ერთადერთ რუსულ ავიამზიდს ცეცხლი გაუჩნდა- დაშავებულია 6 და დაკარგულია 2 მეზღვაური

ერთადერთ რუსულ ავიამზიდს ცეცხლი გაუჩნდა- დაშავებულია 6 და დაკარგულია 2 მეზღვაურირუსულ ავიამზიდს, „ადმირალ კუზნეცოვს“ ცეცხლი გაუჩნდა სარემონტო სამუშაოების დროს. გავრცელებული ინფორმაციით 6 ადამიანი დაშავდა, ორი კი დაკარგულად ითვლება. აღნიშნულის შესახებ წერს RUSSIA TODAY.

რუსულ ხომალდზე ალი შენიშნეს მაშინ როდესაც ბარენცის ზღვაში, მურმანსკის პორტში იმყოფებოდა დოკზე შეკეთბისთვის. არსებობს მოსაზრება, რომ ცეცხლი საწვავს მოედო. ალი მოედო გემზე 600 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას,- ინფორმაციას საგანგებო სამსახურები ავრცელებენ. მომხდარის შესახებ ვიდეო კადრები ვრცელდება TWITTER-ის სოციალურ ქსელზე.

მეხანძრეები ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას, რომელიც ხომალდის ძალური დანადგარის პირველ ნაწილს მოედო. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ძლიერი კვამლი, რომელიც კაბელების წვის შედეგად მომდინარეობს ართულებს ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციას.