კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და ვირუსით გარდაცვლილთა მკვეთრი ზრდის ფონზე, ესპანეთის ხელისუფლებამ საველე ჰისპიტლების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ მადრიდის საკონფერენციო ცენტრში პირველი საველე ჰოსპიტალი გაიხსნა. საავადმყოფოში განთავსდება 5,500 საწოლი, რაც მას ევროპის ტიპის ყველაზე დიდ სამედიცინო დაწესებულებად აქცევს. ჰისპიტლის დირექტორმა, ანტონიო ზაპატერომ, გაზეთ El Mundo-ს განუცხადა, რომ ამ კვირის ბოლოს 300 […]
კატეგორია: მსოფლიო
ხორვატიაში 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ხორვატიაში. მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 6.30 წუთზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი დედაქალაქ ზაგრებიდან 10 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები ბოსნია-ჰერცეგოვინაში, უნგრეთში, სლოვენიასა და ავსტრიაშიც იგრძნობოდა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მიწისძვრის გამო დედაქლაქის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. რუსთავი 2
საფრანგეთში 1.025-ით მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ვიდრე გარდაიცვალა
საფრანგეთში გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 1.847-ით გაიზარდა და 14.459 შეადგინა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 292-ით გაიზარდა და 1.587 შეადგინა. გარდაცვლილთა რაოდენობა 112-ით გაიზარდა და 562 შეადგინა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გარდაცვლილებისას 1.025-ით აღემატება.
იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსისგან 943 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 793 გარდაიცვალა
იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6.557-ით გაიზარდა და 53.578-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 943-ით გაიზარდა და 6.072 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 793-ით გაიზარდა და მათი საერთო რიცხვი 4.825 გახდა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რიცხვს 1.247-ით აღემატება.
აშშ-ის შემოსავლების სამსახურმა კორონავირუსის გამო გადასახადების გადახდა 15 ივლისამდე გადაავადა
აშშ-ის შემოსავლების სამსახურმა კორონავირუსის გამო, საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ვადა 15 ივლისამდე გადაავადა. შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიხედვით, შესაბამისად გადაიწია გადასახადის გადახდის ვადა ქვეყნის ყველა გადამხდელისთვის, ყოველგვარი ჯარიმისა და დამატებითი დარიცხვების გარეშე. ამისთვის მოქალაქეებს არ სჭირდებათ გადავადების შესახებ სპეციალური მიმართვის გაკეთება. გადასახადების გადავადება 13 მარტს, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი საგანგებო განკარგულების მიხედვით მოხდა. ნიუპოსტი
ესპანეთში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა ოდენობას 799-ით აღემატება – გასულ 24 საათში 324 ადამიანი გარდაიცვალა
ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთის ქალაქ პარგაში, არიან დაზარალებულები
დასავლეთ საბერძნეთში მდებარე ქალაქ პარგაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. გამთენიის მიწისძვრა განმეორდა. ამჯერად ბიძგები კიდევ უფრო ძლიერი იყო. პირველი მიწისძვრის სიმძლავრემ რიხტერის სკალით 4,3 ბალი შეადგინა. მეორე მიწისძვრა კი, რომელიც დილის სამ საათზე მოხდა, ძალიან ძლიერი აღმოჩნდა – 5,6 ბალი. შედეგად რამდენიმე სახლი დაზიანდა. სამი ადამიანი ქალაქ იოანინას საავადმყოფოში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით გადაიყვანეს. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ […]
საფრანგეთში კორონავირუსისგან სულ გამოჯანმრთელდა 1.295 ადამიანი, გასულ 24 საათში გარდაიცვალა 78
იტალიაში გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 689 ადამიანი, გარდაიცვალა 627
გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5.986-ით გაიზარდა და 47.021-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 689-ით გაიზარდა და 5.129-ს მიაღწია. გარდაცვლილთა რაოდენობა 627-ით გაიზარდა და 4.032-ს მიაღწია. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რიცხვს 1.097-ით აღემატება. პროცენტულად ეს ასე გამოიყურება: სულ გამოჯანმრთელდა ინფიცირებულთა 10,9%. გარდაიცვალა ინფიცირებულთა 8,5%.







