რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი შავ ზღვაში ჩავარდა

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი შავ ზღვაში ჩავარდარუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-27 შავ ზღვაში ჩავარდა, როდესაც გეგმურ გაფრენას ახორციელებდა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

უწყების ინფორმაციით, საავარიო სიგნალი თვითმფრინავიდან მაშინ მიიღეს, როდესაც ის ფეოდოსიიდან 50 კილომეტრში იმყოფებოდა. ეს 25 მარტს, ადგილობრივი დროით 20.10 საათზე მოხდა.

მიმდინარეობს მფრინავის გადარჩენის ოპერაცია, რაც გართულებულია მეოტეოროლოგიური პირობების გამო.