ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გახანგრძლივდა

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გახანგრძლივდაკორონავირუსის შემთხვევების შემცირების მიუხედავად, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 15 დღით გახანგრძლივდება.

ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ის მინისტრთა კაბინეტის წევრებს უნდა შეხვდეს, კენჭისყრა კი ესპანეთის პარლამენტში 6 მაისს უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს გამოცხადდა და პარლამენტის გადაწყვეტილებით, რამდენჯერმე გახანგრძლივდა.