კატეგორია: მსოფლიო

ესპანეთში გამოჯანმრთელებულია 517 ადამიანი, გარდაცვლილია 292

გასული დღე-ღამის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსის ინფიცირების რაოდენობამ მოიმატა და სულ 7.798  შეადგინა. გამოჯანმრთელებულია 517 ადამიანი, გარდაცვლილია 292. დარჩენილი  6.989 პაციენტის 96%-ის, ანუ 6.717-ის მდგომარეობა საშუალო ან მსუბუქი სიმძიმისაა, დარჩენილი 4%-ის, ანუ 272-ის მძიმე ან კრიტიკული.

გასული 24 საათის მანძილზე იტალიაში 369 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 368 გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3.590-ით გაიზარდა და სულ 24.747 შეადგინა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 369-ით გაიზარდა და სულ 2.335 შეადგინა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 368-ით გაიზარდა და სულ 1.809-ს მიაღწია. ამ დროისთვის სულ ინფიცირებულია 20.603 ადამინი (საერთო ციფრს, 24.747-ს, აკლდება გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა). მათი 92%-ის, ანუ 18.931 ადამიანის მდგომარეობა, საშუალო ან მსუბუქი […]

ჯერ ხელი დაიბანე და ხმა შემდეგ მიეცი – საფრანგეთში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს

კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, საფრანგეთის მთელს ტერიტორიაზე ადგილობრივი ორგანოების არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებზე განსაკუთრებული სანიტარული უსაფრთხოების ზომებია მიღებული: ამომრჩეველმა ხმის მიცემის წინ ხელი უნდა დაიბანოს, უბანზე მათ მადეზინფიცირებელი გელი ხვდებათ, იატაკზე სპეციალური ნიშნულებია მოთავსებული, რათა ამომრჩეველი ერთმანეთს 1 მეტრზე ახლოს არ მიუახლოვდეს. ხელისუფლებამ ამომრჩეველს მოუწოდა არჩევნებზე საკუთარი პასტებით მოსულიყვნენ. ამასთან, რეგისტრაციის გავლის დროს მოქალაქეებმა დამცავი ნიღბები […]

ფაშინიანს და მის ცოლს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა და მისმა ცოლმა ანა აკობიანმა კორონავირუსის ტესტი ჩაიტარეს. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ცოტა ხნის წინ ბრაზილიაში იმყოფებოდა, სადაც ბრაზილიის პრეზიდენტის ცოლთან გამართა შეხვედრა. „გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინეს. მოგვიანებით მან ეს ამბები უარყო, მაგრამ მე და ანა გავდივართ ტესტირებას მაინც, ინფექციის გამორიცხვის მიზნით“, – განაცხადა პრემიერ – მინისტრმა. […]

ჰოლანდიაში კორონავირუსის ანტისხეული აღმოაჩინეს, რომელიც ვირუსს დაბლოკავს

უტრეხტის უნივერსიტეტის ერასმუსის სამედიცინო ცენტრის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, აღმოაჩენილია კორონავირუსული დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეული. მათი განცხადებით ანტისხეული აქამდე ჯერ აღმოჩენილი არ იყო. ამ აღმოჩენამ შეიძლება მიგვიყვანოს ანტივირუსული პრეპარატის შექმნასთან. „უკვე მოხუცი ვარ, რომ მაგიდაზე ავიდე და ვიხტუნაო“, – აცხადებს უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი ფრანკ გროსველდი. სტატიაში მკვლევარები იტყობინებიან მონოკლონური ანტისხეულის აღმოჩენის შესახებ, რომელიც […]

საფრანგეთში ყველა რესტორანი, კაფე, კინოთეატრი და კლუბი დაიხურება

კორონავირუსის გამო საფრანგეთში ყველა რესტორანი, კაფე, კინოთეატრი და კლუბი დაიხურება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა, რომ საფრანგეთი კოროვირუსის პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ გაზრდის სოციალურ დისტანციას. პრესკონფერენციაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ შაბათს გვიან ღამით ყველა ადგილის დაკეტვა დაიწყება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, მათ შორის რესტორნები, კაფეები, კინოთეატრები და ღამის კლუბები. ”ბაზრები და კვების ობიექტები, აფთიაქები, […]

იტალიაში სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა – ბოლო 24 საათში 175 ადამიანი გარდაიცვალა, 527 გამოჯანმრთელდა

იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 21.157 შემთხვევაა დაფიქსირებული. ანუ 1 დღე-ღამის განმავლობაში 3.497 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გამოჯანმრთელებულია 1.966 ადამიანი, ანუ 1 დღე-ღამის განმავლობაში 527 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1.441. ანუ 1 დღე-ღამის განმავლობაში 175 ადამიანი გარდაიცვალა. დარჩენილი 17.750 ინფიცირებულის 91%-ის, ანუ 16.232-ის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, 9%-ის კი, ანუ 1.518-ის, შედარებით მძიმე ან კრიტიკული. შედარებით შემცირდა […]

ტრამპმა კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა.მისივე თქმით, ტესტირება პარასკევს ღამით გაიკეთა. ტრამპის განცხადებით, შედეგები ჯერ არ იცის და პასუხებს ჩვეულებრივ 1-2 დღე სჭირდება. აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, ტემპერატურა გაიზომა. ჟურნალისტების კითხვაზე, როგორია? ტრამპმა უპასუხა, რომ “ნორმალური”. ცნობისთვის, გუშინ ტრამპმა მედიასთან განაცხადა, რომ კორონავირუსზე ტესტს, სავარაუდოდ, ჩაიტარებდა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რატომ არ იკეთებდა […]

ესპანეთი ორშაბათიდან ქვეყანაში მასობრივი შეზღუდვების დაწესებას აპირებს – კორონავირუსით 191 ადამიანია გარდაცვლილი

ესპანეთში ამ დროისთვის კორონავირუსით 6.043 ადამიანის დაავადებაა დაფიქსირებული. მათგან გარდაცვლილია 191, გამოჯანმრთელებული – 517. დანარჩენი 5.335 პაციენტის მდგომარეობა ასეთია: 5.042 ადამიანის, ანუ 95%-ის მდგომარეობა საშუალო ან მსუბუქი სიმძიმისაა, დარჩენილი 5%-ის, ანუ 293 პაციენტის – მძიმე ან კრიტიკული. ორშაბათიდან ესპანეთის მთავრობა ზომების გამკაცრებას აპირებს – მოსახლეობას სახლიდან გამოსვლა მხოლოდ სამუშაოზე წასასვლელად, საყიდლებზე ან განსაკუთრებულ შემთხვევებში შეეძლებათ. […]

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირება იკლებს

უკვე მეორე დღეა, სამხრეთ კორეაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა დაინფიცირებულთა ოდენობას აჭარბებს. ბოლო დღეების მანძილზე კი შეინიშნება ახალი შემთხვევების თანდათანობით კლება. გუშინ ახალ ინფიცირებულთა რაოდენობამ 107 შეადგინა, ხოლო წინა დღეს აღნიშნული მაჩვენებელი 110 იყო. ცნობისთვის, სამხრეთ კორეამ კორონავირუსის პირველი შემთხვევა 20 იანვარს დაადასტურა. შემდეგ ქვეყანაში ჩინეთის შემდეგ ვირუსის ყველაზე დიდი გავრცელება აღინიშნებოდა. ამ დროისთვის კლების ტენდენციით, […]