საბერძნეთში 41 წლის ქართველი 12 ტყვიით დაჭრეს

საბერძნეთში 41 წლის ქართველი 12 ტყვიით დაჭრესბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში 41 წლის საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. მას 12 ტყვია აქვს მოხვედრილი და მკურნალობას კომოტინის საავადმყოფოში აგრძელებს.

მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რადგან ტყვიები სხეულში, კერძოდ, გულ-მკერდის არეშია ჩარჩენილი და ამან შესაძლოა, გართულებები გამოიწვიოს.

პოლიციამ დამნაშავეების დასაკავებლად ძებნა დაიწყო.