საფრანგეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი კიდევ ერთი თვით – 11 მაისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. თავდაპირველად საფრანგეთში კარანტინი კორონავირუსის გამო 17 მარტს დაწესდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მიმართვისას მადლობა გადაუხადა მოსახლეობას ქვეყნის მასშტაბით ვირუსთან ბრძოლაში გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა და წესების […]
კატეგორია: მსოფლიო
აშშ-ში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა – მათი 34% ნიუ იორკზე მოდის
იტალიაში გასულ 24 საათში რეკორდულად მცირე რაოდენობა დაინფიცირდა
იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით 3.153 ადამიანი დაინფიცირდა, რითაც მათი საერთო რაოდენობა 159.516 გახდა. ეს ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე 1 დღე-ღამეში დაინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. განიკურნა 1.224 ადამიანი და მათი რაოდენპბა 35.435 გახდა. გარდაიცვალა 566 ადამიანი და მათმა რაოდენობამ 20.465-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ დარჩენილი 103.616 შემთხვევის მხოლოდ 3%, ანუ 3.260 მიეკუთვნება რთულს ან […]
ესპანეთი შეზღუდვების მოხსნას იწყებს – განკურნებულთა რაოდენობამ 38,1%-ს მიაღწია
ესპანეთი, რომელიც კორონავირუსის პანდემიისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა, დღეიდან გარკვეულ შეზღუდვებს ხსნის. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სამსახურში გასვლას შეძლებენ მშენებლები, მწარმოებელ ქარხნებში დასაქმებულები და კიდევ რამდენიმე სერვისის თანამშრომლები. „ჩვენ გამარჯვებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ, შორს ვართ იმ მომენტისგან, როცა ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება. ყველას გვინდა ქუჩებში გასვლა, მაგრამ ჩვენი სურვილი, რომ ეს ომი მოვიგოთ, უფრო ძლიერია“, – […]
იტალიაში ბოლო დღე-ღამეში 1.677 ადამიანი განიკურნა, 431 გარდაიცვალა
ბორის ჯონსონი კლინიკიდან გაწერეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კლინიკას ტოვებს. კორონავირუსით ინფიცირებული პრემიერი თავს კარგად გრძობს, თუმცა უფლებამოსილების განხორციელებას ჯერჯერობით არ დაუბრუნდება. შეგახსენებთ, ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინდა. მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პრემიერმა ინტენსიური თერაპიის განყოფილება ორი დღის წინ დატოვა.
იტალიაში გასულ დღე-ღამეში 3,3-ჯერ მეტი ადამიანი განიკურნა, ვიდრე გარდაიცვალა
იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 4.694-ით გაიზარდა და 152.271 შეადგინა. განკურნებულთა რაოდენობა 2.079-ით გაიზარდა და 32.534 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 619-ით გაიზარდა და 19.468-ს მიაღწია. გასულ 24 საათში განკურნებულთა რაოდენობა 3,3-ჯერ აღემატება გარდაცვლილთა რიცხვს.
ესპანეთში განკურნებულთა რაოდენობა წინა 24 საათთან შედარებით 1,1%-ით გაიზარდა და 36,5% გახდა
ესპანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 4.830-ით გაიზარდა და 161.852 გახდა. განკურნებულთა რაოდენობა 3.441-ით გაიზარდა და 59.109 შეადგინა. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 36,5%-ია, რაც გუშინდელ მონაცემებს 1,1%-ით აღემატება. გარდაცვლილთა რაოდენობა 510-ით გაუზარდა და 16.353 გახდა
იტალიაში კოვიდ 19-გან 30.455 ადამიანია განკურნებული
ესპანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა 35,4% განიკურნა – ამ მაჩვენებლით ქვეყანა ევროპაში ისევ ლიდერობს
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ესპანეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულია 157.022 ადამიანი. მათგან განიკურნა 55.668 ადამიანი. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 35,4%-ს შეადგენს. გარდაცვლილია 15.843 ადამიანი. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10,09%-ია. დარჩენილი 85.511 შემთხვევის 91%, ანუ 78.140 – მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა, 9% კი, ანუ 7.371 – რთული ან კრიტიკული.








