხმიან. საერთაშორისო საზოგადოება დაპირისპირებულ მხარეებს კატეგორიულად ურჩევს, შეწყვიტონ […]
ისრაელში პალესტინური რაკეტა მოძრავ ავტობუსს დაეცა
ყაზანის გიმნაზიაში 19 წლის მამაკაცმა 11 ადამიანი მოკლა
რუსეთის ქალაქ ყაზანში, 175-ე გიმნაზიაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. გიმნაზიაში ავტომატით შეიარაღებული 19 წლის ილნაზ გალიავიევი შეიჭრა, რომელმაც შეჭრისთანავე ატეხა სროლა. სროლის შედეგად 11 ადმიანი დაიღუპა, კლინიკაშია გადაყვანილი 16 ადამიანი – 12 ბავშვი და 4 ზრდასრული პირი. თავდამსხმელი ადრე ამ გიმნაზიაში სწავლობდა. იარაღი მას ოფიციალურად რეგისტრირებული ჰქონდა.
მალტაში მოსახლეობის 60% აიცრა – ქვეყანაში რესტორნები გაიხსნება
მალტამ რესტორნებს მუშაობის უფლება მას შემდეგ მისცა, რაც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვაქცინაციამ ზრდასრული მოსახლეობის 60%-ს მიაღწია და ინფიცირების შემთხვევები შემცირდა. რესტორნები ორი თვის წინ დაიხურა, როდესაც 10 მარტს ინფიცირებულთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს, 510-ს მიაღწია. ევროკავშირში მალტას ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული კამპანია ჰქონდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კუნძულზე ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კვირას, ჯანდაცვის მინისტრმა […]
როგორ აწამებენ, ძარცვავენ და უსწორდებიან რუსი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას
„…როგორც პირუტყვს ისე მაწამებდნენ. არ მესმის. მე ისეთივე ადამიანი ვარ, როგორც ისინი. მეგონა რუსები აქ ჩვენს დასახმარებლად იყვნენ.“ „ისინი ღორებსაც გვიკლავენ. საჭმელს არ ყიდულობენ. როცა შიათ, იმ ცხოველებს კლავენ, რომელსაც ადგილობრივები უვლიან. იპარავენ პარალონის ლეიბებს, რომლებზეც ადამიანებს სძინავთ და პლასმასის სკამებსაც კი. ძალიან ბევრ ხალხს ძარცვავენ, იპარავენ ტელეფონებს, საკვებს, მოტოციკლეტებს, ფულს!“ რა ნაცნობი ისტორიებია, არა? […]
ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი ცოცხალი იპოვეს
რუსეთში, ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი, ალექსანდრ მურახოვსკი, რომელსაც პარასკევის შემდეგ ეძებდნენ, ცოცხალი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეგრამ-არხი Mash Siberia ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მურახოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაუჩინარების მიზეზი უცნობია. ალექსანდრ მურახოვსკი ტყეში სანადიროდ 7 მაისს წავიდა, რის შემდეგაც აღარ გამოჩენილა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრის კვადროციკლი ტყეში იპოვეს. „დოიჩე ველე“ წერს, რომ […]










