ესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7.862-ით გაიზარდა და 64.059-ს მიაღწია. განკურნებულთა რაოდენობა 2.342-ით გაიზარდა და 9.357-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რაოდენობა 789-ით გაიზარდა და 4.934-ს მიაღწია.
კატეგორია: მსოფლიო
იტალიაში კორონავირუსისგან 101 წლის მამაკაცი განიკურნა
იტალიაში კორონავირუსისგან 101 წლის მამაკაცი განიკურნა. ეს იტალიის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ რიმინიში მოხდა. 101 წლის მამაკაცი, რომელსაც მედიაში მისტერ პ.-დ მოიხსენიებენ, კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გასულ კვირაში მოათავსეს. კლინიკა კი მან გუშინ, 26 მარტს, დატოვა. ამის შესახებ რიმინის მერმა, გლორია ლიზიმ, განაცხადა. “ეს არაჩვეულებრივი შემთხვევა მომავლის იმედს გვაძლევს, – თქვა მერმა, – მან ეს მოახერხა. ოჯახმა ის […]
იერუსალიმში ქრისტიანებმა, ებრაელებმა და მუსლიმებმა ერთობლივი ლოცვა აღავლინეს
იერუსალიმში სამი რელიგიური მწამსის ლიდერებმა – ქრისტიანებმა, ებრაელებმა და მუსლიმებმა ერთობლივი ლოცვა აღავლინეს. ლოცვა კორონავირუსის პანდემიას ეხებოდა. გავრცელებული ცნობებით, ლოცვებს სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ვატიკანის რადიოსთან საუბარში, წმინდა მიწის ერთ-ერთი ტაძრის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სამივე სულიერმა ლიდერმა ლოცვა საკუთარი წესებით აღავლინა. „ჩვენ ყველა ერთად ვთხოვთ უფალს, რომ პანდემია შეჩერდეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ერთი ფესვებიდან […]
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტს ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდგინდა. პრემიერი დაუნინგ სთრითზე იზოლაციაში იმყოფება. მას ვირუსის მსუბუქად გამოხატული ნიშნები აქვს. ცოტა ხნის წინ პრემიერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის თვითიზოლაციაშია. „ბოლო 24 საათის მანძილზე მსუბუქი სიმპტომები გამომივლინდა და ტესტმა დადებითი აჩვენა. ახლა თვითიზოლაციაში ვიმყოფები, თუმცა ვაგრძელებ მუშაობას, რომ შევებრძოლოთ კორონავირუსს“,-დაწერა ჯონსონმა. კორონავირუსი დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის […]
საფრანგეთში გასულ დღე-ღამეში 1.048 ადამიანი განიკურნა, 365 ადამიანი გარდაიცვალა
ესპანეთში გასულ 24 საათში 1.648 ადამიანი განიკურნა, 670 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში განკურნებულთა რაოდენობა 10.000-ს გადასცდა – გასულ 24 საათში განიკურნა 999 ადამიანი, გარდაიცვალა 712 ადამიანი
რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი შავ ზღვაში ჩავარდა
რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-27 შავ ზღვაში ჩავარდა, როდესაც გეგმურ გაფრენას ახორციელებდა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. უწყების ინფორმაციით, საავარიო სიგნალი თვითმფრინავიდან მაშინ მიიღეს, როდესაც ის ფეოდოსიიდან 50 კილომეტრში იმყოფებოდა. ეს 25 მარტს, ადგილობრივი დროით 20.10 საათზე მოხდა. მიმდინარეობს მფრინავის გადარჩენის ოპერაცია, რაც გართულებულია მეოტეოროლოგიური პირობების გამო.







