ღაზას სექტორიდან გაშვებულმა რაკეტამ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრა ჩაშალა,- ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როცა ნეთანიაჰუ სპეციალურად მოწყობილ სცენაზე სიტყვით გამოდიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე გამაფრთხილებელი სიგნალის ჩართვისთანავე თავშესაფარში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაკეტსაწინაღმდეგო სისტემა „რკინის გუმბათის“ საშუალებით ღაზას სექტორიდან გაშვებული […]
კატეგორია: მსოფლიო
ლუკაშენკომ რუსეთს ბელარუსის შემადგენლობაში შესვლა შესთავაზა
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთს ბელარუსის შემადგენლობაში შესვლა შესთავაზა. „ძალიან მარტივი ვარიანტია, რომელსაც რუსეთშიც და ბელარუსშიც მიიღებენ. თქვენ შემოგვიერთდებით ბელარუსში. რა, წინააღმდეგი იქნებიან რუსები? არა. ბელარუსები, ისინი ვინც ახლა ასე გაბრაზებულები არიან? – არა“,- განაცხადა ხუმრობით ლუკაშენკომ „ეხო მასკვის“ ეთერში. „თქვენ ზოგიერთები, რომლებიც გვეპატიჟებით რუსეთის შემადგენლობაში, რატომ არ განიხილავთ ამ ვარიანტს?“, – დასძინა პრეზიდენტმა. იქამდე, […]
კანადაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
კანადაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები პორტ ჰარდის დასავლეთით, 177 კილომეტრში დაფიქსირდა. ჯერჯერობით, ცნობები ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ არ ვრცელდება. ბიძგები იგრძნობოდა ვანკუვერშიც. შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, ჯერჯერობით, ცუნამის საშიშროება არ არსებობს.
დეპუტატმა ერთი თვე პენსიით იცხოვრა და 8 კილო დაიკლო
ლატვიელმა დეპუტატმა გატის ლიცისმა ექსპერიმენტი ჩაატარა – მოიძია ინფორმაცია, რამდენი აქვთ პენსია მის ქვეყანაში პენსიონრებს და გადაწყვიტა ეცადა, ერთი თვე ეცხოვრა მხოლოდ იმ თანხით – რამდენიც მის მოქალაქეებს პენსია აქვთ. როგორ მერე მოყვა – სრულფასოვანი კვება ვერ მოახერხა, ბოსტნეულის და ხილის ყიდვაც ვერ შეძლო. ერთ თვეში დეპუტატმა 8 კილო დაიკლო: “მაგრამ, მე ამ ფულით მხოლოდ […]
რუსეთში ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა
სად გადასვა რუსეთმა ჯაშუშების ახალი დესანტი
ტერმინი “პერსონა ნონ გრატა” რუსი დიპლომატების აღმნიშვნელი იარლიყი გახდა. ბოლო წლების განმავლობაში არაერთ რუს დიპლომატს თავის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის გამო მასპინძელი ქვეყნიდან შინ დაბრუნება მოუხდა. მათი გაძევება უმეტესად სხვადასხვა სახელმწიფოში ჯაშუშურ და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ საქმიანობას უკავშირდება. რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელთა ბოლოდროინდელი მავნებლობის სია უსასრულოა. არეულობის მოწყობის კამპანია მოლდოვაში, იარაღით მოვაჭრის მოწამვლა ბულგარეთში, სახელმწიფო გადატრიალების უშედეგო მცდელობა […]
ბორის ჯონსონმა ბრიტანელ ჯარისკაცებს საშობაო სადილი დაურიგა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ესტონეთში ტაპას სამხედრო ბაზაზე ნატო-ს მისიის ფარგლებში მყოფი ბრიტანელი სამხედროები მოინახულა და მათ საშობაო სადილი დაურიგა. ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის ნატო-სადმი ერთგულებას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ რუსეთ-ესტონეთის საზღვრის დაცვა ალიანსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ძალიან მალე ჩვენს ქვეყანაში ყველა შობას ოჯახის წევრებთან ერთად იზეიმებს, თქვენ კი აქ შორსა და ცივ ადგილას იქნებით. ის, […]
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა – მის საბოლოო ბედს სენატი გადაწყვეტს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. რამდენიმე საათიანი დებატების შემდეგ კანონმდებლებმა კენჭი უყარეს პრეზიდენტის წინააღმდეგ წაყენებულ ორ ბრალდებას – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, რომელიც 230 ხმით 197-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს და კონგრესისთვის ხელის შეშლას, რომელსაც მხარი 229 კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 198 აღმოჩნდა. პროცესი სენატში გადაინაცვლებს, რომელიც […]
„აი, რას გვიკეთებენ რუსი „მეგობრები“-კრემლის ჯაშუშები კვლავ სკანდალში გაეხვნენ – ვიდეო
ახლახან, YouTube-ში ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელშიც ჩანს, რომ ბელგრადში არსებული რუსეთის საელჩოს თანამშრომელი, სერბეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელს დიდძალ ფულს გადასცემს. ბალკანური მედიის ცნობით, ვიდეო კადრებზე, ბელგრადში რუსეთის სამხედრო ატაშეს ყოფილი მოადგილე გეორგი კლებანია აღბეჭდილი. ვიდეო კადრების ავთენტურობა სერბეთის სადაზვერვო სამსახურმა „ბია“-მ უკვე დაადასტურა. სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა ქვეყნის სპეცსამსახურებს ამ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიების დაწყება დაავალა. […]
ერთადერთ რუსულ ავიამზიდს ცეცხლი გაუჩნდა- დაშავებულია 6 და დაკარგულია 2 მეზღვაური
რუსულ ავიამზიდს, „ადმირალ კუზნეცოვს“ ცეცხლი გაუჩნდა სარემონტო სამუშაოების დროს. გავრცელებული ინფორმაციით 6 ადამიანი დაშავდა, ორი კი დაკარგულად ითვლება. აღნიშნულის შესახებ წერს RUSSIA TODAY. რუსულ ხომალდზე ალი შენიშნეს მაშინ როდესაც ბარენცის ზღვაში, მურმანსკის პორტში იმყოფებოდა დოკზე შეკეთბისთვის. არსებობს მოსაზრება, რომ ცეცხლი საწვავს მოედო. ალი მოედო გემზე 600 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას,- ინფორმაციას საგანგებო სამსახურები ავრცელებენ. მომხდარის შესახებ […]









