კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ათენის გეოდინამიკური ინსტიტუტის ინფორმაციით, 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 55 კილომეტრში დაფიქსირდა. ინფორმაცია ნგრევისა და დაზარალებულების შესახებ არ ვრცელდება. იპნ
კატეგორია: მსოფლიო
ოლივიე ვერანი – “საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობას 24 ივლისამდე გავაგრძელებთ”
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიერ ვერანის ინფორმაციით, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის 24 ივლისამდე გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინიციატივა 4 მაისს პარლამენტს გადაეგზავნება. მისივე თქმით, მიმდინარე თვეში საგანგებო მდგომარეობის მოხსნა ნაადრევი იქნება და შესაძლოა, ვირუსის უკონტროლო გავრცელების საფრთხე შექმნას. “ჩვენ უნდა მივეჩვიოთ რაღაც დროის მანძილზე ვირუსთან ერთად ცხოვრებას” – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა კაბინეტის სხდომის შემდეგ. […]
საფრანგეთში 106 წლის ქალმა კოვიდ 19 დაამარცხა
საფრანგეთში 106 წლის ქალმა, სახელად მარი ლე-ფერვმა, კორონავირუსი დაამარცხა. მას COVID-19 მოხუცთა თავშესაფარში დაუდასტურდა, სადაც 200 ხანდაზმული ცხოვრობს. ქალს მაღალი ტემპერატურა და სისუსტე ჰქონდა, ახლა კი თავს კარგად გრძნობს. ლე-ფერვი ამბობს, რომ 1914 წელს დაიბადა, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ნახა ბევრი ომი გაჭირვება, რაც მთავარია მოესწრო ეგრეთწოდებულ ესპანურ გრიპს, პანდემიას რომელმაც მეოცე საუკუნის დასაწყისში მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. […]
ესპანეთში ხვალიდან ყველა ადამიანს ქუჩაში სავარჯიშოდ გასვლის უფლება ექნება
ესპანეთი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას იწყებს. შვიდი კვირის შემდეგ პირველად, ხვალიდან, ყველა ასაკის ადამიანს ქუჩაში სავარჯიშოდ გასვლის უფლებას მისცემენ. იმისთვის, რომ ქუჩებში ჯგუფური შეკრება თავიდან იყოს აცილებული, სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის გასვლა სხვადასხვა დროს იქნება ნებადართული. “საზოგადოებამ კორონავირუსის წინააღმდეგ ძალები არ დაიშურა, მდგომარეობა უკეთესია, თუმცა არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემია უკვე დავამარცხეთ. მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებთ,”- აცხადებს მადრიდის მერი ხოსე ლუის […]
იტალიაში გასულ 24 საათში 2.821-ით მეტი ადამიანი განიკურნა, ვიდრე დაინფიცირდა
გასულ 24 საათში იტალიაში კოვიდ 19-ით 1.872 ადამიანი დაინფიცირდა და მათი საერთო რაოდენობა 205.463 გახდა. განიკურნა 4.693 ადამიანი და მათმა რიცხვმა 75.945-ს მიაღწია. გარდაიცვალა 285 ადამიანი და მათი საერთო რაოდენობა 27.967 გახდა. ამრიგად, პირველად იტალიაში, განკურნებულთა რაოდენობამ ახლად ინფიცირებულების რაოდენობას გადაუსწრო. გასულ დღე-ღამეში 2.821 ადამიანით მეტი განიკურნა, ვიდრე დაინფიცირდა
რუსეთის პრემიერ მიშუსტინს კოვიდ 19 დაუდასტურდა
რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მიშუსტინმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ვიდეოზარის დროს განაცხადა. “ახლახანს გახდა ცნობილი, რომ რომ ტესტმა, რომელიც მე ჩავიტარე კორონავირუსზე, დადებითი შედეგი აჩვენა. „როსპოტრებნადზორის“ რეკომენდაციის შესაბამისად, უნდა დავიცვა თვითიზოლაცია, შევასრულო ექიმების მითითებები.ამის გაკეთება აუცილებელია, რათა დავიცვა ჩემი კოლეგები“ , – განუცხადა მიშუსტინმა ვლადიმერ პუტინს. რუსეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის პოზიციას […]
ესპანეთი ისევ წინ მიდის – განკურნებულთა რაოდენობამ 56,1%-ს მიაღწია
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ესპანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 236.899-ს შეადგენს. მათგან განკურნებულია 132.929 ადამიანი. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 56,1%-ია, რაც წინა დღის მონაცემებს 2,8%-ით აღემატება. გარდაცვლილია 24.275 ადამიანი, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10,2%-ს შეადგენს. ეს წინა დღის მონაცემების იდენტურია. ამ დროისთვის მკურნალობს 79.695 ადამიანი. მათგან 71.931 ადამიანის, ანუ 90%-ის მდგომარეობა მსუბუქი ან საშუალო […]
იტალიაში კოვიდ 19-გან განკურნებულთა რაოდენობა 71.252 გახდა
ედუარ ფილიპი – “საფრანგეთი მწვანე და წითელ ზონებად დაიყოფა”
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა შეზღუდვების შემსუბუქების ახალი გეგმა წარადგინა. ედუარ ფილიპი აცხადებს, რომ შეზღუდვების შერბილების შემდეგი ეტაპიდან საფრანგეთი წითელ და მწვანე ზონებად დაიყოფა. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა, ადგილობრივი ინტენსიური თერაპიის განყოფილების შესაძლებლობები და ადგილობრივი ტესტირებისა და კონტაქტების მოკვლევის შესაძლებლობები ის კრიტერიუმებია, რომლებითაც ზონების დაყოფა მოხდება. თუ ადმინისტრაციული რეგიონი წითელ ზონაში მოხვდება, ეს ნიშნავს, რომ […]
ტრამპი – “კორონავირუსი გაქრება, პანდემიის ყველაზე ცუდი დღეები გადავიარეთ”
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ყველაზე უარესი დღეები შეერთებულ შტატებში დასრულდა. როგორც პრეზიდენტმა სამშაბათს, თეთრ სახლში განაცხადა, ის ფიქრობს, რომ ვირუსი “გაქრება”. “ჩვენი ექსპერტები თვლიან, რომ პანდემიის ყველაზე ცუდი დღეები ჩვენს უკან არის”, – აღნიშნა ტრამპა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, როგორ შეიძლებოდა დარწმუნებით ამის თქმა, როდესაც ქვეყანა თავიდან იწყებს გახსნას. ”ვფიქრობ, ვირუსი გაქრება. ის აპირებს […]









