სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსი მილუტინ კნეზევიჩი ახალი კორონავირუსის ინფექციით გარდაიცვალა. 71 წლის მღვდელმთავარს covid-19-ის სიმპტომები ერთი თვის წინ გამოუვლინდა, რის შედეგადაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია ეპისკოპოსის გარდა კორონავირუსი ეპარქიის სხვა სასულიერო პირებსაც დაუდასტურდათ. ცნობისთვის, სერბეთში ამ დროისათვის დადასტურებულია კორონავირუსის 785 შემთხვევა, სადიანაც 16 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 42 კი გამოჯანმრთელდა.
კატეგორია: მსოფლიო
პრინცი ჩარლზი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
მედიის ინფორმაციით, პრინცი ჩარლზი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობს. ინფორმაციას მისი პრესსპიკერიც ადასტურებს. „ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, უელსის პრინცი თვითიზოლაციაში აღარ იმყოფება“,-აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, პრინცი ჩარლზის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია 25 მარტს გავრცელდა. ის კარანტინში 7 დღის მანძილზე იმყოფებოდა.
ესპანეთში გასულ 24 საათში 2.424 ადამიანი განიკურნა
საფრანგეთში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა თითქმის სამჯერ აღემატება გარდაცვლილებისას
გასულ 24 საათში იტალიაში განიკურნა 646 ადამიანი, გარდაიცვალა 756
გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსის 5.217 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათი რაოდენობა 757-ით ნაკლებია წინა დღე-ღამის მონაცემებზე. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 97.689-ს მიაღწია. ამავე პერიოდში განიკურნა 646 ადამიანი და მათმა რაოდენობამ 13.030-ს მიაღწია. გარდაიცვალა 756 ადამიანი. მათი რაოდენობა 133-ით ნაკლებია წინა 24 საათის მონაცემებზე. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10.779 გახდა
იტალიაში კორონავირუსისგან გასულ 24 საათში 1.434 ადამიანი განიკურნა, 889 გარდაიცვალა
ესპანეთში გასულ დღე-ღამეში 2.928 ადამიანი განიკურნა, 878 გარდაიცვალა
ესპანეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 8.189-ით გაიზარდა და 72.248-ს მიაღწია. განკურნებულთა რაოდენობა 2.928-ით გაიზარდა და 12.285 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 878-ით გაიზარდა და 5.812 გახდა. ესპანეთის ხელისუფლება თვლის, რომ ვითარება ქვეყანაში პიკს უახლოვდება და უახლოეს მომავალში მდგომარეობის გაუმჯობესებას მოელის.
ტრამპმა დახმარების უპრეცედენტო 2 ტრილიონიან პაკეტს მოაწერა ხელი
აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა “ტვიტი” გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მან ხელი მოაწერა 2 ტრილიონი დოლარის მოცულობის ეკონომიკური სტიმულის კანონს, რომელიც რამდენიმე საათით ადრე წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. ”ახლახანს ხელი მოვაწერე აქტს, ამერიკის ისტორიაში ერთს ყველაზე დიდ ეკონომიკური დახმარების პაკეტს – ეს არის ორჯერ უფრო დიდი, ვიდრე ამ დროისთვის ამოქმედებული ნებისმიერი კანონი. ეს დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ოჯახებს, დასაქმებულებს და […]
“ჩვენ ყველანი ერთ გემზე ვართ” – რომის პაპმა ლოცვა წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე აღავლინა
რომის პაპი წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვას აღავლენს. „ქალაქსა და ქვეყნიერებას“ – ასე ჰქვია პაპი ფრანცისკეს საგანგებო მიმართვას, რომელიც პაპმა კრიზისთან დაკავშირებით დანიშნა. პაპის თქმით, კორონავირუსმა ყველა ერთ გემზე მოაქცია. „ეს კრიზისი არის სოლიდარობის ტესტი და მთავარი ღირებულებების გახსენების შესაძლებლობა“,- აღნიშნა პაპმა ფრანცისკემ. პაპმა მადლობა გადაუხადა ექიმებს, მაღაზიების თანამშრომლებს, პოლიციელებს, მოხალისეებს და თქვა, რომ სწორედ ეს ადამიანები წყვეტენ ახლა ჩვენს […]








