საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ელზასელი დეპუტატი, 68 წლის ჟან ლუკ რეიტზერი, კორონავირუსის დიაგნოზით ქალაქ მიულუზის საავადმყოფოში მოათავსეს. ეს ქალაქი სტრასბურიდან სამხრეთში 100 კმ-ში მდებარეობს. მის მდგომარეობას ექიმები სერიოზულად აფასებენ. მან ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა ბოლოს 25 თებერვალს მიიღო. მიულუზის რეგიონი საფრანგეთში კორონავირუსის კერად ითვლება, რადგან კორონავირუსის რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა თებერვალში, ამ ქალაქში გამართული ევანგელური შეკრების შემდეგ, […]
კატეგორია: მსოფლიო
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა. დღეს გარდაცვალების 41 შემთხვევა დადასტურდა, რაც ერთ დღეში დაფიქსირებული მსხვერპლის ყველაზე დიდი რაოდენობაა. გაიზარდა ინფიცირების შემთხვევებიც. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 3858 შემთხვევა ფიქსირდება. ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ლომბარდიაშია, სადაც 98 ადამიანია გარდაცვლილი. პირველი არხი
ცემა-ტყეპა თურქეთის პარლამენტში – ვიდეო
თურქეთის პარლამენტში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის კრიტიკის გამო დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს თურქეთის მმართველი პარტიისა და „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი დეპუტატ ენგინ ოზქოჩის განცხადება გახდა, რომელმაც ერდოღანი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა და სამარცხვინო უწოდა. ამასთანავე, მან თურქეთის პრეზიდენტს სირიაში იდლიბის პროვინციაში მოკლული თურქი სამხედროს მიმართ უპატივცემულობაში დასდო ბრალი. ოზქოჩის თქმით, ერდოღანი […]
უკრაინის ახალი პრემიერი დენის შმიგალი გახდა
უკრაინის უმაღლესმა რადამ, რიგგარეშე სხდომაზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დენის შმიგალი დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი 291-მა დეპუტატმა დაუჭირა. პროცედურის თანახმად, ახალმა პრემიერ-მინისტრმა უმაღლეს რადას მომავალი მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს. საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრის კანდიდატურებს ქვეყნის პრეზიდენტი წარადგენს. ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესმა რადამ დღეს, მიიღო დადგენილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ალექსეი გონჩარუკის გადადგომის შესახებ. გადაწყვეტილებას მხარი 411 დეპუტატიდან, […]
უკრაინის რადამ პრემიერი გონჩარუკი გადააყენა
უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო დადგენილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ალექსეი გონჩარუკის გადაყენების შესახებ. გადაწყვეტილებას მხარი 411 დეპუტატიდან, 353-მა დეპუტატმა დაუჭირა. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შედეგად ითვლება, რომ გადამდგარია მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა. ალექსეი გონჩარუკი უკრაინის რადამ აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლის 29 აგვისტოს აირჩია. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი რადას სთავაზობს, პრემიერ-მინისტრად დანიშნოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი დენის შმიგალი. იპნ
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა
იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ირანის მონაცემებს გადააჭარბა. ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, იტალიაში დაღუპულთა რაოდენობამ 79-ს მიაღწია მას შემდეგ, რაც ბოლო 24 საათის მანძილზე 27 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ჩინეთს გარეთ COVID-19-ით ფატალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რაც შეეხება ინფიცირებულთა საერთო რაოდენობას, იტალიაში კორონავირუსი ამ დროისთვის 2.502 პირს დაუდასტურდა. ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ საავადმყოფოებში ადგილების და ექიმების დეფიციტია. […]
სამხრეთ ფლორიდის კათოლიკურ ეკლესიებში ზიარების ჭურჭლის გამოყენება დროებით შეწყდება
კორონავირუსის საფრთხის გამო, სამხრეთ ფლორიდის კათოლიკური ეკლესიები წესებს ცვლიან. მაიამის არქიეპარქიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამ ცვლილებებზეა საუბარი. განცხადების თანახმად, დაცარიელდება ნაკურთხი წყლის რეზერვუარი ეკლესიის შესასვლელებში, დროებით შეწყდება ზიარებისთვის განკუთვნილი ჭურჭლის გამოყენება. ამასთან, მღვდელმსახურებმა ცერემონიის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ხელები ანტიბაქტერიული საპნით უნდა დაიბანონ. ასევე, ეკლესია აფრთხილებს მორწმუნეებს, იმ შემთხვევაში, თუ გრიპის სიმპტომები აქვთ ან თავს […]
ირანში კორონავირუსის გამო 54.000 პატიმარი ციხეებიდან გამოუშვეს
ირანში კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, 54 ათასი პატიმარი დროებით გაათავისუფლეს ციხიდან. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მათ კორონავირუსის ტესტი უკვე ჩაუტარეს და მსჯავრდებულებს ვირუსი არ დაუდგინდათ. ყველა პატიმარს გათავისუფლებამდე გირაოს გადახდა მოუწია. ირანში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია 77 ადამიანი. ინფიცირებულთა რიცხვი კი 2.336-ია. მათგან 835-ს ვირუსის დიაგნოზი 3 მარტს დაუსვეს. ინფიცირებულთა შორის არიან ირანის მთავრობის წევრები. აღსანიშნავია, რომ ვირუსი […]
უხანში კორონავირუსით დაინფიცირებამ იკლო – 1 კლინიკა დახურეს
ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსთან გასამკლავებლად 16 სახელდახელოდ აშენებული საავადმყოფოდან ერთ-ერთი დახურეს, რისი მიზეზიც დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობის კლება გახდა. ჰოსპიტალის დახურვასთან დაკავშირებით ახალი ამბები ემთხვევა საგრძნობ კლებას დაავადებული ადამიანების ახალი შემთხვევებისა ჰუბეის პროვინციაში, თუმცა ქალაქი მაინც რჩება ყველაზე მაღალი რისკის ზონად დაინფიცირებულთა დიდი რაოდენობის მხრივ. ჰუბეის პროვინციაში დაინფიცირებულთა რიცხვმა უკვე საგრძნობლად იკლო და იანვრის შემდეგ ერთი […]
ირანის პრეზიდენტმა პუტინი ირანში მიიწვია
ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შესთავაზა ასტანის ფორმატის სამიტი სირიის საკითხთან დაკავშირებით ირანში გაიმართოს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში, კაზემ ჯალალიმ განაცხადა. „რამდენიმე დღის წინ სატელეფონო საუბარი გაიმართა პრეზიდენტებს, როუჰანსა და პუტინს შორის. სატელეფონო საუბრის ფარგლებში, პრეზიდენტმა როუჰანიმ მოიწვია პრეზიდენტი პუტინი ირანში, რომ შემდეგი სამიტი ასტანას ფორმატის ფარგლებში […]









