ესპანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ გასული 24 საათის განმავლობაში 3.026-ით მოიმატა და 180.659 გახდა. განკურნებულთა რაოდენობა არ შეცვლილა და ისევ 70.853-ს შეადგენს. გარდაცვლილთა რაოდენობა 233-ით გაიზარდა და 18.812 შეადგინა. ეს დღე-ღამეში გარდაცვლილთა რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია ბოლო კვირათა მანძილზე.
კატეგორია: მსოფლიო
გერმანია მკაცრი ზომების შემსუბუქებას იწყებს
გერმანია გეგმავს, ეტაპობრივად მკაცრი ზომების შემსუბუქება დაიწყოს. მედიის ინფორმაციით, მომავალი კვირიდან მცირე ზომის მაღაზიები გაიხსნება, ხოლო მაისიდან ბავშვები სკოლებში დაბრუნდებიან. სხვა ძირითადი შეზღუდვები სამ მაისამდე ძალაში დარჩება. რაც შეეხება რესტორნებს, ბარებს, მასშტაბურ ღონისძიებებს, ისეთებს როგორიცაა, ფეხბურთის მატჩები, კონცერტები და ფესტივალები, მათი დაშვების თარიღი უცნობია, თუმცა „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, აკრძალვა სულ მცირე აგვისტოს ბოლომდე გასტანს. საკითხზე გუშინ […]
საფრანგეთის ავიამზიდ „შარლ დე გოლის“ 700 მეზღვაურს კოვიდ 19 დაუდგინდა
საფრანგეთის ავიამზიდ „შარლ დე გოლის“ ბორტზე კორონავირუსი 700-მდე მეზღვაურს დაუდგინდა, – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროზე დაყდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება ეკიპაჟის 1 767 წევრს ჩაუტარდა და მათგან 668-ს ვირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულთაგან 31 ადამიანი ქალაქ ტულონში წმინდა ანას ჰოსპიტალშია მოთავსებული, მათაგან ერთი რეანიმაციაში იმყოფება. ავიამზიდი „შარლ დე გოლი“ ქალაქ ტულონის პორტში […]
აშშ-ში კოვიდ 19-გან განკურნებულთა რაოდენობა 1,7%-ით გაიზარდა
ამ დროისთვის აშშ-ში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 644.348-ს შეადგენს. მათგან განკურნებულია 48.708 ადამიანი. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 7,5%-ს შეადგენს. ეს 13 აპრილის მონაცემებს 1,7%-ით აღემატება. გარდაცვლილია 28.554 ადამიანი. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 4,4%-ია. ეს 13 აპრილის მონაცემებს 0,4%-ით აღემატება.
ესპანეთში განკურნებულთა რაოდენობამ 39,8%-ს მიაღწია
ესპანეთში გასულ 24 საათში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 5.092-ით გაიზარდა და 177.633 გახდა. განკურნებულთა რაოდენობა 3.349-ით გაიზარდა და 70.853 გახდა. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 39,8%-ია. ეს მაჩვენებელი წინა დღე-ღამისას 0,8%-ით აღემატება. გარდაცვლილთა რაოდენობამ 523-ით მოიმატა და 18.579 გახდა.
აშშ-მ ჯანმოს დაფინანსება შეუწყვიტა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა. დონალდ ტრამპის განცხადებით, გასცა განკარგულება, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეუჩერონ დაფინანსება იქამდე, ვიდრე შეისწავლიან “ჯანმო-ს როლს პანდემიის არასწორად მართვასა და კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვაში”. მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ჯანმო-მ “პასუხი უნდა აგოს”. მისი თქმით, ბევრმა ქვეყანამ […]
იტალიის წარმატება – გასულ 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 3.000-ს ჩამოსცდა
იტალიაში გასულ 24 საათში კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 2.972 შეადგინა, რის შემდეგაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 162.488 გახდა. პირველად ბოლო კვირეების მანძოლზე ახლად ინფიცირებულთა რაოდენობა 3.000-ს ჩამოსცდა, რითაც დღიური ნორმის კლების ტენდენცია შენარჩუნდა. განკურნებულთა რაოდენობამ 1.695-ით მოიმატა და 37.130 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 602-ით გაიზარდა და 21.067 გახდა.
უკრაინის უშიშროების გენერალი რუსეთის ჯაშუშობისთვის დააპატიმრეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ამავე უწყების გენერალი, ვალერი შატიანოვი დააპატიმრა. გენერალს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი. „უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციითა და სამხილებით შატიანოვი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს ჯაშუშობაშია ბრალდებული“,-აღნიშნავენ სამსახურში. მათივე თქმით, შატიანოვი აგროვებდა ინფორმაციას და აწვდიდა რუსულ მხარეს დონბასის ზონაში განხორციელებული ფარული ოპერაციების, უკრაინის უსაფრთხოების სააგენტოს მიერ საერთაშორისო თანამშრომლობისა და თავდაცვის სფეროს საკითხების შესახებ. ბრალდებული […]
ესპანეთში განკურნებულთა რაოდენობა 39,1%-მდე გაიზარდა
ესპანეთში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 3.045-ით გაიზარდა. ეს წინა დღე-ღამის მონაცემებზე 432-ით ნაკლებია და ბოლო კვირეებში საუკეთესო მაჩვენებელია. სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 172.541-ს შეადგენს. განკურნებულთა რაოდენობა 2.777-ით გაიზარდა და 67.504 გახდა. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 39,1%-ია, რაც წინა 24 საათის შედეგს 1%-ით აღემატება. საყურადღებოა, რომ ახლად ინფიცირებულთა და განკურნებულთა რაოდენობები ერთმანეთს ძალიან მიუახლოვდა. […]
ავსტრია შეზღუდვების მოხსნას იწყებს
ავსტრია კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას იწყებს. კერძოდ, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის გამო დახურული ათასობით მაღაზია გაიხსნება. BBC-ის ცნობით, ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება და რამდენიმე დღეში საყოფაცხოვრობო, ტექნიკისა და მცირე ზომის მაღაზიებიც გაიხსნება. ცნობისთვის, ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა გასულ კვირას განაცხადა, რომ დროა ქვეყანაში შეზღუდვები ნელ-ნელა მოისხნას და ეკონომიკური ცხოვრება თავიდან დაიწყოს. ბოლო მონაცემებით, ავსტრიაში კორონავირუსის 14.000-ზე […]









