2 ნოემბერს ავღანეთის დედაქალაქის უნივერსიტეტში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და აუდიტორიებში მყოფ სტუდენტებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 35 ადამიანი. დაშავებულია 50-მდე ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. იპნ
კატეგორია: მსოფლიო
თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლის რაოდენობა 102-მდე გაიზარდა
თურქეთში 30 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 102-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში 147 ადამიანი რჩება, 847 კი უკვე გაწერეს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ იზმირში, სადაც მიწისძვრის შედეგად რამდენი საცხოვრებელი სახლი დაინგრა, 9 ადამიანი დააკავეს, რომლებიც აღნიშნული სახლების მშენებლობასთან არიან დაკავშირებული. იპნ
ვენაში სინაგოგასთან 2 მამაკაცი და 1 ქალი მოკლეს
2 ნოემბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სინაგოგასთან ახლოს, თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 3 მშვიდობიანი მოქალაქე, 2 მამაკაცი და 1 ქალი, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ვენის პოლიციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს. ერთ-ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კუნცმა ფაქტს ტერორისტული თავდასხმა უწოდა. იპნ
კონტე – “მუზეუმებს, გამოფენებს და სავაჭრო ცენტრებს ვხურავთ”
კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ მან მედიასთან საუბრისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ინფიცირების მაღალი რისკის მქონე რეგიონებში ღამის საათებში გადაადგილება შეიზღუდება. „ჩვენ არ გვსურს ახალი შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაწესოთ. რეგულაციები გამკაცრდება იქ, სადაც ვირუსის შემთხვევები განსაკუთრებით მაღალია. ამავდროულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურება მუზეუმები, გამოფენები და […]
65 საათი ნანგრევებში – თურქმა მაშველებმა 3 წლის გოგონა გადაარჩინეს
თურქმა მაშველებმა 3 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევებში 65 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 3 წლის ელიფ ფერინჩეკი 106-ე ადამიანია, რომელიც მაშველებმა მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობების ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი. ცნობისათვის, თურქეთში, 30 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. დაშავებულია 900-ზე მეტი ადამიანი.
თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლის რაოდენობა 75-მდე გაიზარდა
75-მდე გაიზარდა თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 1.000-ს უახლოვდება. სამძებრო სამუშაოები იზმირის რეგიონში მეოთხე დღეა გრძელდება. თურქეთში 7 მაგნიტუდამდე მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა. სტიქიის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა საბერძნეთის კუნძულ სამოსზეც. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ფატალური შემთხვევების მთავარი მიზეზი ავარიული შენობებია, ამიტომ რეგიონში 26 დაზიანებული შენობის ჩამონგრევა იგეგმება. რუსთავი 2
თურქეთში კიდევ ერთი, 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
თურქეთის სანაპიროებთან ეგეოსის ზღვაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდა 5.1 შეადგინა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. მიწისძვრის ეპიცენტრი კუშადასის რაიონიდან 20 კილომეტრში სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობა. ახალი მიწისძვრის შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. როგორც ცნობილია, რამდენიმე საათით ადრე იზმირის პროვინციაში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, რასაც ამ დროის მონაცემებით 12 ადამიანი ემსხვერპლა. მიწისქვეშა ბიძგებმა საბერძნეთის […]
თურქეთში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, იზმირის პროვინციაში, სეფერიჰისარის სანაპიროებთან, 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, 16,5 კილომეტრის სიღრმეზე, დაფიქსირდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად იზმირში 6 შენობა დაინგრა, თუმცა იზმირის მერის ინფორმაციით, დანგრეულია 20-მდე შენობა. მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი გარდაიცვალა, ასზე […]
საფრანგეთში სიფხიზლის დონე გაიზარდა – მაკრონი ნიცაში ჩავიდა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნიცაში მომხდარი თავდასხმის ადგილი მოინახულა, რა დროსაც სამი ადამიანი გარდაიცვალა. მაკრონის განცხადებით, იგი ქვეყნის შიგნით სამხედრო მობილიზების ხარისხს გაზრდის, რათა დაიცვას საკვანძო ადგილები, როგორებიცაა რელიგიური დაწესებულებები და სკოლები. „ამ დილით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მთელს საფრანგეთში ყველგან გავზარდოთ სიფხიზლის დონე, რათა გავუმკლავდეთ ტერორიზმის საფრთხეებს. გადავწყვიტე, რომ უახლოეს საათებში, ჩვენი სამხედროების მეტად მობილიზება […]
ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 6 თვით, 9 მაისამდე, გაგრძელდა
ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 6 თვით, 9 მაისამდე, გახანგრძლივების საკითხს მხარი დაუჭირა, რაც რეგიონულ ხელისუფლებას კორონავირუსის მეორე ტალღის კონტროლისთვის დამატებით უფლებამოსილებას აძლევს. საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა 194-მა დეპუტატმა, 53 კი წინააღმდეგი იყო. ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება, ამასთან, რეგიონულ მმართველებს უფლებამოსილებას უტოვებს საკუთარი ზომები თავად გადაწყვიტონ და შეზღუდვების პაკეტი თვითონ შეიმუშაონ. პირველად ესპანეთის მასშტაბით საგანგებო […]









