ლომბარდიის ჯანდაცვის მეთაური – ”დღეს პირველი კარგი დღეა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა”

ლომბარდიის ჯანდაცვის მეთაური - ”დღეს პირველი კარგი დღეა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა”ბოლო დღეებში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის და დაღუპულების კლებამ ქვეყანას მცირედი შვება მოჰგვარა. ლომბარდიის რეგიონის ჯანდაცვის მეთაურის თქმით, დღეს პირველი პოზიტიური დღეა ბოლო თვის მანძილზე.

„დღეს ალბათ ყველაზე პოზიტიური დღეა ამ რთული თვის მანძილზე. ახლა გამარჯვების სიმღერის დრო არ არის, მაგრამ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა“,-აცხადებს ჯულიო გალერა.

იპნ