ცემა-ტყეპა თურქეთის პარლამენტში – ვიდეო

ცემა-ტყეპა თურქეთის პარლამენტში - ვიდეოთურქეთის პარლამენტში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის კრიტიკის გამო დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს თურქეთის მმართველი პარტიისა და „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ამის მიზეზი დეპუტატ ენგინ ოზქოჩის განცხადება გახდა, რომელმაც ერდოღანი ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა და სამარცხვინო უწოდა.

ამასთანავე, მან თურქეთის პრეზიდენტს სირიაში იდლიბის პროვინციაში მოკლული თურქი სამხედროს მიმართ უპატივცემულობაში დასდო ბრალი. ოზქოჩის თქმით, ერდოღანი უპასუხისმგებლო პრეზიდენტია, რადგან კონფლიქტის ზონაში სამხედრო დანაყოფები ავიაციის მხარდაჭერის გარეშე გააგზავნა. ამ განცხადების შემდეგ თურქეთის პარლამენტის სპიკერმა მუსტაფა სენთოპმა მისი განცხადება დაგმო, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა.

იპნ