კატეგორია: მსოფლიო

“ბოდიში, შეგვეშალა” – აზერბაიჯანმა რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდო სომხეთის ტერიტორიაზე

აზერბაიჯანმა დაადასტურა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი „მი-24“ შემთხვევით ჩამოაგდო. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. უწყებაში განაცხადეს, რომ შეცდომა მოხდა იმის გამო, რომ ვერტმფრენმა გადაიფრინა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის უშუალო სიახლოვეს იმ დროს, როდესაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მსვლელობისას მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო შეტაკებები. მათივე ცნობით, ფრენა მიმდინარეობდა სიბნელეში, დაბალ სიმაღლეზე და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცის საშუალების სარადარე ზონის […]

რუსმა ჯარისკაცმა 3 ოფიცერი მოკლა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟთან მდებარე სამხედრო აეროდრომ „ბალტიმორზე“ ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ სამი ოფიცერი მოკლა, ერთი კი დაჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე თავდაპირველად ოფიცერს ნაჯახით დაესხა თავს და ცეცხლსასროლი იარაღი წაართვა, ამის შემდეგ კი აეროდრომის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა. თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. რუსული მედიის ცნობით, თავდამსხმელი ჯარისკაცი ანტონ მაკაროვია, რომელმაც გაქცევა […]

მელანია ტრამპი – “დონალდ, აღიარე დამარცხება!”

პირველი ლედი მოქმედი პრეზიდენტის ახლო წრეში ერთ-ერთია, რომელიც დონალდ ტრამპს ურჩევს, დამარცხება აღიაროს, ამის შესახებ CNN წერს. მელანია ტრამპს არჩევნების შედეგების შესახებ ოფიციალური კომენტარი საჯაროდ არ გაუკეთებია. CNN-ის ინფორმაციით, ასევე, დონალდ ტრამპს დამარცხების აღიარებისკენ მისმა სიძემ და მრჩეველმა, ჯარედ კუშნერმაც მოუწოდა. დონალდ ტრამპი შედეგების გასაჩივრებას გეგმავს და ამბობს, რომ არჩევნებში არა ჯო ბაიდენმა, არამედ თვითონ გაიმარჯვა. რუსთავი 2

ალიევი – “ქალაქი შუშა სომხური ოკუპაციისგან გავათავისუფლეთ!”

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა გაათავისუფლა. “დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა გათავისუფლებულია სომხური ოკუპაციისგან. შუშა ჩვენია! ყარაბაღი ჩვენია!” – განაცხადა მან. პარალელურად კი, სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები, თუ როგორ ტოვებს სომხური მოსახლეობა ქალაქ შუშასა და მის შემოგარენში არსებულ დასახლებებს. აღსანიშნავია, რომ ქალაქი შუშა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია და ის […]

ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა, კამალა ჰარისი – პირველი ქალი ფერადკანიანი ვიცე პრეზიდენტი

ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან საარჩევნო კოლეგიის 290 ხმა მოიპოვა. გამარჯვებისთვის 270 ხმაა საჭირო. 1 საათის წინ ჯო ბაიდენმა ტვიტერში დაწერა: “ამერიკა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამირჩიეთ ჩვენი დიადი ქვეყნის სამართავად. მე გპირდებით, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი ვიქნები, იმის მიუხედავად, მომეცით ხმა თუ არა.” ტვიტი დაწერა აწ […]

იანვარში პუტინი გადადგება – რას წერს ბრიტანული გაზეთი

ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მა “დე­ი­ლი მე­ილ­მა” გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი იან­ვარ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებს, მი­ზე­ზი კი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბია. რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც კრემ­ლის პო­ლი­ტი­კის ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა კრი­ტი­კოს­მა, პრო­ფე­სორ­მა ვა­ლე­რი სო­ლო­ვე­იმ გა­ნა­ცხა­და, რომ პუ­ტინს პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბა აქვს და რომ პრე­ზი­დენ­ტის ოჯახს სურს, ახა­ლი წლის­თვის მან თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვოს. სო­ლო­ვე­ის თქმით, პუ­ტი­ნის პარტნი­ო­რი […]

ბაიდენმა ტრამპს ჯორჯიასა და პენსილვანიაშიც გადაასწრო

აშშ-ში გრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლა. ჯორჯიის შტატში, რომელშიც დიდი ხნის მანძილზე პრეზიდენტი ტრამპი ლიდერობდა, დათვლილია ხმების 99%. ამ დროისთვის ბაიდენმა გადაასწრო ტრამპს. მას 2.449.590 ხმა აქვს, ტრამპს კი – 2.448.492 ხმა. განსხვავება სულ 1.098 ხმას შეადგენს. ჯორჯიაში გამარჯვებას ამომრჩეველთა კოლეგიის 16 ხმა მოაქვს. შეიცვალა ვითარება პენსილვანიის შტატშიც, სადაც ასევე ტრამპი ლიდერობდა დიდი ხნის მანძილზე. […]

საბერძნეთში 7 ნოემბრიდან 3 კვირიანი მკაცრი კარანტინი წესდება

საბერძნეთში 7 ნოემბრიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ახალი შეზღუდვების თანახმად, საბერძნეთში საცალო ვაჭრობის ობიექტები, გარდა სუპერმარკეტებისა და აფთიაქებისა, დაიხურება. მოქალაქეებს კი სახლიდან გასასვლელად სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ. ამასთან, ქვეყანაში დაწყებითი სკოლები ღია დარჩება, მაგრამ საშუალო სკოლები დაიხურება. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, ახალი შეზღუდვები ძალაში 3 კვირის განმავლობაში იქნება. „მე ვამჯობინე მკაცრი […]

ბაიდენის უპირატესობა გაიზარდა – გამარჯვებისთვის მას კოლეგიის 6 ხმა სჭირდება, ტრამპს – 56

დასასრულს უახლოვდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლის პროცესი. რამდენიმე წუთის წინ მონაცემები განახლდა და ჯო ბაიდენის უპირატესობა გაიზარდა. ამ წუთისთვის მას საარჩევნო კოლეგიის 264 ხმა აქვს, ტრამპს – 214. გამარჯვებისთვის კოლეგიის მინიმუმ 270 ხმაა საჭირო. ბაიდენს პრეზიდენტად გახდომისთვის 6 ხმა სჭირდება, ტრამპს – 56.

აშშ – ტრამპი ამბობს, რომ გაიმარჯვა, ლიდერობს ბაიდენი

აშშ-ში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მან არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა არჩევნების გაყალბება მოხდა. „ჩვენ ვემზადებოდით ამ არჩევნების მოსაგებად. გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ არჩევნებში გავიმარჯვეთ. მილიონობით ადამიანმა მოგვცა ხმა. უცებ კი ყველაფერი გაუქმდა. ეს არის ამერიკელი ხალხის მოტყუება, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დაბრკოლების შექმნა,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას. გამარჯვებისთვის აუცილებელია ამომრჩეველთა კოლეგიის […]