გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3.526-ით გაიზარდა და 31.506 შეადგინა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 192-ით მოიმატა და სულ 2.941 შეადგინა. გარდაცვლილთა რაოდენობა 345-ით გაიზარდა და 2.503 შეადგინა. ეს წინა დღის მონაცემებზე 4-ით ნაკლებია. ამ დროისთვის 26.062 ინფიცირებულის 92%,-ის ანუ 24.002-ის მდგომარეობა საშუალო ან მარტივია, 8%-ის, ანუ 2.060-ის – რთული ან კრიტიკული.
კატეგორია: მსოფლიო
პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა
პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრს, მიხალ ვოსს კორონავირუსი დაუდგინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მინისტრი სოციალურ ქსელ“ტვიტერში“ ავრცელებს. „თავს კარგად ვგრძნობ და სოლიდარობას ვუცხადებ ყველას, ვინც ავადაა,“ – წერს ვოსი. ბოლო მონაცემებით, პოლონეთში კორონავირუსის 156 შემთხვევაა დადასტურებული. დაღუპულთა რაოდენობა კი სამია.
მაკრონი – “15 დღე სახლიდან არ გახვალთ” – საფრანგეთში ზომები გამკაცრდა
დიდი შვიდეულის ქვეყნები მჭიდრო კოორდინაციაზე შეთანხმდნენ
დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, მჭიდრო კოორდინაციის შესახებ შეთანხმდნენ. გარდა ჯანმრთელობის დაცვისა, ძალისხმევა მიმართული იქნება სამუშაო ადგილების, ვაჭრობისა და ინვესტიციების შენარჩუნებისკენ. ამის შესახებ საუბარია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია გლობალური საპასუხო გადამწყვეტი ზომების რეალიზებისთვის მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის საფუძველზე. იმის მიუხედავად, რომ არსებულმა გამოწვევებმა, შესაძლოა, მოითხოვოს […]
ესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1.630-ით მოიმატა და 9.428 შეადგინა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 530 შეადგინა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 43-ით გაიზარდა და 335 შეადგინა. დარჩენილი 8.563 შემთხვევიდან 8291-ის, ანუ 97%-ის მდგომარეობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა, 3%-ის კი, ანუ 272-ის – რთული ან კრიტიკული.
გასულ 24 საათში იტალიაში კორონავირუსისგან 414 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 349 გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსისგან ინფიცირებულთა რიცხვი 3.233-ით გაიზარდა. ეს 357-ით ნაკლებია წინა დღე-ღამეში ზრდის მონაცემებზე, რომელმაც 3.590 შეადგინა. სულ ინფიცირებულტა საერთო რაოდენობამ 27.980 შეადგინა. ამავე პერიოდში კორონავირუსისგან 349 ადამიანი გარდაიცვალა. ეს 19-ით ნაკლებია წინა დღე-ღამის მონაცემებზე, როდესაც კორონავირუსს 368 ადამიანი ემსხვერლა. სულ იტალიაში კორონავირუსისგან 2.158 ადამიანია გარდაცვლილი. ეს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 7.7%-ს შეადგენს. […]
98 წლის ჩინელი მეცნიერი და მისი 85 წლის მეუღლე კორონავირუსისგან განიკურნენ
98 წლის ჩინელი მეცნიერი და მისი 85 წლის მეუღლე კორონავირუსისგან განიკურნენ. ამის შესახებ ინფორმაციას DAILYMAIL-ი ავრცელებს. გამოცემის თქმით, ისინი 18 დღიანი მკურნალობის შემდეგ ზეიჩანის საავადმყოფოდან გაწერეს. მეცნიერი ჰან ტიანქი ცნობილი ასტრონომია, რომელიც თავისი პროფესიით 63 წლის განმავლობაში მუშაობდა ჩინეთში. ჰანსა და მის ცოლს კორონავირუსი თებერვლის შუა რიცხვებში დაუდგინდათ. მას შემდეგ რაც მათი მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა […]
ირანმა კორონავირუსის პიკი გადალახა
ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, ირანმა კორონავირუსის პიკი გადალახა. ინფორმაციას სააგენტო „მეჰრი“ ავრცელებს. „ციფრებით რომ ვიმსჯელოთ, ჩვენ ვირუსის პიკი გადავლახეთ, მაგრამ მაინც მინდა ვურჩიო ხალხს, დარჩნენ სახლში და დაიცვან სამედიცინო პროტოკოლები“,- აღნიშნა როუჰანიმ. ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით ირანში კორონავირუსის 14.991 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაღუპულთა რაოდენობამ კი 853-ს მიაღწია.
აშშ დღეიდან კორონავირუსის ვაქცინის კლინიკურ გამოცდებს იწყებს
ამერიკაში კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური გამოცდები ორშაბათიდან დაიწყება- ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ASSOCIATED PRESS-ი მთავრობის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით. ახალი ვაქცინა შემოწმდება, თუ რამდენად უნარიანია იგი კოვიდ 19-ის ინფიცირებისგან ადამიანების თავდასაცავად და არსებობს თუ არა სრული გარანტია იმუნიტეტის დაცვისა იმ ვირუსული ნაწილაკებისგან, რომელთაც ინფიცირებულები ხველების დროს აფრქვევენ ჯანმრთელი ადამიანის გარშემო. გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ გამოცდაში მონაწილეობს ერთ-ერთი ამერიკელი მოხალისე, […]
გერმანიაში კორონავირუსით 5.813 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 11
გერმანია საზღვრებზე შეზღუდვებს აწესებს. ქვეყანა შეზღუდვებს საფრანგეთთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან შემოიღებს; ასევე ბელგიასთან, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგთან. სასაზღვრო გასასვლელებზე შეზღუდვები აღნიშნულ ქვეყნებთან სატვირთო გადაზიდვებს არ შეეხება. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 5.813 ადამიანი. გამოჯანმრთელებულია 45, გარდაცვლილია 11. დარჩენილი 5.756 ინფიცირებულიდან 5.754-ის მდგომარეობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა, 2-ის კი – რთული ან კრიტიკული.









