ფაშინიანი – “ყველანი ჯარში! სომხეთს გენოციდი გვემუქრება!”

ფაშინიანი - "ყველანი ჯარში! სომხეთს გენოციდი გვემუქრება!"სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში დემობილიზებულ ჯარისკაცებს მოუწოდა სამხედრო სამსახურს დაუბრუნდნენ. ამის შესახებ პრემიერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, ქვეყნის სამსახურს უნდა დაუბრუნდეს ყველა ის პირი, ვინც ბრძოლისუნარიანია.

„მათ, ვინც შეინახა თავისი სამხედრო ფორმა, მოვუწოდებთ კვლავ გამოცხადდნენ ფორმით და დოკუმენტებით. დღესდღეობით ჩვენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ და თუ ყველა ერთად არ დავდგებით გენოციდის მსხვერპლები გავხდებით“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.