ბიშკეკში დემონსტრანტებმა მთავრობის შენობა დაიკავეს

ბიშკეკში დემონსტრანტებმა მთავრობის შენობა დაიკავესყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა მთავრობის შენობა დაიკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„დემონსტრანტებმა მთავრობის შენობა დაიკავეს და იქ არავის უშვებენ,“- განაცხადა მედიასთან საუბარში ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა.

ყირგიზეთში საპროტესტო აქციები ორშაბათს დილიდან მიმდინარეობს. დემონსტრანტები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის შედეგადაც 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16 პარტიიდან მხოლოდ ოთხმა, პრეზიდენტ სოორონბაი ჯიინბეკოვთან დაახლოებულმა პარტიებმა შეძლეს. აქციის მონაწილეები შედეგების გაუქმებასა და არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ. გუშინ პოლიციამ აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშლის მიუხედავად, მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად ხელახლა შეიკრიბნენ. დემონსტრანტები პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ, მოგვიანებით კი ქვეყნის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის დაკავების ცენტრიდან გაათავისუფლეს.

აქციების დროს 1 ადამიანი დაიღუპა და 590 დაშავდა.

იპნ