ლუკაშენკო – “წამყვანი ქვეყნები კორონავირუსის ფსიქოზით მსოფლიოს გადაკეთებას ცდილობენ”

ლუკაშენკო - "წამყვანი ქვეყნები კორონავირუსის ფსიქოზით მსოფლიოს გადაკეთებას ცდილობენ"კორონავირუსის პანდემიას ბელარუსის პრეზიდენტი გამოეხმაურა.

ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ყველაზე გავლენიანმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, კორონავირუსის ფსიქოზით მსოფლიო გადააკეთონ.

“მეგობრებო, დაფიქრდით, რაც ხდება, წამყვანი ქვეყნები ცდილობენ ომის გარეშე და კორონავირუსის ფსიქოზით, რომელსაც თან ახლავს ინფოდემია, გადააკეთონ მსოფლიო. ფაქტია, რომ აქ ადამიანები ისევ აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას და ღვთის ნებით მათ არანაირი ვირუსი არ აქვთ. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები კი, მასობრივად ახდენენ ზეწოლას მოსახლეობაზე , რომ მათ იცხოვრონ კორონავირუსის შიშით. ეს არის მცდელობა, შეცვალონ ადამიანური ცხოვრების წესი, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ბელარუსში უკვე არის ვირუსის გავრცელების პიკი და ქვეყანას აქვს შესაძლებლობა და რესურსი, რომ ამას გაუმკლავდეს.

ბელარუსში 351 ადამიანია ინფიცირებული კოვიდ 19-ით, 4 ადამიანი გარდაიცვალა.

რუსთავი 2