ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში მოწამლეს – ბორტი ომსკში საგანგებოდ დაჯდა – ვიდეო

ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში მოწამლეს - ბორტი ომსკში საგანგებოდ დაჯდა - ვიდეორუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უგონო მდგომარეობით საავადმყოფოშია მოთავსებული – პოლიტიკოსი, სავარაუდოდ, მოწამლეს. ნავალნის წარმომადგენელზე დაყრდნობით ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ნავალნი ავად ფრენის დროს გახდა, ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. პოლიტიკოსის პრეს-სპიკერი კირა იარმუში “ტვიტერზე” წერს, რომ საწამლავი ნავალნის ჩაიში იყო შერეული, რადგან მას დილით სხვა არაფერი მიუღია.

მისივე ინფორმაციით, პოლიტიკოსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

ალექსეი ნავალნი ცნობილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის  ვლადიმერ პუტინის პარტიას “კრიმინალებისა და ქურდების პარტიას” უწოდებს.

რუსთავი 2