რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსანდრე ნავალნი ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ არის მოწამლული, BBC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის ხელისუფლებაში აცხადებენ. ტოქსიკოლოგიურმა ტესტებით ცალსახად დაადასტურა, რომ ქიმიური ნერვული აგენტი “ნოვიჩოკის“ ჯგუფისაა. კომაში მყოფი ნავალნი ბერლინში სამკურნალოდ რუსეთიდან გადაიყვანეს. ოპოზიციონერის გუნდის წევრები ამბობენ, რომ სერგეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით მოწამლეს. “ნოვიჩოკი” ეს არის ნერვული აგენტი, რომლითაც 2018 წელს […]
კატეგორია: მსოფლიო
საბერძნეთში სწავლის დაწყება 14 სექტემბრამდე გადაიდო
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სკოლებში სწავლის დაწყება 14 სექტემბრამდე გადაიდო. საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტელიოს პეტსასმა განმარტა, რომ სწავლის გადადება საჭიროა, რათა ოჯახები ზაფხულის არდადეგებიდან დიდ ქალაქებში დაბრუნდნენ და სახლში გარკვეული დრო გაატარონ, ვიდრე ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებიან. „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მშობელს, რომ ბავშვები უახლოეს დღეებში სახლებში დააბრუნონ და გაკვეთილების დაწყებამდე უსაფრთხოებაში დარწმუნდნენ“, – […]
სომხეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა
სომხეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესასებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კიდევ ოთხი მოწამლული მოქალაქე რეანიმაციულ განყოფილებებში იმყოფება. სურსათის უვნებლობის ინსპექტირების სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა, ანუშ ჰარუთინიანმა სააგენტო Armenpress-ს განუცხადა, რომ პირველადი ვერსიით, მოქალაქეები კუსტარულად დამზადებული არყისგან მოიწამლნენ. „არყის სავარაუდო მწარმოებელი დაკავებულია. გასაყიდად გამზადებულ პარტია კონფისკირებულია,“- განაცხადა ჰარუთინიანმა. მედიის ინფორმაციით, საგამოძიებო […]
ჩილეში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ჩილეში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ჩრდილოეთ ჩილეში, 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. „როიტერის“ ინფორმაციით, საჭირო გახდა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია. ამავე სიძლიერის მიწისძვრა ჩილეში ივნისშიც მოხდა, თუმცა როგორც „როიტერი“ წერს, რეგიონისთვის დამახასიათებელი ხშირი მიწისძვრების გამო, ჩილეს ინფრასტრუქტურა იმ მეთოდოლოგიით არის აშენებული, რომელიც ძლიერ რყევებს უძლებს. პირველი არხი
საფრანგეთში 1 სექტემბრიდან სამუშაო ადგილებში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება
საფრანგეთში პირველი სექტემბრიდან სამუშაო ადგილებში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება. საზოგადოების ნაწილი ახალ წესს საჭიროდ მიიჩნევს, ნაწილი კი მისი წინააღმდეგია. ზოგიერთი დასაქმებულის აზრით, რთულია უპასუხო კლიენტების ზარებს, როცა პირბადე გიკეთია. როგორც აგვისტოს შუა რიცხვებში საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რეგულაცია შეეხება ყველა საერთო სივრცეს, ოფისებსა და ქარხნებს, გარდა ცალკეული სამსახურებისა, სადაც მხოლოდ ერთი თანამშრომელი იმყოფება. მისივე თქმით, სახლიდან […]
ცხინვალში ედუარდ კოკოითი არ შეუშვეს
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი არ შეუშვეს. აღნიშნულ ინფორმაციას „კავკაზ რეალიი“ ავრცელებს. ცხინვალში გამგზავრებამდე კოკოითმა სოციალურ ქსელებში მხარდაჭერა გამოუცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შეკრებილ დემონსტრანტებს. მედიასაშუალების ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში არ შეშვების მიზეზად კოკოითს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები დაუსახელეს. ამის შემდეგ კოკოითი და მისი თანმხლები პირები […]
როგორი იქნება ადამიანის თავის ქალაში ჩამდგარი ჩიპი – ილონ მასკმა ღორებზე ცდები წარმატებით ჩაატარა
კომპანია Space X-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა, ამერიკელმა გამომგონებელმა ილონ მასკმა თავის ქალაში ჩასადგმელი ჩიპის ახალი, მოდიფიცირებული ვერსია წარადგინა. ამის შესახებ CNBC წერს. ჩიპებზე მასკის კუთვნილმა კომპანიამ, “ნეურალინკმა“ იმუშავა. როგორც მილიარდერი ამბობს, ცდა ჩაატარეს 3 ღორზე, მათ ჩიპი ჩაუსვეს და შედეგი წარმატებული აღმოჩნდა. ერთ-ერთ ღორს, რომელსაც მასკმა გერტრუდა დაარქვა, ჩიპი ორი კვირის განმავლობაში ჰქონდა გაკეთებული. ჩიპს მონეტის […]
ფრანგი ოფიცერი რუსეთის ჯაშუშობისთვის დააკავეს
ფრანგ სამხედრო ოფიცერს რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება ედება ბრალად. საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ფლორანს პარლიმ დაადასტურა, რომ საფრანგეთის არმიის უფროსი ოფიცრის მიერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სავარაუდო გაცემის თაობაზე გამოძიება ტარდება. აქვე, პარლიმ აღნიშნა, რომ სამინისტრომ ამ საქმის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია გადასცა, დამატებით დეტალებზე კი არ უსაუბრია. ფრანგი ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც იტალიაში, ნატო-ს ბაზაზე მსახურობდა, ეჭვმიტანილია რუსეთის საიდუმლო […]
57 წლის ბაბუას 6 წლის შვილიშვილი ცემაში შემოაკვდა
ტრაგედია მოხდა სომხეთში – ტავუშის რაიონის სოფელ ხაშტარაქში მცხოვრები 6 წლის ბავშვი ცემის შედეგად გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ბავშვი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით ერევნის საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ის უმცროს ძმასთან ერთად ოჯახის წევრმა სასტიკად სცემა. სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებული ჰქონდა თავის ტვინი და ფილტვები, ასევე კიდურებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. “პირველივე დღიდან ის უგონო მდგომარეობაში ხელოვნური […]
მადრიდის სკოლებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება
მადრიდის რეგიონის ხელმძღვანელის, ისაბელ დიას აიუსოს განცხადებით, მადრიდში სკოლის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო გახდება. როგორც ისაბელ დიას აიუსომ განმარტა, სკოლებში პირბადის ტარება 6 წლის ასაკის ზემოთ ყველა ბავშვისთვის სავალდებულო იქნება. „თუ სიტუაცია გაუმჯობესდება, აღნიშნული ზომა შეიცვლება და 11 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებისთვის გახდება სავალდებულო“, – აღნიშნა მადრიდის რეგიონის ხელმძღვანელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ კლასში მხოლოდ 20 […]









