კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, ესპანეთის ყველა რეგიონში ღამის კლუბების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს. აიკრძალა 10 კაცის შეკრება და ღია სივრცეებში, იქ სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია მოწევა. კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რისკის გამო, პარიზი კვლავ “წითელ ზონად” გამოცხადდა. საფრანგეთში ბოლო 24 საათში, 2 ათას 700-მდე ახალი დაავადებული გამოვლინდა. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ კი იმ ქვეყნების სიას, რომელი ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეებიც 14-დღიან […]
კატეგორია: მსოფლიო
საფრანგეთიდან ინგლისში ჩასული მოქალაქეები 14 დღიან კარანტინს გაივლიან
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება იმ ქვეყნების სიას, რომელი ქვეყნებიდან ჩასული მოქალაქეებიც 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გადიან, საფრანგეთს, მალტასა და ნიდერლანდებს დაუმატებს,- ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეზღუდვა ძალაში მიმდინარე კვირის შაბათიდან შევა და მისი მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. გუშინ საფრანგეთში კოვიდ 19-ის 2 524 შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის მაისიდან, ანუ იმ დროიდან, […]
ჯო ბაიდენმა ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისი დაასახელა
აშშ-ის „დემოკრატმა“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა კალიფორნიის შტატის სენატორი კამალა ჰარისი ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა, -ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბაიდენმა განაცხადა, რომ მას აქვს დიდი პატივი, კამალა ჰარისი დაასახელოს, რომელიც მისი თქმით „უშიშარი მებრძოლი და ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო სახელმწიფო მოხელეა”. თავის მხრივ, ჰარისმა განაცხადა, რომ აქვს პატივი, „დემოკრატიული პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს. „ჯო […]
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ის შემთხვევები გაორმაგდა
საფრანგეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1.397 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც წინა დღესთან შედარებით, ორმაგი რაოდენობაა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვირუსს ქვეყანაში კიდევ 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჟან კასტექსის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება. „ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება. ყოველ დღე დაახლოებით 25 ახალი კლასტერი გვაქვს, როცა სამი კვირის წინ ეს მაჩვენებელი […]
პრემიერი მატოვიჩი – სლოვაკეთი 3 რუს დიპლომატს გააძევებს ხანგოშვილის გერმანიაში მკვლელობასთან დაკავშირებით
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი იგორ მატოვიჩი ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას განმარტავს. „როდესაც მე, რამდენიმე დღის წინ ვიყავი ინფორმირებული რუსეთის საელჩოს ზოგიერთი თანამშრომლის საქმიანობის შესახებ და ჩვენი ვიზების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით გერმანიაში მკვლელობისთვის, მე მაშინვე უყოყმანოდ მივხვდი, რომ ასეთი ქმედებების უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება“ – განაცხადა მატოვიჩმა, რომლის კომენტარსაც საინფორმაციო სააგენტო „TASR“ ავრცელებს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის […]
სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიეტუვაში გაიქცა
ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში გადავიდა, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა. „სვეტლანა ტიხანოვსკაია უსაფრთხოდაა, ის ლიეტუვაში იმყოფება,“- წერს ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. 10 აგვისტოს საღამოს, ტიხანოვსკაიას მომხრეებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთან კავშირი დაკარგეს მას შემდეგ, რაც ის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) ეწვია. მოგვიანებით, კანდიდატის შტაბის […]
მასობრივი არეულობა მინსკში – პოლიციამ რეზინის ტყვიები ესროლა მომიტინგეებს
მინსკში შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის ბელარუსის დედაქალაქში ათასობით ადამიანია შეკრებილი, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს რა დროსაც მათ შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ჟურნალისტი, რომლეიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბელარუსის შინაგან საქმერთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. შეგახსენებთ, ბელარუსში […]
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი კორონავირუსით გარდაიცვალა
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეკატერინოდარისა და ყუბანის მიტროპოლიტი, უმაღლესი საერთო საეკლესიო სასამართლოს თავმჯდომარე ისიდორე კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.ყუბანის სამიტროპოლიტოს ოფიციალურ საიტზე ამის შესახებ მოკლე ინფორმაციაა განთავსებული – მიტროპოლიტი ისდორე ხანმოკლე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მიტროპოლიტი ისიდორე 79 წლის იყო.
ინდოეთში დუბაი-კალკუტას ბორტი აეროპორტის შენობას შეეჯახა – ვიდეო
ინდოეთის კერალას შტატში თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 200 ადამიანი იმყოფებოდა, ავიაკატასტროფა განიცადა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტის შენობას შეეჯახა. ავიკომპანია Indian Express-ის კუთვნილი თვითმფრინავი ავიარეისს დუბაიდან ქალაქ კალკუტას მიმართულებით ასრულებდა. მედიის ცნობით, ავიაკასტროფის შედეგად გარდაცვლილია სამი ადამიანი, მათ შორის პილოტი. ამასთან, 30 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ცნობით, ავიაკატასტროფის მიზეზი უამინდობა გახდა. იპნ
ტრამპმა აშშ-ში ტიკ ტოკი აკრძალა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას ტიკ ტოკის მფლობელ კომპანია ბაიტიდანსთან გარიგებების აკრძალვის შესახებ. პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ 45 დღეში ბაიტიდანსთან ყველანაირი გარიგება აიკრძალება. „აშშ-მ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით ტიკ ტოკის მფლობელების წინააღმდეგ აგრესიული ქმედება უნდა განახორციელოს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოქმედი კომპანიების კუთვნილი და შექმნილი მობილური აპლიკაციები აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და […]










