ტრამპმა დახმარების უპრეცედენტო 2 ტრილიონიან პაკეტს მოაწერა ხელი

ტრამპმა დახმარების უპრეცედენტო 2 ტრილიონიან პაკეტს მოაწერა ხელიაშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა “ტვიტი” გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მან ხელი მოაწერა 2 ტრილიონი დოლარის მოცულობის ეკონომიკური სტიმულის კანონს, რომელიც რამდენიმე საათით ადრე წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა.

”ახლახანს ხელი მოვაწერე  აქტს, ამერიკის ისტორიაში ერთს ყველაზე დიდ ეკონომიკური დახმარების პაკეტს – ეს არის ორჯერ უფრო დიდი, ვიდრე ამ დროისთვის ამოქმედებული ნებისმიერი კანონი. ეს დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ოჯახებს, დასაქმებულებს და ბიზნესს”,-წერს ტრამპი.

კანონი წარმოადგენს გადაუდებელი დახმარების უმსხვილეს პაკეტს აშშ-ის ისტორიაში და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ქმედებას, რომლის მიზანი კორონავირუსისგან გამოწვეული სწრფად მზარდი კრიზისის შეჩერებაა.

აშშ ამ დროისთვის მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანაა ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით. ქვეყანაში კორონავირუსის 100.000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული,