აშშ-ის ქალაქ პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ბინგ ლუ, რომელიც „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. სამართალდამცველების განცხადებით, პროფესორს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები თავისა და კისრის არეში აქვს მიყენებული. პროფესორის სახლთან ახლოს მანქანაში პოლიციამ კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინა. გამოძიება ვარაუდობს, რომ მეცნიერი სწორედ აღნიშნულმა პიროვნებამ მოკლა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ […]
კატეგორია: მსოფლიო
ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გახანგრძლივდა
კორონავირუსის შემთხვევების შემცირების მიუხედავად, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 15 დღით გახანგრძლივდება. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა. საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ის მინისტრთა კაბინეტის წევრებს უნდა შეხვდეს, კენჭისყრა კი ესპანეთის პარლამენტში 6 მაისს უნდა გაიმართოს. შეგახსენებთ, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს გამოცხადდა და პარლამენტის გადაწყვეტილებით, რამდენჯერმე გახანგრძლივდა.
ბორის ჯონსონი – “ექიმები მზად იყვნენ, ჩემი გარდაცვალება გამოეცხადებინათ”
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ამერიკულ გამოცემა the Sun-თან კორონავირუსით ავადმყოფობის და საავადმყოფოში მკურნალობის შესახებ ისაუბრა. ჯონსონის თქმით, ლიტრობით ჟანგბადი დასჭირდა და იმდენად ახლოს იყო სიკვდილთან, ექიმები მზად იყვნენ, მისი გარდაცვალების შესახებ გამოეცხადებინათ. ბორის ჯონსონი კლინიკაში ერთი თვის მანძილზე მკურნალობდა. “არ ვიყავი კარგად და ვიცოდი, რომ ექიმებს ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდათ თუ ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა. იღბლიანი აღმოვჩნდი, საავადმყოფოში მუდმივად […]
იტალიაში 4 მაისიდან კარანტინი შემსუბუქდება – რა წერია მინისტრთა საბჭოს ახალ დეკრეტში
იტალიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებისთვის 4 მაისიდან საკარანტინო პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „რა არის 𝟐𝟎𝟐𝟎 წლის 𝟐𝟔 აპრილის 𝐃𝐩𝐜𝐦-ის (მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტის დეკრეტის) ახალი წესები? 4 მაისიდან რამდენიმე სიახლეა, მათ შორის: • იმავე რეგიონში მცხოვრებ ახლობლებთან/ნათესავებთან ვიზიტების შესაძლებლობა; • პარკებისა და საზოგადოებრივი ბაღების გახსნა, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. ნებისმიერ შემთხვევაში სავალდებულოა შეკრებების თავიდან აცილება (მერებმა შეიძლება დამოუკიდებლად გადაწყვიტონ […]
ტრამპი – “ვაქცინა წლის ბოლომდე გვექნება”
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიმდინარე წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი. „ვფიქრობთ, ვაქცინა წლის ბოლომდე გვექნება,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში. ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-მ პროქტის, Operation Warp Speed-ის, განხორციელება დაიწყო, რომელმაც წლის ბოლოსთვის კორონავირუსის ვაქცინის 200 მილიონი დოზის წარმოება უნდა უზრუნველყოს. ამასთანავე, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული […]
კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა
კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ათენის გეოდინამიკური ინსტიტუტის ინფორმაციით, 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 55 კილომეტრში დაფიქსირდა. ინფორმაცია ნგრევისა და დაზარალებულების შესახებ არ ვრცელდება. იპნ
ოლივიე ვერანი – “საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობას 24 ივლისამდე გავაგრძელებთ”
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივიერ ვერანის ინფორმაციით, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის 24 ივლისამდე გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინიციატივა 4 მაისს პარლამენტს გადაეგზავნება. მისივე თქმით, მიმდინარე თვეში საგანგებო მდგომარეობის მოხსნა ნაადრევი იქნება და შესაძლოა, ვირუსის უკონტროლო გავრცელების საფრთხე შექმნას. “ჩვენ უნდა მივეჩვიოთ რაღაც დროის მანძილზე ვირუსთან ერთად ცხოვრებას” – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა კაბინეტის სხდომის შემდეგ. […]
საფრანგეთში 106 წლის ქალმა კოვიდ 19 დაამარცხა
საფრანგეთში 106 წლის ქალმა, სახელად მარი ლე-ფერვმა, კორონავირუსი დაამარცხა. მას COVID-19 მოხუცთა თავშესაფარში დაუდასტურდა, სადაც 200 ხანდაზმული ცხოვრობს. ქალს მაღალი ტემპერატურა და სისუსტე ჰქონდა, ახლა კი თავს კარგად გრძნობს. ლე-ფერვი ამბობს, რომ 1914 წელს დაიბადა, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ნახა ბევრი ომი გაჭირვება, რაც მთავარია მოესწრო ეგრეთწოდებულ ესპანურ გრიპს, პანდემიას რომელმაც მეოცე საუკუნის დასაწყისში მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. […]
ესპანეთში ხვალიდან ყველა ადამიანს ქუჩაში სავარჯიშოდ გასვლის უფლება ექნება
ესპანეთი შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას იწყებს. შვიდი კვირის შემდეგ პირველად, ხვალიდან, ყველა ასაკის ადამიანს ქუჩაში სავარჯიშოდ გასვლის უფლებას მისცემენ. იმისთვის, რომ ქუჩებში ჯგუფური შეკრება თავიდან იყოს აცილებული, სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის გასვლა სხვადასხვა დროს იქნება ნებადართული. “საზოგადოებამ კორონავირუსის წინააღმდეგ ძალები არ დაიშურა, მდგომარეობა უკეთესია, თუმცა არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემია უკვე დავამარცხეთ. მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებთ,”- აცხადებს მადრიდის მერი ხოსე ლუის […]
იტალიაში გასულ 24 საათში 2.821-ით მეტი ადამიანი განიკურნა, ვიდრე დაინფიცირდა
გასულ 24 საათში იტალიაში კოვიდ 19-ით 1.872 ადამიანი დაინფიცირდა და მათი საერთო რაოდენობა 205.463 გახდა. განიკურნა 4.693 ადამიანი და მათმა რიცხვმა 75.945-ს მიაღწია. გარდაიცვალა 285 ადამიანი და მათი საერთო რაოდენობა 27.967 გახდა. ამრიგად, პირველად იტალიაში, განკურნებულთა რაოდენობამ ახლად ინფიცირებულების რაოდენობას გადაუსწრო. გასულ დღე-ღამეში 2.821 ადამიანით მეტი განიკურნა, ვიდრე დაინფიცირდა









