ბრიუსელში, კორონავირუსის გამო, ხვალიდან ბარები და კაფეები ერთი თვით იხურება, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბელგიის დედაქალაქში მოქალაქეებს ღია სივრცეებში ალკოჰოლის დალევაც აეკრძალებათ. აღსანიშნავია, რომ ბელგიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამშაბათიდან ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული ზომები გამკაცრდა, რომლის ფარგლებშიც, ბარები ღამის 11 საათზე იხურება, აკრძალულია 4-ზე მეტი ადამიანის ოჯახში სტუმრობა, კაფეს ერთ მაგიდასთან ჯდომა და ღია სივრცეში […]
კატეგორია: მსოფლიო
სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვა სცადა
სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომვა სცადეს, ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. განცხადების მიხედვით, შემთხვევა დაახლოებით 21 საათზე მოხდა. სომხურმა მხარემ გაუშვა რაკეტა ნავთობსადენის მისამართით, რომელიც რეგიონში უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტია. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვა აზერბაიჯანულმა მხარემ აღკვეთა. სომხეთმა ინფორმაცია დაბომბვის შესახებ უარყო. რუსთავი 2
ბიშკეკში დემონსტრანტებმა მთავრობის შენობა დაიკავეს
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა მთავრობის შენობა დაიკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „დემონსტრანტებმა მთავრობის შენობა დაიკავეს და იქ არავის უშვებენ,“- განაცხადა მედიასთან საუბარში ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა. ყირგიზეთში საპროტესტო აქციები ორშაბათს დილიდან მიმდინარეობს. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის შედეგადაც 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16 პარტიიდან მხოლოდ ოთხმა, პრეზიდენტ სოორონბაი ჯიინბეკოვთან დაახლოებულმა პარტიებმა […]
ბიშკეკში დემონსტრანტებმა ყოფილი პრეზიდენტი ატამბაევი გაათავისუფლეს
ყირგიზეთში დემონსტრანტებმა ქვეყნის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის დაკავების ცენტრიდან გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ალმაზბეკ ატამბაევი შენობიდან დემონსტრანტებსა და კომიტეტის ადმინისტრაციას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გაიყვანეს. მანამდე დემონსტრანტები პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში საპროტესტო აქციები ორშაბათს დილიდან მიმდინარეობდა. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, რომლის შედეგადაც 7%-იანი ბარიერის გადალახვა […]
ფაშინიანი – “ყველანი ჯარში! სომხეთს გენოციდი გვემუქრება!”
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში დემობილიზებულ ჯარისკაცებს მოუწოდა სამხედრო სამსახურს დაუბრუნდნენ. ამის შესახებ პრემიერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. მისი თქმით, ქვეყნის სამსახურს უნდა დაუბრუნდეს ყველა ის პირი, ვინც ბრძოლისუნარიანია. „მათ, ვინც შეინახა თავისი სამხედრო ფორმა, მოვუწოდებთ კვლავ გამოცხადდნენ ფორმით და დოკუმენტებით. დღესდღეობით ჩვენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ და თუ ყველა […]
ტრამპი ქუჩაში გავიდა და ხალხს მიესალმა
აშშ-ის კოვიდინფიცირებულმა პრეზიდენტმა საავადმყოფო ცოტა ხნით დატოვა, რომ გარეთ შეკრებილ მხარდამჭერებს მისალმებოდა. დონალდ ტრამპი ქუჩაში ავტომობილით გავიდა. პრეზიდენტის მოულოდნელი გასეირნება კლინიკის ექიმმა მკაცრად გააკრიტიკა. “იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის ავტომობილი არა მხოლოდ ტყვიაგამძლეა, არამედ ქიმიურ თავდასხმასაც უძლებს, მანქანაში კოვიდ-19-ის გავრცელების შანსი ძალიან მაღალია,” – დაწერა “ტვიტერზე” ექიმმა ჯეიმს ფილიპსმა. მისივე თქმით, ყველა, ვინც ტრამპთან ერთად ავტომობილში იჯდა, 14-დღიან კარანტინში […]
სომხეთი აზერბაიჯანს რაკეტებით ბომბავს
სომხეთის ჯერმუკის, გაფანისა და ბერდის რეგიონებიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა ხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სომხეთის ასეთი კრიმინალური ქმედება აზერბაიჯანს აიძულებს, საპასუხო ზომები მიიღოს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ვიდეოს ავრცელებს, რომელზედაც, მათი მტკიცებით, სომხეთის ტერიტორიიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმაა ასახული. შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის […]
ილჰამ ალიევი – “ჩვენ სომხებს ძაღლებივით ვაძევებთ!”
ფაშინიანი ყოველდღე მსოფლიოს რომელიმე ლიდერს ურეკავს, ყოველდღე! მე კი არავისთვის დამირეკავს, მე მაქვს კონტაქტები და მათ თავად დამირეკეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისივე თქმით, მთიან ყარაბაღში შექმნილი მდგომარეობა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პროვოკაციული ქმედებების შედეგია. „არ დარჩა მსოფლიოში არც ერთი ლიდერი, რომლისთვისაც ფაშინიანს არ დაურეკავს, აგენტი არ გაუგზავნია, არ შევედრებია და მუხლებზე არ […]
განჯის და სხვა ტერიტორიების დაბომბვას აზერბაიჯანის 22 მოქალაქე ემსხვერპლა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განჯის, ტარტარის, ფორაზიდის და ფუზელის დაბომბვასთან დაკავშირებით ინფორმაციას “ტვიტერზე” ავრცელებს. ოფიციალური ბაქოს ცნობით, სომხეთის საარტილერიო იერიშს აზერბაიჯანის ტერიტორიებზე 22 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მათ შორის 2 ბავშვი. დაჭრილია 74 ადამიანი. არც ბაქო და არც ერევანი ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებენ მანამ, სანამ მათი პირობები არ შესრულდება. რუსთავი 2
სომხეთმა დაბომბა განჯის აეროპორტი, რომელიც საქართველოდან 38 კმ-შია
4 ოქტომბერს, მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე სომხეთმა სარაკეტო დარტყმა მიაყენა აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქის (დედაქალაქ ბაქოს შემდეგ) – განჯას აეროპორტსა და საცხოვრებელ უბნებს. განჯას აეროპორტზე, რომელსაც აზერბაიჯანი სამხედრო მიზნებისთვისაც იყენებს, სომხური მხარე მას შემდეგ ილესავდა კბილებს, რაც სუ-25 ტიპის მოიერიშე ჩამოუგდეს და პილოტი მოუკლეს – ოფიციალური ერევანი დარწმუნებულია, რომ სწორედ […]










