მადრიდის სკოლებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

მადრიდის რეგიონის ხელმძღვანელის, ისაბელ დიას აიუსოს განცხადებით, მადრიდში სკოლის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო გახდება.

როგორც ისაბელ დიას აიუსომ განმარტა, სკოლებში პირბადის ტარება 6 წლის ასაკის ზემოთ ყველა ბავშვისთვის სავალდებულო იქნება.

„თუ სიტუაცია გაუმჯობესდება, აღნიშნული ზომა შეიცვლება და 11 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებისთვის გახდება სავალდებულო“, – აღნიშნა მადრიდის რეგიონის ხელმძღვანელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კლასში მხოლოდ 20 მოსწავლე დაიშვება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსის 412.553 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 28.924 ადამიანი გარდაიცვალა.

იმედინიუსი