ბულგარეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას წყვეტს. შეზღუდვა ბულგარეთში ქონების მფლობელებსაც შეეხებათ. ინფორმაცია რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციამ გაავრცელა. ბულგარეთის საკონსულომ მათ აცნობა, რომ გადაწყვეტილება “ამჟამინდელი საგანგებო სიტუაციის გამო” მიიღეს. მანამდე, 5 აგვისტოს, რუსეთმა ბულგარეთის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების 14 თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. თავის მხრივ, რუსეთის ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ბულგარეთიდან 70 რუსი დიპლომატის […]
კატეგორია: მსოფლიო
„მგონია, რომ 2008 წელს მსოფლიოს ეძინა…“ – კინზინგერი აგვისტოს ომზე
„თუ დავუბრუნდებით 2008 წელს, მგონია, რომ მსოფლიოს ეძინა. ვფიქრობ, უფრო მეტად ტერორიზმთან ბრძოლაზე ვიყავით ფოკუსირებული. ვიცოდით, რომ რუსეთი შესაძლოა სტრატეგიული მოწინააღმდეგე იყო, თუმცა ბევრს გულუბრყვილოდ ეგონა, რომ ცივი ომის შემდგომ ერაში რუსეთი, ზოგადად მაინც მოკავშირე იყო. ასე რომ, ვფიქრობ, ეს იყო გარკვეული სურვილი, თუ თავბრუსხვევა, რომ არაფერი გაკეთებულიყო”, – ამის შესახებ კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა “ამერიკის […]
უკრაინის საგარეო უწყებამ დავით არახამიას, ლიზა იასკოს და ალექსეი გონჩარენკოს, დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადას ასობით დეპუტატს, მათ შორის დავით არახამიას, ლიზა იასკოს და ალექსეი გონჩარენკოს, დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა. როგორც უკრაინული სააგენტო „უნიანი“ წერს: „ამბობენ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაბრაზებულია, რომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელი პირები დოკუმენტს პირადი სარგებლობის მიზნით იყენებენ და ომის დროს საზღვარგარეთ დასეირნობენ“. „უნიანის“ ცნობით, დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევა ეხებათ საკანონმდებლო ორგანოს იმ დეპუტატებს, რომლებმაც მივლინების […]
აშშ-ში ქართველი ქალის, მარინა გაბუნიას ცხედარი საკუთარი სახლის ეზოში დასახიჩრებული იპოვეს
აშშ-ში, ლონგ-აილენდზე, ქართველი ქალის – მარინა გაბუნიას ცხედარი საკუთარი სახლის უკანა ეზოში, დასახიჩრებული იპოვეს, – ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. „ქალს თავს ძაღლი დაესხა, რომელიც მის რამდენიმე კვირის წინ დაღუპულ გერს ეკუთვნოდა. 70 წლის ქალის ცხედარი სახლში დაბრუნებულმა მეუღლემ იპოვა და პოლიცია გამოიძახა“, – წერს NBC New York-ი. მედიის ცნობით, ძაღლმა შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციაზეც სცადა […]
ირანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 69-მდე გაიზარდა
ჯო ბაიდენს COVID-19 ხელმეორედ დაუდასტურდა
შაბათს, 30 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს COVID-19 ხელმეორედ დაუდასტურდა. ამის შესახებ ბაიდენის ექიმის, კევინ ოკონორის წერილი თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა. ექიმის თქმით, ეს არის “შებრუნების” შემთხვევა, რაც მედიკამენტი “პაქსლოვიდის მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების მცირე პროცენტში გვხვდება”. თავდაპირველად ჯო ბაიდენს COVID-19 21 ივლისს დაუდასტურდა.
უკრაინელ სამხედროს ოკუპანტებმა საკანცელარიო დანით გენიტალიები მოაჭრეს
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როგორ მხეცურად აწამებენ და კლავენ უკრაინელ მებრძოლს რუსი ოკუპანტები. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აჭრიან უკრაინელ ჯარისკაცს საკანცელარიო დანით სასქესო ორგანოს, მიღებული ჭრილობების შედეგად კი უკრაინელი მეომარი ადგილზე გარდაიცვალა. ყველა რუს კაციჭამიასა და მწამებელს მივწვდებით და დავსჯით – პრეზიდენტ ზელენსკი ოფისის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი, სოციიალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს ეხმიანება, სადაც ასახულია რუსი აგრესორების მხრიდან […]
გერმანიის კანცლერის სახლის ნაგვის ურნაში მეზობლებმა, დიდი შვიდეულის სამიტის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები იპოვეს
გერმანიის კანცლერის სახლის ნაგვის ურნაში მეზობლებმა, დიდი შვიდეულის სამიტის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები იპოვეს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს. ნაპოვნი დოკუმენტები დიდი შვიდეულის ლიდერებისა და მათი მეუღლეების შესახებ პირად ინფორმაციას მოიცავდა. მედიის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილ დოკუმენტებს „გრიფით საიდუმლო“ ჰქონდა მინიჭებული და მათი შემდგომი გადამუშავება სპეციალური წესის დაცვით უნდა მომხდარიყო. გამოცემის თანახმად, დოკუმენტების გასაჯაროება, […]
ჯო ბაიდენს COVID-19 დაუდასტურდა
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს COVID-19 დაუდასტურდა – ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ის სრულად არის ვაქცინირებული და ორჯერ აქვს გაკეთებული ბუსტერ დოზა – აქვს ძალიან მსუბუქი სიმპტომები. მითითებების შესაბამისად, ის იზოლირებული იქნება თეთრ სახლში და ამ დროის განმავლობაში გააგრძელებს მისი მოვალეობების სრულად შესრულებას. ბაიდენი მონაწილეობას მიიღებს დაგეგმილ შეხვედრებში, დისტანციურიად, Zoom-ის საშუალებით.
იტალიის პრემიერი დრაგი გადადგა
იტალიის სამთავრობო კოლაიციის დაშლის შემდეგ პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი გადადგა. სააგეტო reuters-ი წერს, რომ მარიო დრაგიმ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით პრეზიდენტ სერჯიო მატარელას უკვე მიმართა. როგორც პრეზიდენტის ოფისში აღნიშნავენ, პრეზიდენტმა ცნობად მიიღო პრემიერის გადადგომა და მარიო დრაგის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულება სთხოვა. ამასთან, ჯერჯრობით უცნობია, შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა. მიმდინარე კვირის დასაწყისში ვრცელდებოდა […]









