კატეგორია: მსოფლიო

ავსტრალიაში ათასობით აქლემს დახოცავენ

მედიის ინფორმაციით, ავსტრალიაში ათასობით ავსტრალიურ აქლემს დახოცავენ, რადგან ისინი ძალიან ბევრ წყალს სვამენ და მათი მეტეორიზმი ხელს უწყობს გლობალურ დათბობას. აქლემებს პროფესიონალი მსროლელები ვერტმფრენებიდან ესვრიან. პროცესს დაახლოებით 5 დღე დასჭირდება. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მოსახლეობა ხშირად ჩივის, რომ ისედაც გვალვით დაზარალებულ რეგიონში, აქლემები წყლის თითქმის მთელ მარაგს ცლიან. ქვეყანაში ასევე შიშობენ, რომ აქლემები გლობალურ დათბობასაც უწყობენ […]

პაშინიანი – ”სომხეთი არც ანტიირანულ და არც ანტიამერიკულ ქმედებებში არ ჩაერევა”

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი ტურისტებთან ერთად სევანის ტბის სიახლოვეს მთაზე ავიდა. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. თოვლიან მთაზე ასვლის შემდეგ პაშინიანმა ირანს და შეერთებულ შტატებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდა. პრემიერის თქმით, ორივე ქვეყანა სომხეთისთვის მეგობარია და ერევანი არც ანტიირანულ და არც ანტიამერიკულ ქმედებებში არ ჩაერევა. რუსთავი 2

ირანის პარლამენტი – “სიკვდილი ამერიკას!”

ირანელი გენერლის, ქასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ, ირანის პარლამენტმა პირველი სესია გამართა. „სიკვდილი ამერიკას“- სკანდირებდნენ ირანის პარლამენტის წევრები. ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ ქასემ სოლეიმანის მკვლელობას აშშ-ის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი უწოდა და აშშ-ს ურჩია, იქამდე დატოვოს რეგიონი, სანამ რაიმე სერიოზული მოხდება. „დონალდ ტრამპ, თქვენ სერიოზული დანაშაული ჩაიდინეთ. ეს თქვენთვის ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს“-განაცხადა მან. ამასთანავე ცნობილი გახდა, […]

ტრამპი – “თუ ირანი თავს დაგვესხმება, 52 ირანულ ობიექტს დავარტყამთ”

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუკი ირანი ამერიკელებს დაესხმება თავს, შეერთებული შტატები 52 ირანულ სამიზნეს ძალიან სწრაფად და ძლიერად დაარტყამს. “ირანი ძალიან თამამად აცხადებს: იმის გამო, რომ მათი ტერორისტი ლიდერი სამყაროს ჩამოვაშორეთ, ისინი აშშ-ის გარკვეულ ობიექტებს უმიზნებენ. დაე, ეს ჩაითვალოს მუქარად: იმ შემთხვევაში, თუ ირანი ამერიკელებს ან ამერიკულ ობიექტებს დაესხმება თავს, ჩვენი სამიზნე 52 ირანული […]

ირანის ელჩი – “ქასემ სოლეიმანის მოკვლა ირანისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს”

გენერალ ქასემ სოლეიმანის მოკვლა იგივეა რაც ირანისთვის ომის გამოცხადება, – ამის შესახებ გაერო-ში ირანის ელჩმა მაჯიდ თახთ რავანჩიმ CNN-ს განუცხადა. მისივე თქმით, პასუხი სამხედრო ქმედებაზე -სამხედრო ქმედებაა. „სოლეიმანის მკვლელობა ნებისმიერი თვალსაზრისით არის სახელმწიფო ტერორიზმის გამოხატულება და როგორც კრიმინალური აქტი წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს საერთაშორისო კანონმდებლობის ფუნდამენტური პრინციპებისადმი“, – განაცხადა რავანჩიმ. შეგახსენებთ, რომ ბაღდადის აეროპორტში სამხედრო ოპერაციის […]

აშშ-მ თავის მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ერაყი. ამასთან, განცხადების თანახმად, აშშ მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს თავი შეიკავონ ერაყში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიასთან მისვლისგან. „ერაყსა და რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის გამო, მოვუწოდებთ ამერიკის მოქალაქეებს სასწრაფოდ დატოვონ ერაყი. ირანის მხარდაჭერილი მილიციის თავდასხმების გამო შეჩერებულია ადგილზე ამერიკის საელჩოს ფუნქციონირება. ამერიკის მოქალაქეები არ უნდა მიუახლოვდნენ საელჩოს ტერიტორიას“,-აცხადებენ დეპარტამენტში. […]

აშშ-მ ბაღდადში ირანელი გენერალი ქასემ სოლეიმანი მოკლა

ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რასაც გასამხედროებული დაჯგუფებების 5 წევრისა და 2 „სტუმრის“ სიცოცხლე ემსხვერპლა. 3 რაკეტა სატვირთო ტერმინალთან ახლოს დაეცა და ორი ავტომობილი დაიწვა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა. შიიტი მებრძოლების „სახალხო მობილიზაციის ძალებმა“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „აშშ-ის მიერ განხორციელებული ლაჩრული დაბომბვის“ შედეგად მათი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორი გარდაიცვალა. […]

აშშ-მა ერაყსა და სირიაში პროირანულ პოზიციებზე თავდასხმები განახორციელა

პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა, ჰესბოლას შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში „თავდაცვითი დარტყმები“ განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია „ჰეზბოლას“ სულ მცირე ოთხი მეთაური. დარტყმები ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების პოზიციებზე განხორციელდა. „ჰეზბოლას“ თავდასხმების საპასუხოდ, რომლებიც ერაყის სამხედრო ბაზებზე განხორციელდა, სადაც კოალიციური ჯარები იმყოფებოდნენ, აშშ-ის სამხედრო ძალებმა წინასწარი თავდაცვით თავდასხმა განახორციელეს“, – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონათან ჰოფმანმა. […]

ირანის ატომურ სადგურთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანის ბუშეჰრის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს დღეს დილით მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ „როიტერსი“ აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,1 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი ირანის ატომური ელექტროსადგურიდან 53 კილომეტრში დაფიქსირდა, დღეს, ადგილობრივი დროით 5:23 სააათზე მოხდა. იპნ

თურქეთში 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, დღეს დილით 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე, ქვეყნის აღმოსავლეთში დაფიქსირდა. თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის სამსახურის ცნობით, ბიძგები შვიდი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.