ჯო ბაიდენს COVID-19 ხელმეორედ დაუდასტურდა

ჯო ბაიდენს COVID-19 ხელმეორედ დაუდასტურდაშაბათს, 30 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს COVID-19 ხელმეორედ დაუდასტურდა.

ამის შესახებ ბაიდენის ექიმის, კევინ ოკონორის წერილი თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა.

ექიმის თქმით, ეს არის “შებრუნების” შემთხვევა, რაც მედიკამენტი “პაქსლოვიდის მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების მცირე პროცენტში გვხვდება”.

თავდაპირველად ჯო ბაიდენს COVID-19 21 ივლისს დაუდასტურდა.