პრემიერი კონტე პროკურორმა დაკითხა

პრემიერი კონტე პროკურორმა დაკითხაიტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე კორონავირუსის ეპიდემიის საკითხთან დაკავშირებით ლომბარდიის პროკურორმა დაკითხა.

მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი კიჯის სასახლეში, „ინფორმირებული პირის“ სტატუსით დაკითხეს.

პრემიერ-მინისტრმა კონტემ დაკითხვამდე განაცხადა, რომ ისაუბრებდა ყველაფერზე, რაც იცოდა.

„მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს, ჩვენ კი გვაქვს პასუხისმგებლობა – ვუპასუხოთ მათ,“- განაცხადა კონტემ.

სამართალდამცავებმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყეს, რაც პროკურატურაში კორონავირუსით დაღუპული ადამიანების ახლობლების უამრავი საჩივარი შევიდა. მოქალაქეები ქვეყნის მთავრობას კორონავირუსის ეპიდემიის შესაჩერებლად რეგიონის ორ ქალაქში, ალზანოსა და ნემბროში, საკარანტინო რეჟიმის დაგვიანებით დაწესებაში ადანაშაულებენ.

იპნ