კატეგორია: მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლის რაოდენობა 75-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლის რაოდენობა 75-მდე გაიზარდა

75-მდე გაიზარდა თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 1.000-ს უახლოვდება. სამძებრო სამუშაოები იზმირის რეგიონში მეოთხე დღეა გრძელდება. თურქეთში 7 მაგნიტუდამდე მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა. სტიქიის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა საბერძნეთის კუნძულ სამოსზეც. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ფატალური შემთხვევების მთავარი მიზეზი ავარიული შენობებია, ამიტომ რეგიონში 26 დაზიანებული შენობის ჩამონგრევა იგეგმება. რუსთავი 2

თურქეთში კიდევ ერთი, 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთის სანაპიროებთან ეგეოსის ზღვაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდა 5.1 შეადგინა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. მიწისძვრის ეპიცენტრი კუშადასის რაიონიდან 20 კილომეტრში სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობა. ახალი მიწისძვრის შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. როგორც ცნობილია, რამდენიმე საათით ადრე იზმირის პროვინციაში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რასაც ამ დროის მონაცემებით 12 ადამიანი ემსხვერპლა. მიწისქვეშა ბიძგებმა საბერძნეთის […]

თურქეთში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, იზმირის პროვინციაში, სეფერიჰისარის სანაპიროებთან, 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16,5 კილომეტრის სიღრმეზე, დაფიქსირდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად იზმირში 6 შენობა დაინგრა, თუმცა იზმირის მერის ინფორმაციით, დანგრეულია 20-მდე შენობა. მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი გარდაიცვალა, ასზე […]

საფრანგეთში სიფხიზლის დონე გაიზარდა – მაკრონი ნიცაში ჩავიდა

საფრანგეთში სიფხიზლის დონე გაიზარდა - მაკრონი ნიცაში ჩავიდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნიცაში მომხდარი თავდასხმის ადგილი მოინახულა, რა დროსაც სამი ადამიანი გარდაიცვალა. მაკრონის განცხადებით, იგი ქვეყნის შიგნით სამხედრო მობილიზების ხარისხს გაზრდის, რათა დაიცვას საკვანძო ადგილები, როგორებიცაა რელიგიური დაწესებულებები და სკოლები. „ამ დილით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მთელს საფრანგეთში ყველგან გავზარდოთ სიფხიზლის დონე, რათა გავუმკლავდეთ ტერორიზმის საფრთხეებს. გადავწყვიტე, რომ უახლოეს საათებში, ჩვენი სამხედროების მეტად მობილიზება […]

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 6 თვით, 9 მაისამდე, გაგრძელდა

ესპანეთის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობა 21 ივნისამდე გაახანგრძლივა

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 6 თვით, 9 მაისამდე, გახანგრძლივების საკითხს მხარი დაუჭირა, რაც რეგიონულ ხელისუფლებას კორონავირუსის მეორე ტალღის კონტროლისთვის დამატებით უფლებამოსილებას აძლევს. საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა 194-მა დეპუტატმა, 53 კი წინააღმდეგი იყო. ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება, ამასთან, რეგიონულ მმართველებს უფლებამოსილებას უტოვებს საკუთარი ზომები თავად გადაწყვიტონ და შეზღუდვების პაკეტი თვითონ შეიმუშაონ. პირველად ესპანეთის მასშტაბით საგანგებო […]

მერკელი – “ზამთარი რთული იქნება, მაგრამ დასრულდება”

ანგელა მერკელი თვითიზოლაციაში გადავიდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების არსებული ტემპი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის და ნაწილობრივი კარანტინის დროულად დაწესება სწორი გადაწყვეტილება იყო. „ასეთი დინამიკა რეანიმაციული განყოფილებების რამდენიმე კვირაში გადავსებას გამოიწვევდა. საავადმყოფოების საწოლების გადავსების შემდეგ მოქმედების დაწყება ძალიან დაგვიანებული იქნებოდა“, – განაცხადა მერკელმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას. კანცლერის თქმით, მას ესმის პანდემიისა და ახალი შეზღუდვების დაწესებით […]

ნიცაში ნოტრ დამის ტაძარში თავდამსხმელმა 3 კაცი მოკლა

ნიცაში ნოტრ დამის ტაძარში თავდამსხმელმა 3 კაცი მოკლა

დღეს დილის 9 საათზე საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მდებარე ნოტრ-დამის ტაძარში  დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 3 და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, – ზოგიერთი მედია საშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ერთ-ერთ დაღუპულ ქალს თავი მოკვეთა. სხვა ცნობით, ცხედართა შორის თავმოკვეთილი არავინაა, 2 ცხედარს კი ყელი აქვს გამოჭრილი. თავდასხმას ქალაქის მერმა კრისტიან ესტროსიმ ტერორისტული აქტი უწოდა. […]

გერმანიასა და საფრანგეთში მკაცრი კარანტინი ცხადდება

გერმანიასა და საფრანგეთში მკაცრი კარანტინი ცხადდება

კორონავირუსის პანდემიის გამო გერმანიასა და საფრანგეთში მკაცრი კარანტინი ცხადდება. გერმანიაში 2 ნოემბრიდან კარანტინს შემოიღებენ, რომელიც თვის ბოლომდე გაგრძელდება. ამის შესახებ კანცლერმა ანგელა მერკელმა ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან ონლაინ-შეხვედრის დროს განაცხადა. „ჩვენ გვჭირდება, რომ 2 ნოემბრიდან მოვიკრიბოთ საერთონაციონალური ძალები. ეს გაგრძელდება ნოემბრის ბოლომდე“ – განაცხადა მერკელმა და განმარტა, რომ ეს კეთდება იმისთვის, რათა დეკემბერში ისევ გახდეს შესაძლებელი სოციალური […]

ევროპის 193 აეროპორტს გაკოტრება ემუქრება

ევროპის 193 აეროპორტს გაკოტრება ემუქრება

ევროპის 193 აეროპორტი უახლოეს თვეებში გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, თუკი მგზავრების მიმოსვლა წლის ბოლოდან აღდგენას არ დაიწყებს, – ამის შესახებ ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭო (ACI Europe) აცხადებს. ორგანიზაციის განმარტებით, გაკოტრების რისკის ქვეშ მყოფი აეროპორტები ხელს უწყობენ ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც 277.000 სამუშაო ადგილსა და ევროპის მთლიან შიდა პროდუქტში 12.4 მილიარდ ევროს ქმნის. ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭოში […]

“თურქებო, ფრანგული საქონელი არ იყიდოთ!” – ერდოღანის მოწოდება

ერდოღანი - "თურქეთი თავის აზერბაიჯანელ ძმებთან დგას"

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქებს მოუწოდებს, ფრანგული საქონელი არასდროს შეისყიდონ, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ ბოლო დროს ისლამისტების შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ იორდანიის, კატარისა და ქუვეითის ზოგიერთ სუპერმარკეტში ფრანგული პროდუქცია აღარ იყიდება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „უსაფუძვლო” მოწოდებები ბოიკოტისკენ ”რადიკალურმა უმცირესობამ წამოიწყო”. „ბოიკოტის შესახებ მოწოდებები, […]