ტრამპი – “კორონავირუსი გაქრება, პანდემიის ყველაზე ცუდი დღეები გადავიარეთ”

ტრამპი - "კორონავირუსი გაქრება, პანდემიის  ყველაზე ცუდი დღეები გადავიარეთ"აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ყველაზე უარესი დღეები შეერთებულ შტატებში დასრულდა. როგორც პრეზიდენტმა სამშაბათს, თეთრ სახლში განაცხადა, ის ფიქრობს, რომ ვირუსი “გაქრება”.

“ჩვენი ექსპერტები თვლიან, რომ პანდემიის ყველაზე ცუდი დღეები ჩვენს უკან არის”, – აღნიშნა ტრამპა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, როგორ შეიძლებოდა დარწმუნებით ამის თქმა, როდესაც ქვეყანა თავიდან იწყებს გახსნას.

”ვფიქრობ, ვირუსი გაქრება. ის აპირებს გაქცევას”,- აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, “და თუ დაბრუნდება იგი შემოდგომაზე შეცვლილ ფორმაში, ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდეთ. ჩვენ მომზადებული ვართ”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იპნ