კატეგორია: მსოფლიო

აშშ-ში გასულ 24 საათში 6.254 ადამიანი განიკურნა, 2.700 გარდაიცვალა

აშშ-ში გასულ 24 საათში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 35.443-ით გაიზარდა და 710.272 გახდა. განკურნებულთა რაოდენობა 6.254-ით გაიზარდა და 63.510-ს მიაღწია. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 8,9%-ს შეადგენს. გარდაცვლილთა რაოდენობამ 2.700-ით მოიმატა და 37.175 გახდა. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 5,2%-ია.

ტრამპი ამერიკაში შეზღუდვების მოხსნას იწყებს – „გაათავისუფლეთ ვირჯინია!”

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერში“ წერს, რომ ზოგიერთ შტატში „კოვიდ-19“-ის შემაკავებელი შეზღუდვები უნდა მოიხსნას. „გაათავისუფლეთ ვირჯინია! გამოიყენეთ თქვენი მეორე შესწორება, ის ალყაში არის მოქცეული“, – წერს დონალდ ტრამპი. მან ვირჯინიის გარდა მიჩიგანისა და მინესოტას შტატებიც დაასახელა. სამივე შტატს დემოკრატი გუბერნატორები ჰყავს. მიჩიგანში გასულ კვირაში საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოსახლეობა დაწესებული ზომების შემსუბუქებას ითხოვდა. […]

99 წლის ვეტერანმა კაპიტანმა ტომ მურმა კოვიდ 19-თან საბრძოლველად 23,7 მილიონი დოლარი შეაგროვა – ვიდეო

მეორე მსოფლიო ომის 99 წლის ვეტერანმა, კაპიტანმა ტომ მურმა, რომლიც აპრილის მეორე ნახევარში 100 წლის ხდება, 8 აპრილს საოცარი აქცია წამოიწყო. მან გადაწყვიტა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ფულის შეგროვება საკუთარი სახლის ეზოში სიარულის ონლაინ ტრანსლირებით. თავდაპირველად მას იმედი ჰქონდა, რომ ეზოს პერიმეტრის 100-ჯერ გავლით 1.000 გირვანქა სტერლინგს შეაგროვებდა. კაპიტანი 8 აპრილიდან ყოველდღე ეზოს 10 შემოვლას აკეთებდა. […]

აშშ-ში გასულ დღე-ღამეში კოვიდ 19-გან 8.548 ადამიანი განიკურნა

გასულ 24 საათში აშშ-ში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 30.481-ით გაიზარდა და 674.829 გადა. განკურნებულთა რაოდენობა 8.548-ით გაიზარდა და 57.256 გახდა. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 8,4%-ია. გარდაცვლილთა რაოდენობამ 5.921-ით მოიმატა და 34.475 გახდა. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 5,1%-ს შეადგენს.

საბერძნეთში აღდგომაზე მოსახლეობის სახლში დარჩენას 52.000 პოლიციელი, ვერტმფრენები და დრონები გააკონტროლებენ

საბერძნეთში აღდგომაზე მოსახლეობის სახლში დარჩენას 52.000 პოლიციელი, ვერტმფრენები და დრონები გააკონტროლებენ. 2004 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ეს ქვეყანაში მიღებული უპრეცედენტო ზომაა. ამასთან, საბერძნეთის მთავრობამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რომ დღესასწაულზე ეკლესიებში არ წავიდნენ და არ შეიკრიბონ. ქვეყნის პოლიციის ხელმძღვანელის, სტავროს ბალსაკასის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ხალხი კანონს დაემორჩილება. „ყველგან პოლიციელს ვერ დავაყენებთ. თუ ვნახავთ სადმე […]

ესპანეთში ბოლო 24 საათში მხოლოდ 3.026 ადამიანი დაინფიცირდა და მხოლოდ 233 გარდაიცვალა

ესპანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ გასული 24 საათის განმავლობაში 3.026-ით მოიმატა და 180.659 გახდა. განკურნებულთა რაოდენობა არ შეცვლილა და ისევ 70.853-ს შეადგენს. გარდაცვლილთა რაოდენობა 233-ით გაიზარდა და 18.812 შეადგინა. ეს დღე-ღამეში გარდაცვლილთა რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია ბოლო კვირათა მანძილზე.

გერმანია მკაცრი ზომების შემსუბუქებას იწყებს

გერმანია გეგმავს, ეტაპობრივად მკაცრი ზომების შემსუბუქება დაიწყოს. მედიის ინფორმაციით, მომავალი კვირიდან მცირე ზომის მაღაზიები გაიხსნება, ხოლო მაისიდან ბავშვები სკოლებში დაბრუნდებიან. სხვა ძირითადი შეზღუდვები სამ მაისამდე ძალაში დარჩება. რაც შეეხება რესტორნებს, ბარებს, მასშტაბურ ღონისძიებებს, ისეთებს როგორიცაა, ფეხბურთის მატჩები, კონცერტები და ფესტივალები, მათი დაშვების თარიღი უცნობია, თუმცა „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, აკრძალვა სულ მცირე აგვისტოს ბოლომდე გასტანს. საკითხზე გუშინ […]

საფრანგეთის ავიამზიდ „შარლ დე გოლის“ 700 მეზღვაურს კოვიდ 19 დაუდგინდა

საფრანგეთის ავიამზიდ „შარლ დე გოლის“ ბორტზე კორონავირუსი 700-მდე მეზღვაურს დაუდგინდა, – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროზე დაყდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება ეკიპაჟის 1 767 წევრს ჩაუტარდა და მათგან 668-ს ვირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულთაგან 31 ადამიანი ქალაქ ტულონში წმინდა ანას ჰოსპიტალშია მოთავსებული, მათაგან ერთი რეანიმაციაში იმყოფება. ავიამზიდი „შარლ დე გოლი“ ქალაქ ტულონის პორტში […]

აშშ-ში კოვიდ 19-გან განკურნებულთა რაოდენობა 1,7%-ით გაიზარდა

ამ დროისთვის აშშ-ში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 644.348-ს შეადგენს. მათგან განკურნებულია 48.708 ადამიანი.  ეს ინფიცირებულთა  საერთო რაოდენობის 7,5%-ს შეადგენს. ეს 13 აპრილის მონაცემებს 1,7%-ით აღემატება. გარდაცვლილია 28.554 ადამიანი. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 4,4%-ია. ეს 13 აპრილის მონაცემებს 0,4%-ით აღემატება.

ესპანეთში განკურნებულთა რაოდენობამ 39,8%-ს მიაღწია

ესპანეთში გასულ 24 საათში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 5.092-ით გაიზარდა და 177.633 გახდა. განკურნებულთა რაოდენობა 3.349-ით გაიზარდა და 70.853 გახდა. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 39,8%-ია. ეს მაჩვენებელი წინა დღე-ღამისას 0,8%-ით აღემატება. გარდაცვლილთა რაოდენობამ 523-ით მოიმატა და 18.579 გახდა.