“ჩვენ ყველანი ერთ გემზე ვართ” – რომის პაპმა ლოცვა წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე აღავლინა

"ჩვენ ყველანი ერთ გემზე ვართ" - რომის პაპმა ლოცვა წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე აღავლინარომის პაპი წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვას აღავლენს.  „ქალაქსა და ქვეყნიერებას“ – ასე ჰქვია პაპი ფრანცისკეს საგანგებო მიმართვას, რომელიც პაპმა კრიზისთან დაკავშირებით დანიშნა.

პაპის თქმით, კორონავირუსმა ყველა ერთ გემზე მოაქცია.

„ეს კრიზისი არის სოლიდარობის ტესტი და მთავარი ღირებულებების გახსენების შესაძლებლობა“,- აღნიშნა პაპმა ფრანცისკემ.

პაპმა მადლობა გადაუხადა ექიმებს, მაღაზიების თანამშრომლებს, პოლიციელებს, მოხალისეებს და თქვა, რომ სწორედ ეს ადამიანები წყვეტენ ახლა ჩვენს ბედს.

„ურბი ეტ ორბი“ – ამ მიმართვას როგორც წესი ათასობით ადამიანი ესწრება ყოველწლიურად, მაგრამ წელს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო წმინდა პეტრეს მოედანზე ხალხი არ იდგს.

ცერემონიის ტრანსლაცია ვატიკანის ტელევიზიის საშუალებით მოხდა.

პირველი არხი