რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც სავარაუდოდ, მოწამლულია, ღრმა კომაში იმყოფება. „ტელეგრამ-არხი ბაზა“ იუწყება, რომ ექიმების ცნობით, ნავალნის კომის დონე შესაძლებელია, გლაზგოს კომის სკალის მიხედვით, 5 ბალით განისაზღვროს, რაც ერთ-ერთი კრიტიკული მაჩვენებელია. „ტელეგრამ-არხის“ მიხედვით, სამედიცინო დოკუმენტებში პოლიტიკოსის დიაგნოზი აღნიშნულია როგორც „უცხო გენეზის კომა, მძიმე მოწამვლა.“ სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით კი, ალექსეი ნავალნის მკურნალობა ადეკვატურ რეჟიმში გრძელდება. […]
კატეგორია: მსოფლიო
ესპანეთში ღია ცის ქვეშ მოწევა აიკრძალება – რესტორნები და ბარები ღამის 1 საათზე დაიკეტება
ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი წესები ამოქმედდა, მათ შორის არის ღია ცის ქვეშ მოწევის აკრძალვა, ღამის კლუბების დახურვა და ბარებისა და რესტორნებისთვის სამუშაო საათების განსაზღვრა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. „არ შეიკრიბოთ ღია ცის ქვეშ წვეულებებზე, არ დალიოთ და არ მოწიოთ, როდესაც არ შეგიძლიათ მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა. დაიცავით დისტანცია მეგობრებთან და ნუ შეიკრიბებით 10 […]
ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში მოწამლეს – ბორტი ომსკში საგანგებოდ დაჯდა – ვიდეო
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უგონო მდგომარეობით საავადმყოფოშია მოთავსებული – პოლიტიკოსი, სავარაუდოდ, მოწამლეს. ნავალნის წარმომადგენელზე დაყრდნობით ინფორმაციას BBC ავრცელებს. ნავალნი ავად ფრენის დროს გახდა, ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. პოლიტიკოსის პრეს-სპიკერი კირა იარმუში “ტვიტერზე” წერს, რომ საწამლავი ნავალნის ჩაიში იყო შერეული, რადგან მას დილით სხვა არაფერი მიუღია. მისივე ინფორმაციით, პოლიტიკოსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. ალექსეი ნავალნი ცნობილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის ვლადიმერ პუტინის პარტიას “კრიმინალებისა და ქურდების პარტიას” უწოდებს. რუსთავი […]
ესპანეთში კოვიდ 19-ის 3.715 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი, 3.715 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ვირუსის 1.535 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 131 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსის 370.867 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილია 28.797 ადამიანი.
ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან კარლოსი გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს
ესპანეთის სამეფო სახლი ადასტურებს, რომ ქვეყნის ყოფილი მეფე ხუან კარლოს პირველი 3 აგვისტოს შემდეგ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს. სამეფო სახლის პრესსპიკერის განმარტებით, ხუან კარლოს პირველი 3 აგვისტოს შემდეგ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა და იქ რჩება. მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. ესპანეთის დატოვების თაობაზე ხუან კარლოს პირველის მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ 3 აგვისტოს გახდა ცნობილი. ამ დრომდე ოფიციალურად […]
ტიხანოვსკაია – “ახალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უნდა მოვემზადოთ”
ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ მზად არის როგორც „ეროვნულმა ლიდერმა იმოქმედოს“. ამის შესახებ მან ბელარუსის მოსახლეობისადმი ახალ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „თქვენ მე მომეცით საკუთარი ხმები და ამას ძალიან ვაფასებ. ზუსტად ვიცი, რატომ გააკეთეთ თქვენ ეს: ჩვენ ყველას გვსურს ამ დაუსრულებელი წრიდან გამოსვლა, რომელშიც 26 წლის წინ აღმოვჩნდით. მზად ვარ საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა და […]
საფრანგეთში კოვიდ 19-ის 3.015 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3.015 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ France 24 იტყობინება. ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ქვეყანაში 3 ათასს ზედიზედ მეორე დღეა აჭარბებს. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 252 956 შემთხვევა გამოვლინდა. შემთხვევების მატების გამო, საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, პარიზი და მარსელი კორონავირუსის აქტიური გავრცელების ზონად გამოცხადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივ […]
“წადი!” – ლუკაშენკოს წინააღმდეგ მინსკში 200.000 ადამიანი გამოვიდა
მედიის ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ აქციაში მინიმუმ 200.000 ადამიანი მონაწილეობს. ადგილობრივი მედია წერს, რომ ანტისამთავრობო აქცია-მსვლელობაზე ისმის შეძახილები: „წადი!“. მათივე ინფორმაციით, გარდა მინსკისა ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს მთელს ქვეყანაში. ცნობისთვის, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ […]
დონალდ ტრამპის ძმა რობერტი გარდაიცვალა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ის ჩემთვის მხოლოდ ძმა არ იყო, ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. ის ჩვენ ძალიან მოგვენატრება. თუმცა, ჩვენ კვლავ შევხვდებით. მის შესახებ მოგონებები ჩვენ გულში სამუდამოდ დარჩება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. პარასკევს გამართულ ბრიფინგზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ძმა საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუმცა ავადმყოფობის […]
“გამოდი, სალაპარაკო გვაქვს!” – ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება
მინსკში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გრძელდება. დღეს რამდენიმე ათეული ათასი მომიტინგე ბელარუსის მთავრობის სახლს მიადგა და მისგან 100 მეტრის მოშორებით გაჩერდა. სპეცრაზმის წარმომადგენლებმა, რომლებიც მთავრობის სახლს იცავენ, ფარები დაუშვეს. “გამოდი, სალაპარაკო გვაქვს!” – ყვიროდა ხალხი. მომიტინგეთა შორის მინსკის ტრაქტორების ქარხნის მუშებიც არიან, რომლებმაც დღეს დილას კრება მოაწყვეს და შემდეგ მთავრობის სახლისკენ დაიძრნენ.










