65 საათი ნანგრევებში – თურქმა მაშველებმა 3 წლის გოგონა გადაარჩინეს

65 საათი ნანგრევებში - თურქმა მაშველებმა 3 წლის გოგონა გადაარჩინესთურქმა მაშველებმა 3 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევებში 65 საათის განმავლობაში იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 3 წლის ელიფ ფერინჩეკი 106-ე ადამიანია, რომელიც მაშველებმა მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობების ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.

გოგონა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ცნობისათვის, თურქეთში, 30 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. დაშავებულია 900-ზე მეტი ადამიანი.