როგორი იქნება ადამიანის თავის ქალაში ჩამდგარი ჩიპი – ილონ მასკმა ღორებზე ცდები წარმატებით ჩაატარა

როგორი იქნება ადამიანის თავის ქალაში ჩამდგარი ჩიპი - ილონ მასკმა ღორებზე ცდები წარმატებით ჩაატარაკომ­პა­ნია Space X-ისა და Tesla-ს დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ამე­რი­კელ­მა გა­მომ­გო­ნე­ბელ­მა ილონ მასკმა თა­ვის ქა­ლა­ში ჩა­სად­გმე­ლი ჩი­პის ახა­ლი, მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვერ­სია წა­რად­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ CNBC წერს.

ჩი­პებ­ზე მას­კის კუთ­ვნილ­მა კომ­პა­ნი­ამ, “ნე­უ­რა­ლინკმა“ იმუ­შა­ვა. რო­გორც მი­ლი­არ­დე­რი ამ­ბობს, ცდა ჩა­ა­ტა­რეს 3 ღორ­ზე, მათ ჩიპი ჩა­უს­ვეს და შე­დე­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ერთ-ერთ ღორს, რო­მელ­საც მასკმა გერტრუ­და და­არ­ქვა, ჩიპი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი.

ჩიპს მო­ნე­ტის ფორ­მა და ზომა აქვს.
“ჩიპი მო­ნე­ტის ზო­მი­საა და ის თა­ვის ქა­ლა­ში ისე იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი, რომ გა­რე­დან ვე­რა­ვინ და­ი­ნა­ხავს. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მუხ­ტვა არ დას­ჭირ­დე­ბა“, – ამ­ბობს მას­კი და დას­ძენს, რომ ყო­ვე­ლი­ვე სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­სა, მკურ­ნა­ლო­ბას უფრო მარ­ტივს გახ­დის და ჩი­პის თავ­ში იმპლან­ტი­რე­ბის მი­ზა­ნიც ესაა.

მას­კის თქმით, თა­ვის ქა­ლა­ში იმპლან­ტი­რე­ბუ­ლი ჩიპი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს ადა­მი­ანს მოძ­რა­ო­ბას, მო­აგ­ვა­რებს მხედ­ვე­ლო­ბი­სა და სმე­ნის პრობ­ლე­მას. ასე­ვე, ადა­მი­ანს დიდ­ხანს შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს მეხ­სი­ე­რე­ბას და და­ეხ­მა­რე­ბა ეპი­ლეფ­სი­ის დაძ­ლე­ვა­ში.

გარ­და ამი­სა, Tesla-ს ხელ­მძღვა­ნელ­მა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე 2020 წლის მა­ის­ში, გა­და­ცე­მა­ში The Joe Rogan Experience -შიც ისა­უბ­რა და მა­შინ თქვა, რომ ეს მო­წყო­ბი­ლო­ბა 5 წე­ლი­წად­ში ენებს გა­მო­უ­სა­დე­გარს გახ­დის. მე­ტყვე­ლე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ფორ­მა იქ­ნე­ბა და მას მხო­ლოდ “სენ­ტი­მენ­ტე­ბის გამო“ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

ამბები