საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ორშაბათიდან კარანტინის რეჟიმის სრულად მოხსნა დაიწყება. ამის შესახებ განცხადება მაკრონმა სატელევიზიო მიმართვის დროს გააკეთა. მისი თქმით, 15 ივნისიდან მთელი საფრანგეთი კორონავირუსისგან თავისუფალ „მწვანე ზონად“ გამოცხადდება. მისივე თქმით, ორშაბათიდან საფრანგეთის მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში მოგზაურობას შეძლებენ, ხოლო პირველი ივლისიდან ისინი შენგენის ზონის გარეთაც შეძლებენ გამგზავრებას, თუმცა „იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“. […]
კატეგორია: მსოფლიო
პრეზიდენტი დუდა – “პოლონეთში გეი ქორწინება არ იქნება და მათ ბავშვის აყვანის უფლება არ მიეცემათ”
პოლონეთის პრეზიდენტმა ლგბტ პირების უფლებების დაცვის „იდეოლოგიას“ კომუნიზმზე დესტრუქციული უწოდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ანჯეი დუდამ საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას გააკეთა. დუდას თქმით, მისი მშობლების თაობა კომუნისტურ იდეოლოგიას 40 წელიწადი ებრძოდა და „არა იმისთვის, რომ შექმნილიყო ახალი და უფრო დესტრუქციული იდეოლოგია“. თავის გამოსვლაში პოლონეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ „ბავშვების სექსუალურ განათლებაზე პასუხისმგებლობა მათ მშობლებს ეკისრებათ” და „შეუძლებელია ყველა […]
თურქეთში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 18 დაშავდა
თურქეთში მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5.7 მაგნიტუდას შეადგენდა.მიწისძვრა თურქეთის აღმოსავლეთით, ბინგოლის პროვინციაში მოხდა. ქვეყნის გარემოსა და ურბანიზაციის მინისტრმა განაცხადა, რომ რეგიონში გაგზავნეს სამაშველო ჯგუფები, რომლებიც ადგილზე ვითარებას შეისწავლიან. მიწისძვრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. 1 ადამიანი სოფელ კაინპარნარში, საპოლიციო განყოფილების კუთვნილი სადამკვირვებლო კოშკის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა. ამასთან, როგორც ბინგოლის პროვინციის გუბერნატორმა […]
ატლანტაში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა
აშშ-ში, ატლანტაში საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა აგორდა მას შემდეგ, რაც პოლიციელის ნასროლ ტყვიას, აფროამერიკელი ემსხვერპლა. ამის შესახებ „სი-ენ-ენი“ იუწყება. პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა პარასკევს აფროამერიკელ რეიშარდ ბრუკსს ესროლა. პოლიციის ცნობით, მათ მიიღეს შეტყობინება მძღოლის შესახებ, რომელსაც შეკვეთების გასაცემ სარკმელთან ჩაეძინა. ეს იყო რიშარდ ბრუკსი, რომელმაც მანამდე ალკოტესტი გაიარა და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. გაჩნდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ […]
სომხეთში ოპოზიციის აქციაზე 91 პირი დააკავეს
სომხეთში სამართალდამცველებმა 91 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შეიკრიბნენ. სამსახურში ოპოზიციის ლიდერის გაგიკ ცარუკიანის დაკითხვა მიმდინარეობს. „91 ადამიანი დაკავებულია საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო. ისინი სამ საათს დაყოფენ პოლიციის განყოფილებებში და შესაბამისი ოქმის გაფორმების შემდეგ გათავისუფლდებიან“ , – განაცხადეს პოლიციაში. კვირას დილით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ცარუკიანის კერძო ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს. უწყების პრესსამსახურში მოგვიანებით განაცხადეს, […]
ესპანეთში ბოლო 5 დღის განმავლობაში კორონავირუსს მსხვერპლი არ მოჰყოლია
ესპანეთში ბოლო 5 დღის განმავლობაში კორონავირუსს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბოლო 1 კვირის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსს სულ 25 ადამიანი ემსხვერპლა და საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 27 136-ს მიაღწია. ამასთან ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსით 502 ადამიანი დაინფიცირდა და ინფიცირებულთა ჯამურმა რიცხვმა 290 298-ს მიაღწია. იპნ
საფრანგეთი საზღვრების გახსნას არაშენგენის ქვეყნებთან 1 ივლისიდან დაიწყებს
საფრანგეთი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც შენგენის ზონაში არ შედიან, საზღვრების გახსნას 1 ივლისიდან ეტაპობრივად იწყებს, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და საფრანგეთი ევროკავშირის მიერ დაწესებული კრიტერიუმების შესაბამისად იმოქმედებს. „საზღვრების გახსნის პროცესი ეტაპობრივი იქნება და თითოეულ ქვეყანაში ჯანდაცვის კუთხით არსებული სიტუაციის შესაბამისად განხორციელდება,“- […]
უკრაინის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდა, ზელენსკის ტესტის პასუხი კი უარყოფითია
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის მეუღლეს, ელენე ზელენსკაიას, კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პირველი ლედი თავს კარგად გრძნობს და დაავადების არანაირი სიმპტომი არ გააჩნია. ელენა ზელენსკაია ამბულატორიულ მკურნალობას გადის და ოჯახის დანარჩენი წევრებისგან იზოლაციაში იმყოფება. მისი დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. მედიის ინფორმაციით, კოვიდ 19-ზე გამოკვლევა პრეზიდენტსა […]
პრემიერი კონტე პროკურორმა დაკითხა
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე კორონავირუსის ეპიდემიის საკითხთან დაკავშირებით ლომბარდიის პროკურორმა დაკითხა. მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი კიჯის სასახლეში, „ინფორმირებული პირის“ სტატუსით დაკითხეს. პრემიერ-მინისტრმა კონტემ დაკითხვამდე განაცხადა, რომ ისაუბრებდა ყველაფერზე, რაც იცოდა. „მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს, ჩვენ კი გვაქვს პასუხისმგებლობა – ვუპასუხოთ მათ,“- განაცხადა კონტემ. სამართალდამცავებმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც პროკურატურაში კორონავირუსით დაღუპული ადამიანების ახლობლების უამრავი საჩივარი […]
ჯორჯ ფლოიდის ძმა – “ის არ იმსახურებდა, რომ 20 დოლარის გამო დაღუპულიყო”
ჯორჯ ფლოიდის ძმა, ფილონაიზ ფლოიდი აშშ-ის კაპიტოლიუმში, წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის წინაშე ჩვენებით წარსდგა. მან კონგრესში კანონმდებლების წინაშე ემოციური სიტყვა წარმოსთქვა და გარდაცვლილი ძმა „კეთილშობილ გიგანტად“ მოიხსენია. „ამაზე ვფიქრობდი, როდესაც მისი დაკავების ვიდეოს ვუყურებდი, ის ყველა პოლიციელს მიმართავდა „სერ“. ის უსმენდა ყველა ოფიცერს. კაცს, რომელმაც მას სიცოცხლე წაართვა და 8 წუთისა და 46 წამის განმავლობაში გუდავდა, […]









