კატეგორია: მსოფლიო

კანის კინოფესტივალი გადაიდო – გასულ 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსით 108 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთმა გამოაცხადა კანის კინოფესტივალის გადადების შესახებ, რომელიც კანში 12-23 მაისს უნდა გამართულიყო. განიხილება მისი ჩატარების სხვადასხვა თარიღი. მათ შორისაა ივნისის ბოლო. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საფრანგეთში 1.861-ით გაიზარდა და 10.995-ს მიაღწია. ამავე პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობა 108-ით გაიზარდა და 372-ს მიაღწია.

პრინც ალბერტს კორონავირუსი დაუდგინდა

მონაკოს პრინც ალბერტს კორონავირუსი დაუდგინეს, “ევრონიუსის” ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება სამეფო ოჯახმა გაავრცელა. განცხადების მიხედვით, მონაკოს 62 წლის მმართველი ალბერტ მეორე მუშაობას სახლიდან განაგრძობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამი დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა მონაკოს პრემიერ-მინისტრსაც.

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 89 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 1.404-ით გაიზარდა და 9.134-ს მიაღწია. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 89 ადამიანი და მათმა საერთო რაოდენობამ 264-ს მიაღწია.

ესპანეთში კორონავირუსით გასულ დღე-ღამეში 90 ადამიანი გარდაიცვალა

ესპანეთში გასული 24 საათის მანძილზე კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 2.081-ით გაიზარდა 13.910 შეადგინა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 53-ით მოიმატა და 1.081 შეადგინა. გარდაცვლილთა რაოდენობა 90-ით გაიზარდა და 623 შეადგინა.

იტალიაში გასულ 24 საათში 1.084 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 475 გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4.207-ით გაიზარდა და 35.713 შეადგინა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.084-ით გაიზარდა და 4.025 შეადგინა. გარდაცვლილთა რაოდენობამ 475-ით მოიმატა და 2.978 შეადგინა. ქვეყნის ჯანდაცვის ცნობით, გარდაცვლილთა 99% კორონავირუსით ინფიცირებამდე სხვა ავადმყოფობებით იყო დაავადებული. ესენია: მაღალი წნევა, დიაბეტი, გულის დაავადებები. გარდაცვლილთა 75%-ს აღენიშნებოდა მაღალი წნევა, 35%-ს ჰქონდა დიაბეტი, 33%-ს კი გულის დაავადებები […]

”საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების კლება 8-12 დღეში დაიწყება”

საფრანგეთში იმედოვნებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 8-12 დღეში კლებისკენ წავა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულის საფუძველს ის ზომები იძლევა, რომელიც ქვეყანამ ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში მიიღო. „საჭიროების შემთხვევაში ჩავერევით, რომ დავრწმუნდეთ ხალხი გამოცხადებულ ზომებს ემორჩილება. როცა ფანჯრებიდან ვიყურები, ვხედავ, რომ ხალხი თანდათან ასრულებს რეკომენდაციებს“,-აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, საფრანგეთში 17 მარტისთვის კორონავირუსის […]

ევროკავშირის საზღვრები 30 დღით ჩაიკეტა

ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვეტილება მიიღეს 30 დღის განმავლობაში აკრძალონ ევროკავშირში უცხოელების შესვლა. ეს გადაწყვეტილება პირველად გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოაცხადა ევროკავშირის სახელმწიფოების ხელმძღვანელებთან გამართული ვიდეო კონფერენციის შემდეგ. მოგვიანებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა განაცხადა, რომ ეს არის ზომა, რათა “ვირუსის გავრცელება გლობალურად შეიზღუდოს”. “ყველა წევრმა ქვეყანამ მიიღო ძალიან ძლიერი ზომები, რათა შემცირდეს მოძრაობა, შეამციროს მოგზაურობა,- დასძინა მან. […]

ესპანეთში კორონავირუსისგან გასულ 24 საათში 498 ადამიანი განიკურნა, 198 გარდაიცვალა

გასული 24 საათის მანძილზე ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2.398-ით გაიზარდა და 11.826 შეადგინა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 498-ით გაიზარდა და 1028 შეადგინა. გარდაცვლილთა რაოდენობა 198-ით გაიზარდა და 533 შეადგინა.

გასულ 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსისგან 27 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1.097-ით გაიზარდა და 7.730-ს მიაღწია. გარდაიცვალა 27 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 175 შეადგინა. სულ გამოჯანმრთელდა 602 ადამიანი. 6.953 ინფიცირებულიდან 90%, ანუ  6.254 მსუბუქად ან საშუალოდ არის, 10%, ანუ 699 რთულად ან კრიტიკულადაა.

იტალიაში ცხოველებზე კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა დაიწყება

მიმდინარე კვირის განმავლობაში, იტალიაში, ცხოველებზე ახალი ტიპის კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა დაიწყება. ამის შესახებ სააგენტო „ანსა“ იუწყება, რომლის ინფორმაციით, ვაქცინა კომპანია „Takis“-ის მიერ არის შემუშავებული და მისი ტესტირების უფლება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღო. მედიასაშუალების ინფორმაციით, ეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი გამოცდა იქნება ევროპაში. მისი წარმატების შემთხვევაში, ვაქცინის გამოცდას ადამიანებზე დაიწყებენ. იპნ