კატეგორია: მსოფლიო

მალავს თუ არა ჩინეთი კოვიდ 19-თან დაკავშირებულ მონაცემებს

ამ ბოლო დროს დასავლეთი ჩინეთს სულ უფრო მძიმე ბრალდებებს უყენებს, რომელთა მთავარი აზრი ისაა, რომ ჩინეთი მალავს კოვიდ 19-ის შესახებ მონაცემებს, ანუ აჩვენებს გაცილებით ნაკლებ ციფრებს, ვიდრე რეალურად არის. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კოვიდ 19-ით სულ 82.747 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან ამ დროისთვის განიკურნა 77.084 ადამიანი, გარდაიცვალა 4.632 ადამიანი. ეს ციფრები გაცილებით ნაკლებია ევროპის წამყვანი ქვეყნების, იტალიის, […]

იაპონიაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ სენდაიდან 120 კილომეტრის მოშორებით, კუნძულ ჰონსიუზე იყო. მედიის ინფორმაციით, მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა არ მოჰყოლია. სხვა დეტალები, ჯერ ჯერობით, უცნობია. რუსთავი 2

გერმანიამ ჩინეთს კოვიდ 19-ის გამო 130 მილიარდი ევრო მოსთხოვა

კორონავირუსის პანდემიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით გერმანიამ ჩინეთს 130 მილიარდი ევროს ანაზღაურება მოსთხოვა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა “ექსპრესი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გერმანია კიდევ ერთი სახელმწიფოა, რომელმაც დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის შემდეგ კოვიდ 19-ის პანდემიის გამო პირდაპირი იერიში ჩინეთზე მიიტანა. იპნ

„საკუთარ აღსასრულს ვხედავდი, მეგონა, ვკვდებოდი და ვეღარასდროს გავიღვიძებდი” – რას იხსენებს ბელგიელი ექიმი

“მეგონა, ვკვდებოდი და ვეღარასდროს გავიღვიძებდი”, –  ასე აღწერს ბელგიელი ექიმი კორონავირუსთან ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას. 58 წლის ანტუან სესი უროლოგია, რომელიც კოვიდ 19-ით რამდენიმე კვირის წინ დაინფიცირდა. ექიმის მდგომარეობა რამდენიმე დღეში დამძიმდა, რის შემდეგაც ის მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. „საკუთარ აღსასრულს ვხედავდი, მეგონა, ვკვდებოდი და ვეღარასდროს გავიღვიძებდი. უბედნიერესი ვიყავი, როდესაც გავიღვიძე და მეგობრები დავინახე“, –  აცხადებს ექიმი. […]

რომის პაპი, პირველად ბოლო 1 თვეში, ვატიკანიდან გამოვიდა

რომის პაპმა ფრანცისკემ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვატიკანი პირველად დატოვა და საკვირაო ღვთისმსახურება მახლობელ სანტო სპირიტოს ტაძარში შეასრულა. როგორც რომის პაპმა ქრისტიანებისადმი მიმართვისას აღნიშნა, ახლა მსოფლიოში უსამართლობისგან განკურნების დროა, რადგან ის ძირს უთხრის მთლიანად კაცობრიობის ოჯახის ჯანმრთელობას. „ახლა, როდესაც ჩვენ პანდემიის პროცესში ნელი და მძიმე გამოჯანმრთელების იმედი გვაქვს, არის საშიშროება, რომ გასაჭირში მყოფებს დავივიწყებთ. არის საშიშროება, […]

ადა კოლაუ – “ბავშვებს სუფთა ჰაერზე გასვლის ნება უნდა მივცეთ” – რას შეცვლის პედრო სანჩესი

ბარსელონას მერმა ადა კოლაუმ, რომელსაც პატარა ბავშვი ჰყავს, ესპანეთის მთავრობას მიმართა წინადადებით, ბავშვებს გარეთ გასვლის ნება მისცენ. 14 მარტს მიღებული შეზღუდვების მიხედვით, ბავშვებს გარეთ გასვლა ეკრძალებათ, თუმცა პრემიერმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ 27 აპრილიდან ამ წესის შერბილებას ფიქრობს, რათა ბავშვებს სუფთა ჰაერზე გასვლა შეეძლოთ. გუშინ, 18 აპრილს, საღამოს, პედრო სანჩესმა თქვა, რომ ესპანეთმა უკან მოიტოვა […]

აშშ-ში გასულ 24 საათში განიკურნა 2,6-ჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე გარდაიცვალა

აშშ-ში გასულ 24 საათში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 28.651-ით გაიზარდა და 738.923 გახდა. განკურნებულთა რაოდენობა 4.775-ით გაიზარდა და 68.285 გახდა. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 9,2%-ია, რაც წინა დღე-ღამის მონაცემებს 0,3%-ით აღემატება. გარდაცვლილთა რაოდენობა 1.840-ით გაიზარდა და 39.015 გახდა. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 5,2%-ს შეადგენს. ეს წინა 24 საათის მონაცემების იდენტურია. წინა დღე-ღამეში განკურნებულთა რაოდენობა გარდაცვლილებისას […]

იტალიაში კარანტინმა მძიმე ავადმყოფების რიცხვი შეამცირა

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, იტალიაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 175.925-ს შეადგენს. მათგან განკურნებულია 44.927 ადამიანი, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 25,5%-ს შეადგენს. ეს 16 აპრილის მონაცემებს 1,8%-ით აღემატება. გარდაცვლილია 23.227 ადამიანი, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 13,2%-ია. ეს 16 აპრილის მონაცემებს 0,1%-ით აღემატება. აქვე მივუთითებთ, რომ ამ დროისთვის ინფიცირებულია ქვეყნის მთელი მოსახლეობის 0,29%. იტალიელი სპეციალისტები თვლიან, რომ […]

მაცხოვრის საფლავზე იერუსალიმში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 14.50 საათზე გადმოვიდა. წინა წლებისგან განსხვავებით, ტაძარში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ეკლესიებს წარმოადგენენ. მოციქულთა და წმინდა მამათა […]

თურქეთში კოვიდ 19-ის გავრცელების პიკს მომავალ კვირაში ელოდებიან

თურქეთში კოვიდ 19-ის გავრცელების პიკს მომავალ კვირაში ელოდებიან. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. ამ დროისთვის თურქეთში კოვიდ 19-ის 78.546 შემთხვევაა რეგისტრირებული. განკურნებულია 8.631 ადამიანი. გარდაცვლილია 1.759 ადამიანი.