იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4.805-ით გაიზარდა და 124.632-ს მიაღწია. განკურნებულთა რაოდენობა 1.238-ით გაიზარდა და 20.996 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 681-ით გაიზარდა და 15.362 გახდა.
კატეგორია: მსოფლიო
კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების გამო საფრანგეთმა 6000-ზე მეტი პატიმარი ციხიდან გაათავისუფლა
კორონავირუსის გავრცელების მასშტაბურობის გამო, საფრანგეთმა პატიმრების ციხიდან გათავისუფლება დაიწყო. საერთო ჯამში 6266 მსჯავრდებული იქნა განთავისუფლებული- უმრავლესი მათგანი სწორედ ისინი არიან, რომელთაც სასჯელის ვადა უკვე ეწურებოდათ ან ჯანმრთელობასთან დაკავშრიებული პრობლემები აღენიშნებოდათ. საფრანგეთის პენტენციალური სისტემის ინფორმაციით, სულ 48 პატიმარს და ციხის 114 თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდ 19-ის ინფექცია. საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელება ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით დიდი მასშტაბებით მიმდინარეობს. […]
ლუკაშენკო – “წამყვანი ქვეყნები კორონავირუსის ფსიქოზით მსოფლიოს გადაკეთებას ცდილობენ”
კორონავირუსის პანდემიას ბელარუსის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ყველაზე გავლენიანმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, კორონავირუსის ფსიქოზით მსოფლიო გადააკეთონ. “მეგობრებო, დაფიქრდით, რაც ხდება, წამყვანი ქვეყნები ცდილობენ ომის გარეშე და კორონავირუსის ფსიქოზით, რომელსაც თან ახლავს ინფოდემია, გადააკეთონ მსოფლიო. ფაქტია, რომ აქ ადამიანები ისევ აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას და ღვთის ნებით მათ არანაირი ვირუსი არ აქვთ. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები კი, მასობრივად […]
ესპანეთში გასულ 24 საათში 3.770 ადამიანი განიკურნა, 839 გარდაიცვალა
იტალიაში ამ კვირაში განკურნებულთა დღიური რაოდენობა გაიზარდა, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა – შემცირდა
გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 4.585-ით გაიზარდა და 119.827 გახდა. განკურნებულთა რაოდენობამ 1.480-ით მოიმატა და 19.758-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რაოდენობა 766-ით გაიზარდა და 14.681 გახდა. ამ კვირაში აღსანიშნავია ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა დღიური რაოდენობის შემცირება და განკურნებულთა დღიური რაოდენობის მატება. ეს ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
ევროკომისია იტალიას ბოდიშს უხდის და დახმარებას პირდება – “დღეს თქვენთან ვართ”
ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლეიენი იტალიას ბოდიშს უხდის იმისთვის, რომ ევროპამ სათანადო თანადგომა ვერ გაუწია ქვეყანას. წერილში, რომელიც იტალიურმა გაზეთმა La Repubblica-მ გამოაქვეყნა, ფონ დერ ლეიენი წერს: „უნდა ვაღიროთ, რომ კრიზისის საწყის ეტაპზე, მაშინ როცა ერთიანი ევროპული ზომები იყო საჭირო, ბევრი მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე ფიქრობდა. ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რომ ამ პანდემიის დამარცხებას ერთად შევძლებდით, […]
საფრანგეთში ბოლო 24 საათში 1.494 ადამიანი განიკურნა, 471 გარდაიცვალა
ესპანეთი განკურნებულთა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა – ბოლო 24 საათში 4.096 ადამიანი განიკურნა
ესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 8.059-ით მოიმატა და 110.238 გახდა. განკურნებულთა რაოდენობამ 4.096-ით მოიმატა და 26.743-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რაოდენობამ 965-ით მოიმატა და 10.096 გახდა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთი ბოლო დღეებში ინფიცირებულთა განკურნებაში დიდ წარმატებას აღწევს და ამ დროისთვის განკურნებულთა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა.








