აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა. დონალდ ტრამპის განცხადებით, გასცა განკარგულება, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეუჩერონ დაფინანსება იქამდე, ვიდრე შეისწავლიან “ჯანმო-ს როლს პანდემიის არასწორად მართვასა და კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვაში”. მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ჯანმო-მ “პასუხი უნდა აგოს”. მისი თქმით, ბევრმა ქვეყანამ […]
კატეგორია: მსოფლიო
იტალიის წარმატება – გასულ 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 3.000-ს ჩამოსცდა
იტალიაში გასულ 24 საათში კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 2.972 შეადგინა, რის შემდეგაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 162.488 გახდა. პირველად ბოლო კვირეების მანძოლზე ახლად ინფიცირებულთა რაოდენობა 3.000-ს ჩამოსცდა, რითაც დღიური ნორმის კლების ტენდენცია შენარჩუნდა. განკურნებულთა რაოდენობამ 1.695-ით მოიმატა და 37.130 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 602-ით გაიზარდა და 21.067 გახდა.
უკრაინის უშიშროების გენერალი რუსეთის ჯაშუშობისთვის დააპატიმრეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ამავე უწყების გენერალი, ვალერი შატიანოვი დააპატიმრა. გენერალს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი. „უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციითა და სამხილებით შატიანოვი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს ჯაშუშობაშია ბრალდებული“,-აღნიშნავენ სამსახურში. მათივე თქმით, შატიანოვი აგროვებდა ინფორმაციას და აწვდიდა რუსულ მხარეს დონბასის ზონაში განხორციელებული ფარული ოპერაციების, უკრაინის უსაფრთხოების სააგენტოს მიერ საერთაშორისო თანამშრომლობისა და თავდაცვის სფეროს საკითხების შესახებ. ბრალდებული […]
ესპანეთში განკურნებულთა რაოდენობა 39,1%-მდე გაიზარდა
ესპანეთში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 3.045-ით გაიზარდა. ეს წინა დღე-ღამის მონაცემებზე 432-ით ნაკლებია და ბოლო კვირეებში საუკეთესო მაჩვენებელია. სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 172.541-ს შეადგენს. განკურნებულთა რაოდენობა 2.777-ით გაიზარდა და 67.504 გახდა. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 39,1%-ია, რაც წინა 24 საათის შედეგს 1%-ით აღემატება. საყურადღებოა, რომ ახლად ინფიცირებულთა და განკურნებულთა რაოდენობები ერთმანეთს ძალიან მიუახლოვდა. […]
ავსტრია შეზღუდვების მოხსნას იწყებს
ავსტრია კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას იწყებს. კერძოდ, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის გამო დახურული ათასობით მაღაზია გაიხსნება. BBC-ის ცნობით, ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება და რამდენიმე დღეში საყოფაცხოვრობო, ტექნიკისა და მცირე ზომის მაღაზიებიც გაიხსნება. ცნობისთვის, ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა გასულ კვირას განაცხადა, რომ დროა ქვეყანაში შეზღუდვები ნელ-ნელა მოისხნას და ეკონომიკური ცხოვრება თავიდან დაიწყოს. ბოლო მონაცემებით, ავსტრიაში კორონავირუსის 14.000-ზე […]
საფრანგეთში მკაცრი კარანტინი 11 მაისამდე გაგრძელდა
საფრანგეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი კიდევ ერთი თვით – 11 მაისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. თავდაპირველად საფრანგეთში კარანტინი კორონავირუსის გამო 17 მარტს დაწესდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მიმართვისას მადლობა გადაუხადა მოსახლეობას ქვეყნის მასშტაბით ვირუსთან ბრძოლაში გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა და წესების […]
აშშ-ში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა – მათი 34% ნიუ იორკზე მოდის
იტალიაში გასულ 24 საათში რეკორდულად მცირე რაოდენობა დაინფიცირდა
იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით 3.153 ადამიანი დაინფიცირდა, რითაც მათი საერთო რაოდენობა 159.516 გახდა. ეს ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე 1 დღე-ღამეში დაინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. განიკურნა 1.224 ადამიანი და მათი რაოდენპბა 35.435 გახდა. გარდაიცვალა 566 ადამიანი და მათმა რაოდენობამ 20.465-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ დარჩენილი 103.616 შემთხვევის მხოლოდ 3%, ანუ 3.260 მიეკუთვნება რთულს ან […]
ესპანეთი შეზღუდვების მოხსნას იწყებს – განკურნებულთა რაოდენობამ 38,1%-ს მიაღწია
ესპანეთი, რომელიც კორონავირუსის პანდემიისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა, დღეიდან გარკვეულ შეზღუდვებს ხსნის. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სამსახურში გასვლას შეძლებენ მშენებლები, მწარმოებელ ქარხნებში დასაქმებულები და კიდევ რამდენიმე სერვისის თანამშრომლები. „ჩვენ გამარჯვებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ, შორს ვართ იმ მომენტისგან, როცა ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება. ყველას გვინდა ქუჩებში გასვლა, მაგრამ ჩვენი სურვილი, რომ ეს ომი მოვიგოთ, უფრო ძლიერია“, – […]









