კატეგორია: მსოფლიო

მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს 

მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს 

მოსკოვში 1-ელ სექტემბერს ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტები მგზავრებისთვის დროებით დაიხურა, გადაიდო და გაუქმდა ათობით ფრენა. „მოსკოვის ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებში 32 ფრენა გადაიდო და 20 გაუქმდა“, – ვკითხულობთ რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მოგვიანებით, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სულ მცირე 61 ფრენა გადაიდო და 23 გაუქმდა. ამასთან, რუსული მედია სამი დიდი აეროპორტის მუშაობის […]

დიმიტრი მედვედევი – „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ  პოპულარულია“

რუსეთის მთავრობა გადადგა

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“, – განაცხადა მედვედევმა. მისი თქმით, დასავლეთმა უნდა გაითავისოს, რომ 2008 წელს რუსეთმა […]

29 წლის ფეხბურთელი ნიანგმა შეჭამა

29 წლის ფეხბურთელი ნიანგმა შეჭამა

კოსტა რიკის მოყვარულთა გუნდის Deportivo Cañas-ის 29 წლის ფეხბურთელი ხესუს ალბერტო ლოპეს ორტიზი მდინარეში ნიანგის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა, იუწყება The Sun. შემთხვევა გუანაკასტეს პროვინციაში მოხდა, როდესაც ფეხბურთელი მდინარე კანასზე ისვენებდა. შემთხვევის შემდეგ ქვეწარმავალი მშვიდად აგრძელებდა მდინარეში ცურვას, სანამ პოლიცია შემთხვევის ადგილზე არ მივიდა. მათ ცხოველს ესროლეს და სპორტსმენის ცხედარი გადაარჩინეს. საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ […]

20 წლის განმავლობაში პირველად, სინგაპურში, ნარკოდანაშაულისთვის ქალს სიკვდილით დასჯიან

20 წლის განმავლობაში პირველად, სინგაპურში, ნარკოდანაშაულისთვის ქალს სიკვდილით დასჯიან

სინგაპური თითქმის 20 წლის განმავლობაში პირველად ქალის სიკვდილით დასჯას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Transformative Justice Collective ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, მიმდინარე კვირას სინგაპურში ორი ადამიანის სიკვდილით დასჯაა დაგეგმილი – დღეს, 26 ივლისსა და პარასკევს, 28 ივლისს. ორივე პატიმარი ნარკოდანაშაულისთვის 2018 წელსაა ნასამართლევი. 26 ივლისს 56 წლის სინგაპურელ მალაიელ მამაკაცს, მოჰდ აზიზ ბინ ჰუსეინს დასჯიან, რომელიც დამნაშავედ […]

ჯო ბაიდენის ძაღლმა თეთრ სახლში 10-მდე ადამიანი დაკბინა

ჯო ბაიდენის ძაღლმა თეთრ სახლში 10-მდე ადამიანი დაკბინა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ძაღლმა, სახელად კომანდერმა თეთრ სახლსა და დელავერში 10-მდე ადამიანს უკბინა. ამის შესახებ გამოცემა People წერს. ამერიკის საიდუმლო სამსახურის წევრები გერმანული ნაგაზის ჩვევებზე ნერვიულობენ. ბაიდენის ოჯახი, საიდუმლო სამსახური და აღმასრულებელი სამსახურის წევრები კომანდერის დამატებით წვრთნებზე ერთად მუშაობენ. 22 თვის კომანდერმა საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს ხელსა და ბარძაყზე უკბინა. ინციდენტის შემდგომ დაშავებულს […]

რუსებმა ოდესის ფერიცვალების ტაძარი დაბომბეს

რუსებმა ოდესის ფერიცვალების ტაძარი დაბომბეს

23 ივლისს გამთენიისას რუსეთის არმიამ ოდესას შეუტია. ამის შესახებ იუწყება რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი. უკრაინული მედიის ცნობით, რომ ჭურვი მოხვდა ქალაქის ცენტრში მდებარე ფერიცვალების ტაძარს, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა. პირველი აფეთქებები დაახლოებით ღამის 1 საათზე დაფიქსირდა. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, დარჩენილიყვნენ თავშესაფარებში და არ გამოექვეყნებინათ ფოტოები სოციალურ ქსელებში. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია ქალაქის სხვადასხვა რაიონში აფეთქებებისა […]

„უკრაინაში პრიგოჟინის დაჯგუფების, სულ მცირე, 21 ათასი წევრი დაიღუპა“ – ზელენსკი 

ზელენსკი - "ევროპამ უარი უნდა თქვას რუსეთის ნავთობზე"

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში, სულ მცირე, 21 000 ვაგნერელი დაიღუპა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, კერძო სამხედრო დაჯგუფებამ “უზარმაზარი ზარალი” განიცადა განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მისი “ყველაზე ძლიერი” ჯგუფი იყო მობილიზებული. “ჩვენმა ჯარებმა მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინაში 21 000 ვაგნერელი მოკლეს”, – უთხრა ზელენსკიმ ჟურნალისტებს კიევში და აღნიშნა, რომ კიდევ 80 000 ვაგნერელი დაიჭრა. ვაგნერის დაჯგუფება, […]

რუსეთში შავი ჭირის გავრცელების საშიშროებაა

საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის მთავარმა სახელმწიფო სანიტარიულმა ექიმმა, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა, ანა პოპოვამ გამოსცა რეკომენდაცია, რომ რუსეთის რეგიონები შავი ჭირის პრევენციისთვის მოემზადონ. შესაბამისი გადაწყვეტილება პარასკევს იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა. „უზრუნველყოფილ იყოს რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ერთეულების უფლებამოსილი აღმასრულებელი ორგანოებისა და სამედიცინო ორგანოების მზადყოფნა, რომლებიც მიმართული იქნება შავი ჭირის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ბუნებრივი კერების არსებობის ეპიდემიური რისკების გათვალისწინებით, რომელიც რუსეთის […]

„რუსების სისხლს არ დავღვრი” – პრიგოჟინი კოლონებს საველე ბანაკებისკენ აბრუნებს

BILD: პრიგოჟინს მოსკოვზე თავდასხმა გაუჭირდება, მაგრამ, შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს

ევგენი პრიგოჟინი ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ, აცხადებს, რომ “ვაგნერის” კოლონებს უკან აბრუნებს: „მათ სურდათ ვაგნერის დაშლა. მოსკოვამდე 200 კმ ვიარეთ . ახლა დადგა მომენტი როცა შეიძლება სისხლი დაღვრილიყო. იმის გაცნობიერებით, რომ სისხლის დაღვრა შეიძლება, ვაგნერის კოლონას ვაბრუნებთ და საპირისპირო მიმართულებით მივდივართ საველე ბანაკებისკენ.” – აცხადებს პრიგოჟინი.

„გუდავდა ქალებს და ართმევდა მათ ძვირფასეულობას“- ვინ არის პრიგოჟინი?

„გუდავდა ქალებს და ართმევდა მათ ძვირფასეულობას“- ვინ არის პრიგოჟინი?

ბრძოლა ტახტისთვის – „შაბათის ეთერის” ექსკლუზიური ინტერვიუ რუს გამომძიებელ ჟურნალისტთან. რომან ანინი, რომელსაც  „Panama Papers”-ის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდთან ერთად პულიცერის პრემია აქვს მიღებული, მოსკოვში არსებულ პანიკაზე და მოსალოდნელ შედეგებზე „ტვ პირველთან” საუბრობს. გამომძიებელი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ „ახლა რუსეთიდან ყველა გარბის, რადგან ქვეყანა  სამოქალაქო დაპირისპირების პირველ სტადიაშია”. რუსეთში სამხედრო ამბოხებაა, რომელიც შეიძლება სრულფასოვან სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, […]