იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5.249-ით გაიზარდა და 69.176 შეადგინა. განკურნებულთა რაოდენობა 894-ით გაიზარდა და 8.326-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რაოდენობა 743-ით გაიზარდა და 6.820-ს მიაღწია.
კატეგორია: მსოფლიო
ლომბარდიის ჯანდაცვის მეთაური – ”დღეს პირველი კარგი დღეა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა”
ბოლო დღეებში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის და დაღუპულების კლებამ ქვეყანას მცირედი შვება მოჰგვარა. ლომბარდიის რეგიონის ჯანდაცვის მეთაურის თქმით, დღეს პირველი პოზიტიური დღეა ბოლო თვის მანძილზე. „დღეს ალბათ ყველაზე პოზიტიური დღეა ამ რთული თვის მანძილზე. ახლა გამარჯვების სიმღერის დრო არ არის, მაგრამ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა“,-აცხადებს ჯულიო გალერა. იპნ
იტალიაში გასულ 24 საათში წინა დღე-ღამეზე 771-ით ნაკლები ადამიანი დაინფიცირდა და 50-ით ნაკლები გარდაიცვალა
იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 4.789-ით გაიზარდა და 63.927-ს მიაღწია. ეს 771-ით ნაკლებია წინა დღე-ღამის მონაცემებზე. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 408-ით გაიზარდა და 7.432-ს მიაღწია. ეს 544-ით ნაკლებია წინა დღე-ღამის მონაცემებზე. გარდაცვლილთა რაოდენობა 601-ით გაიზარდა და 6.077-ს მიაღწია. ეს 50-ით ნაკლებია წინა დღე-ღამის მონაცემებზე.
რუსეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 438-ს მიაღწია
24 საათის განმავლობაში რუსეთშ კორონავირუსით დაავადების კიდევ 71 შემთხვევა გამოვლინდა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დღეისთვის რუსეთში 438 დაავადებულია. დაავადებულთა 60 პროცენტი მოსკოვშია, მათი რიცხვი 262-ს აღწევს. მოსკოვის მერმა დღეს სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ხანდაზმულ და ქრონიკული ავადმყოფობით დაავადებულებს 14 აპრილამდე საკუთარ სახლებში თვითიზოლაციისკენ მოუწოდა.
ჰარი ვაინშტაინს კორონავირუსი დაუდგინდა
ჰოლივუდელ პროდიუსერს, სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ ჰარი ვაინშტაინს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ნიუ-იორკის შტატის სასჯელაღსრულების ოფიცერთა ასოციაციის პრეზიდენტზე, მაიკ პაუერსზე დაყრდნობით ავრცელებს. გასულ თვეს ჰარი ვაინშტაინს სექსუალური ძალადობისთვის 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ვაინშტაინი იმყოფებოდა ნიუ-იორკის შტატში ბუფალოს მახლობლად მდებარე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, სადაც, „როიტერის“ ცნობით, 22 მარტს კორონავირუსი ორ პატიმარს დაუდასტურდა. ციხის რამდენიმე თანამშრომელი კარანტინში იმყოფება.
საფრანგეთში გასულ 24 საათში 613 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 112 გარდაიცვალა
სენატორ რენდი პოლს კორონავირუსი დაუდგინდა
ანგელა მერკელი თვითიზოლაციაში გადავიდა
გერმანიის კანცლერი ანგრლა მერკელი თვითიზოლაციაში გადავიდა. პარასკევს ანგელა მერკელი შეხვდა ექიმს, რომელმაც მას ფილტვების ანთების საწინააღმდეგო ვაქცინა აჩვენა. დღეს კი, რამდენიმე საათის წინ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, ანგელა მერკელს შეატყობინეს, რომ იმ ექიმის კორონავირუსზე ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ამის შემდეგ ანგელა მერკელმა საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში გადასვლა გადაწყვიტა. თვითიზოლაცია რამდენიმე დღეს გასტანს. მერკელი კორონავირუსზე ტესტსაც ჩაიტარებს.
იტალიაში გასულ 24 საათში 142 ადამიანით ნაკლები გარდაიცვალა, ვიდრე წინა დღე-ღამეში
იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 5.560-ით გაიზარდა და 59.138-ს მიაღწია. ეს ციფრი 997-ით ნაკლებია წინა 24 საათის მონაცემებზე. გამოჯანმრთელებულთა როდენობა 952-ით გაიზარდა და 7.024-ს მიაღწია. ეს ციფრი 9-ით მეტია წინა 24 საათის მონაცემებზე. გარდაცვლილთა რაოდენობა 651-ით გაიზარდა და 5.476-ს მიაღწია ეს ციფრი 142-ით ნაკლებია წინა 24 საათის მონაცემებზე.
პლასიდო დომინგოს კორონავირუსი დაუდგინდა
ლეგანდარულ ესპანელ საოპერო მომღერალს, პლასიდო დომინგოს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ნათქვამია პლასიდო დომინგოს მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელებულ განცხადებაში. “მორალურად ვალდებული ვარ, განვაცხადო, რომ კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი აჩვენა. მე და ჩემი ოჯახი ვიმყოფებით თითიზოლაციაში იმედი ხანი, რამდენსაც მოითხოვს სამედიცინო პერსონალი. ამჯერად კარგად ვართ. მე მქონდა ხველა და სიცხე, რის გამოც გადავწყვიტე ტესტის ჩატარება”, – წერს […]








