რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, Crocus City Hall-ში ხანძრის ქრობაში ავიაცია ჩაერთო. ერთი ვერტმფრენი უკვე მუშაობს, ხოლო კიდევ ორი ასაფრენად ემზადება. შეგახსენებთ, შენობაში სროლა იყო, რის შემდეგაც სავარაუდოდ აფეთქების გამო ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 40 და დაჭრილია 100-ზე მეტი ადამიანი.
კატეგორია: მსოფლიო
ქეით მიდლტონს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
რუსეთში, ქართველ მებრძოლს მამუკა გაწერელიას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
რუსეთში,ქართველ მებრძოლს მამუკა გაწერელიას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. იგი მარიუპოლის მცველებს შორის იყო და “აზოვსტალი” მხოლოდ ქარხნის დატოვებისა და ჩაბარების შესახებ უკრაინის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის ბრძანების შემდეგ დატოვა. მას ბრალად ედება სამი რუსი სამხედროს მოკვლა, ამასთან ყველანაირი მოლაპარაკების მცდელობა რუს სამხედრო ტყვეებზე მისი გაცვლისა, უშედეგო აღმოჩნდა. უკრაინაში მებრძოლ 22 წლის მამუკა გაწერელიას ოჯახს, რომელიც ზუგდიდში ბარამიას […]
როგორ გადაასვენეს ნავალნის ცხედარი მორგში – ვიდეო
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, ცხედრის გადაცემას მისი ადვოკატი და დედა მე-3 დღეა უშედეგოდ ითხოვენ. იმის მიუხედავად, რომ „ნოვაია გაზეტას” წყაროს მიხედვით, ნავალნის ცხედარი ქალაქ სალეხარდის მორგში გუშინ, 18 თებერვალს იპოვეს, ოჯახის წევრებს მისი ნახვის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევათ. როდის და როგორ გადაასვენეს ნავალნის ცხედარი კოლონიიდან სალეხარდის მორგში? – გამოცემა “მედიაზონამ” შეისწავლა გარე კამერების ჩანაწერები, […]
კოლონიაში, ნავალნის გარდაცვალების მიზეზად დედამისს „უეცარი სიკვდილის სინდრომი” დაუსახელეს
კოლონიის წარმომადგენლებმა, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების მიზეზად დედამისს „უეცარი სიკვდილის სინდრომი” დაუსახელეს. ინფორმაციას კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორი, ივან ჟდანოვი ავრცელებს. „როცა ადვოკატი და ალექსეის დედა დღეს დილით კოლონიაში მივიდნენ, მათ უთხრეს, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი: უეცარი სიკვდილის სინდრომია”, – წერს ჟდანოვი. ამასთან, ნავალნის პრესმდივნის კირა იარმიშის თქმით, საგამოძიებო კომიტეტი და კოლონია სხვადასხვა ინფორმაციებს აწვდიან. […]
ზელენსკი არმიის ხელმძღვანელობას ცვლის
ვოლოდიმერ ზელენსკი არმიის ხელმძღვანელობას ცვლის. უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურად ოლექსანდრ პავლიუკი ინიშნება. პრეზიდენტის ახალი ბრძალებულებით, უკრაინის შერეულ ძალებს იური სოდოლი ჩაიბარებს. ყოფილი ხელმძღვანელი მედიასთან ამბობს, რომ საკადრო ცვლილებების ამბავი ჟურნალისტებისგან გაიგო. მადლობელი ვარ თითოეული მობილიური საჰაერო თავდაცვის ჯგუფის მეომრის, რომელიც ყოველდღიურად იცავს ჩვენს ინფრასტრუქტურას და ხალხს. მხოლოდ ამ ღამით ჩამოგდეს 40 შაჰიდი დრონი. რაც რუსეთის […]
ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა
ისლანდიის ეროვნული მაუწყებლის ცნობით, ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთით ვულკანი ამოიფრქვა. ამოფრქვევა მეთევზეთა ქალაქ გრინდავიკის ჩრდილოეთით, ადგილობირივი დროით დილის 8 საათზე დაიწყო. სიტუაციის შესაფასებლად და ამოფრქვევის ზუსტი ადგილის დასადგენად სანაპირო დაცვის ვერტმფრენი გაგზავნეს. მათი თქმით, ლავა ჩრდილოეთით მდებარე სახლებიდან დაახლოებით 450 მეტრშია. ვულკანის ამოფრქვევას წინ მიწისძვრების სერია უძღოდა. ისლანდიის მეტეოროლოგიური ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვირას, ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე, […]
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა
იშიკავას პრეფექტურის ოფიციალურ წარმომადგენელთა ცნობით, იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 48 ადამიანი დაიღუპა. მათივე თქმით, სამაშველო სამუშაოები გრძელდება და რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს. უახლესი ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა ყველაზე დიდი ქალაქ ვაჯიმაშია, სადაც ოფიციალურად 15 ადამიანის დაღუპვა დასტურდება. მიწისძვრის შედეგად სხვა არაერთი ქალაქი და დასახლებაა დაზარალებული. დაახლოებით 33 000 ოჯახმა გასული ღამე ელექტროენერგიის გარეშე გაატარა, […]
დაიღუპა 60-ზე მეტი მიგრანტი – ლიბიის სანაპიროსთან გემი ჩაიძირა
BBC მიგრანტების საერთაშორისო ორგანიზაციაზე (IOM) დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლიბიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 60-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა. მათ შორის არიან ბავშვებიც. 25 გადარჩენილ ადამიანს კი სამედიცინო დახმარება გაეწია. არსებული ინფორმაციით, ხომალდი ქალაქ ზუვარადან გამოვიდა, ბორტზე დაახლოებით 86 ადამიანი იმყოფებოდა და ის, სავარაუდოდ, დიდი ტალღების გამო ჩაიძირა. IOM-ის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ წელს ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის […]