კატეგორია: მსოფლიო

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ესპანეთში, სადაც დღეს კორონავირუსის 1.200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ დროისთვის დაავადებულთა რაოდენობა 4.209-ს შეადგენს. 1 დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვლილია 120 ადამიანი. დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევათა ნახევარზე მეტი მადრიდსა და მის შემოგარენში დაფიქსირდა. მადრიდის რეგიონულმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, შაბათიდან ყველა მაღაზია დაკეტოს. იმუშავებენ მხოლოდ აფთიაქები და სუპერმარკეტები. პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა მოსახლეობას მიმართა და ქვეყანაში […]

იტალიაში ჩინელი ექიმების ჯგუფი ჩაფრინდა

იტალიაში ჩინელი ექიმების ჯგუფი ჩაფრინდა

ჩინეთის სამედიცინო ჯგუფი იტალიაში ჩავიდა. ჩინელმა ექიმებმა ქვეყანაში სამედიცინო აღჭურვილობა, დამცავი ნიღბები და მედიკამენტები ჩაიტანეს. სამედიცინო დახმარება 2 მილიონამდე სახის ნიღაბს და 700-ზე მეტ სასუნთქ მოწყობილობებს მოიცავს. სამედიცინო გუნდში ის ინტენსიური თერაპიის სპეციალისტები, პედიატრები და ექთნები არიან, რომლებიც ჩინეთში კრიზისისი მართვაში მონაწილეობდნენ. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუიჯი დი მაიომ ჩინელი ექიმების ჩასვლას ქვეყანაში „ფეისბუქით“ გამოეხმაურა. […]

ესპანეთის 4 ქალაქში კარანტინი გამოცხადდა

ესპანეთის 4 ქალაქში კარანტინი გამოცხადდა

ესპანეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 3.100-ს გადაცდა, ფატალური შემთხვევების რაოდენობა კი  86-ს აღწევს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ესპანეთის 4 ქალაქი: იგუალადა, ოდენა, სანტა მარგარიდა დე მონბუი და ვილანოვა დელ კამი  საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში  61 პირია დაღუპული. საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ბულგარეთი. გარდაცვალების პირველი ფაქტები დაფიქსირდა ნორვეგიასა და ინდოეთში. საბერძნეთში კი თეატრები, სავარჯიშო დარბაზები, ღამის კლუბები და […]

ისრაელში კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა მალე დასრულდება

"აპრილში კორონავირუსის ვაქცინა შეიძლება მზად იყოს" - ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის განცხადება

მეცნიერები ისრაელში უახლოეს დღეებში განაცხადებენ, რომ მათ დაასრულეს მუშაობა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე. ინფორმაციას ამის შესახებ economictimes.indiatimes.com ავრცელებს. ისრაელის ყოველდღიური გაზეთი “Ha’aretz” სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერებმა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი მიღწევა მოახდინეს ვირუსის ბიოლოგიური მექანიზმისა და თვისებების გაგებაში, მათ შორის სწრაფ დიაგნოზირებაშიც. მეცნიერი აცხადებს, რომ შესაძლებელია ანტისხეულების წარმოება მათთვის, ვისაც […]

ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის მიღმა არსებული მსხვილი კომპანიების 95%-მა მუშაობა განაახლა

ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის მიღმა არსებული მსხვილი კომპანიების 95%-მა მუშაობა განაახლა

ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის მიღმა არსებული მსხვილი კომპანიების 95%-მა მუშაობა განაახლა. ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა მცირე კომპანიების 60%-ზე მეტი. ინფორმაცია ამის შესახებ ინდუსტრიის ვიცე-მინისტრი, ქსინ გუობინი ავრცელებს. მისივე თქმით, ქვეყანა სატრანსპორტო მიმოსვლაზე მკაცრი შეზღუდვების თანდათან მოხსნას იწყებს. ამასთან, worlometer-ის მონაცემებით, ჩინეთის ძირითად ტერიტორიაზე ამ დროისთვის კორონავირუსის მხოლოდ 21 ახალი შემთხვევა უფიქსირდება. მედიის ცნობით, მათგან რამდენიმე იმპორტირებულია. იპნ

საფრანგეთი სკოლებს და უნივერსიტეტებს ხურავს

მაკრონმა საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო

კორონავირუსის გამო საფრანგეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურება. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რომელთა ასაკი 70 წელს აღემატება, ასევე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები, სახლში უნდა იყვნენ. ბოლო 24 საათში საფრანგეთში ახალი კორონავირუსის 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2.800-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 61 ადამიანი. პირველი არხი

გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსისგან 189 ადამიანი გარდაიცვალა – ეს ცოტა ნაკლებია წინა დღე-ღამის მონაცემებზე

იტალიაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსისგან 189 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ციფრი ოდნავ ნაკლებია 11 მარტის მონაცემებზე, რომლებიც 196 გარდაცვლილს შეადგენს და მეტია 10 მარტის ციფრებზე – 168 ადამიანი. ამ დროისთვის გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.000-ს გადააჭრაბა და 1.016 შეადგინა. კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2.651-ით გაიხარდა და სულ 15.113 შეადგინა. სრულად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 213 ადამიანით გაიზარდა და […]

ტრამპმა 13 მარტიდან ევროპიდან აშშ-ში ხალხის შესვლა 30 დღით აკრძალა

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 5 თებერვალს დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპიდან აშშ-ის მიმართულებით ავიარეისებზე შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ პრეზიდენტმა განცხადება „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა. ტრამპის თქმით, 30 დღის განმავლობაში ევროპელ მგზავრებს აშშ-ში შესვლის უფლებას არ მისცემენ. აღნიშნული ცვლილება პარასკევს შევა ძალაში. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ მგზავრების შეშვებაზე ვრცელდება და ის ტვირთების გადატანას არ შეეხება. „გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისა და […]

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები შემცირდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები იკლებს. სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ახალი 114 შემთხვევის შესახებ განაცხადეს. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა მთლიანობაში 66 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების მანძილზე სამხრეთ კორეაში, ახალი შემთხვევების რაოდენობა თავდაპირველად დასტაბილურდა, ხოლო შემდგომ კლებისკენ წავიდა. ცნობისთვის, ამ დროისთვის სამხრეთ კორეაში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები 7.860-ს აჭარბებს. იპნ

ტრამპის მრჩეველი – “ჩინეთის მიერ ინფორმაციის დამალვა მსოფლიოს 2 თვე დაუჯდა, რომ საპასუხო ზომები მიეღო”

ტრამპის მრჩეველი - "ჩინეთის მიერ ინფორმაციის დამალვა მსოფლიოს 2 თვე დაუჯდა, რომ საპასუხო ზომები მიეღო"

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უშიშროების საკითხებში რობერტ ო’ბრეინი მიიჩნევს, რომ ჩინეთის მიერ კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვამ, გლობალური პასუხი ეპიდემიასთან საბრძოლველად 2 თვით დააგვიანა. მისივე თქმით, კორონავირუსი აშშ-ში არ დაწყებულა და გარკვეული დროის წინ უხანში, ჩინეთში აღმოჩნდა. „სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება მომხდარიყო, აფეთქება უხანში დამალეს. ჩინეთიდან ინფორმაცია ჟღერდებოდა, რომ ექიმები, რომლებიც ღიად ცდილობდნენ საუბარს, გააჩუმეს, […]